Vetements ახალგაზრდა ტალანტების განვითარებისთვის დაფინანსებას გამოყოფს

Published: 03/11/2019 Views: 63


მას შემდეგ, რაც სექტემბერში დემნა გვასალიამ საკუთარი დაარსებული ბრენდი დატოვა, Vetements გურამ გვასალიას ხელმძღვანელობით სიახლეს აანონსებს: Vetements აარსებს პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ახალ ტალანტებს. Vetements გამოყოფს co-working სივრცეს: სტუდენტებს ჩაუტარდებათ ლექციები მოდის ინდუსტრიის შესახებ და მათ დაეხმარებიან ფინანსების მოძიებასა და მართვაში. გურამ გვასალიამ ეს სიახლე ნიუ იორკში ჩატარებულ Apparel & Retail CEO სამიტზე განუცხადა პრესას. პლატფორმა მომავალ წელს დაიწყებს ფუნქციონირებას.

დემნას, როგორც კრეატიული დიზაინერის პოსტიდან წასვლის შემდეგ ვეტმო თავადაც ნიჭიერი ახალგაზრდების გუნდის იმედად ფუნქციონირებს. დემნა მუდამ ამბობდა, რომ ვეტმო არა მხოლოდ მის შემოქმედებას, არამედ მთელი გუნდის კრეატიულობას წარმოადგენდა. პლატფორმა ახალი ტალანტების მოძიებასა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის იქნება მიმართული. პროექტის მიზანია დამოუკიდებლად შეიქმნას ცალკეული ბრენდები, რომლებიც ვეტმოს მძლავრ ბრენდს დაეყრდნობიან.




Vetements, Guram Gvasalia:

“Most of the time it’s probably not one person who is designing the brand. No, at the big brands, they have 60 people under the designer, What we do is put the right people with the right talent together in groups, and we give them the possibility to create something that is new and does not already exist – something that is young, modern and cool"

“What we do is put the right people with the right talent together in groups, and we give them the possibility to create something that is new and does not already exist – something that is young, modern and cool. With a big ready-to-wear business, the plan is to start separate businesses around that such as ones for shoes, underwear and sunglasses that will each have their own distribution channels. you take your company and you create small companies around it”.