LADO BOKUCHAVA, SS20

Published: 07/11/2019 Views: 72

• by @vincent_lappartient_


MBFW თბილისი:
LADO BOKUCHAVA
RTW ზაფხული 2020

ლადო ბოკუჩავამ მორიგი დამოუკიდებელი კოლექცია წარმოადგინა
მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე. მე-16 საუკუნის კორსეტის დეტალებით გამყარებული კოსტუმის ანსამბლები და კაბები დიზაინერმა თავისუფლად დრაპირებული შარფის ტიპის ტოპებით შეკრა. აჭიმებით აზიდულ შარვლის ტოტებს და პარაშუტ-კაბებს - დეკორირებული გრძელი ხელთათმანები ფემინურ შტრიხებს მატებდა. ფეხს კი მოდელებს მართკუთხა ცხვირიანი მერი-ჯეინები უმშვენებდათ, თასმებით მორთული ჩექმები კი კოლექციის ფერთა გამას იმეორებდა: გახუნებული მწვანე, მოიისფრო-ლურჯი და ვარდისფერი.



• by @MariamSitchinava




ბექსთეიჯ ფოტოები mag.buyers.ge-დან