MBFW თბილისი SS20: თბილისელი ქალბატონების ფავორიტი დიზაინერებისგან

Published: 06/11/2019 Views: 84

• LIYA shot by vincent_lappartient_


MBFW თბილისი:
RTW ზაფხული 2020


წარმოგიდგენთ რამდენიმე დიზაინერს, რომელთა კოლექციასაც თბილისში განსაკუთრებული ყურადღებით და სიყვარულით ელოდნენ ;)
Aleksandre Akhalkatsisvhili, GEORGE KEBURIA, JANASHIA, LALO, Salakaia, LIYA




GEORGE KEBURIA
spring-summer 2020

საერთაშორისოდ აღიარებულმა ქართველმა დიზაინერმა გიორგი ქებურიამ 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია საქართველოს ბანკის SOLO ფილიალში წარმოადგინა. სივრცე, რომელსაც ფრანგული მოდის სახლის "შანელის" ესთეტიკის გავლენა ეტყობა, 32-მა მოდელმა მოიცვა. მათ შორის იყვნენ ქართველი წარმატებული მოდელები თათია ახალაია და ლიკა რიგვავა... კოლექცია 80' წლების სერიალებიდან იღებდა შთაგონებას. აღსანიშნავია, რომ კულტურათა შეჯახებას ფონად იტალიური მუსიკა გასდევდა, რამაც ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა კოლექციას, რომელიც ქაოტურობის გარეშე, დახვეწილი და ზუსტად გათვლილი ელემენტებით იყო გაჯერებული.

ისტორიული შენობის დიდებულების ფონზე გამართული ფრანგულ-ამერიკული რომანტიზმით გაჯერებული კოლექცია ფერადი კონფეტის ფეიერვერკმა დააგვირგვინა, მოხიბლული აუდიტორია ოვაციით ფეხზე წამოდგა.






Aleksandre Akhalkatsisvhili
spring-summer 2020

ალექსანდრე ახალკაციშვილმა გასაოცრად ძლიერი და მტკიცე კოლექცია წარმოგვიდგინა. მან სულ რამდენიმე ფერსა და მატერიაზე იმუშავა: ატმისფერის პრიალებიდან ნარინსჯიფერ ვინილამდე დიზაინერმა ურყევად შეინარჩუნა ხასიათი.




JANASHIA
spring-summer 2020

გვანცა ჯანაშიას კოლექცია კვლავაც საიულერო ნაკეთობებითა და აქსესუარებით გამოირჩეოდა. ბინდისფერ თუ შავი ტონალობის ძვირფასი ნაჭრებით შესრულებულ კოსტუმებს კი საოცარი ბზინვარება დაკრავდა.





LALO
spring-summer 2020

ლალომ ჩვენება ვაკის პარკის მედიათეკაში გამართა, ზუსტად ანუკის ჩვენების შემდგომ. ლალო დოლიძის ჩვენებამ მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა. მის კოლექციაში კვლავ აქტუალურია ნაქსოვი და ფუმფულა სვიტერები.




SALAKAIA
spring-summer 2020

გვანცა სალაყაიას ჩვენებას დიდი მოლოდინი ერთვოდა წინ. ახალგაზრდა დიზაინერმა პუბლიკის სასიამოვნოდ გახარება შეძლო პრაქტიკული Ready to wear კოლექციით.



LIYA
spring-summer 2020

ლია გოგლიძის მოდის სახლი სულ რამდენიმე სეზონია რაც გამოჩნდა და უკვე დიდი სიყვარული მოიპოვა თბილისელი ქალბატონებისგან. LIYA-ს სავიზიტო ბარათს აბრეშუმის კაბები და პიჯაკები წარმოადგენს ნაქსოვი ხელებით. მოხარულნი ვართ, რომ ბრენდი განაგრძობს ზრდას და ამავდროულად ინარჩუნებს ხელწერას.