Ananana - მუტაციური ქუდები

Published: 07/11/2019 Views: 371


აქსესუარების და ქუდების დიზაინერ Ananana-ს კოლექციის თემაა მუტაცია, როგორც ადამიანის ტრანსფორმაციის უხეში ფორმა.


მუტაცია-განვითარების ადრეულ სტადიაში, შესაძლოა ნაყოფის სიმახინჯის მიზეზი გახდეს, სწორედ მის შედეგად ორგანიზმი ხშირად ახალ ნიშან-თვისებებს იძენს. ზოგჯერ, მუტაციის შემთხვევა მოზრდილი ადამიანის ორგანიზმის უჯრედშიც ფიქსირდება - რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხეულის უჯრედის ინტენსიური დაყოფა მაშინ, როცა ის აღარ უნდა იყოფოდეს

Ananana-ს კოლექციის მოდელებმაც მუტაცია განიცადეს, ისინი არ არიან უბრალოდ ქუდები.... მოდელების უმეტესობა ტრანსფორმირდება და ფორმებს იცვლის, მათ ჩვენი სურვილისამებრ შეუძლიათ მუტაცია განიცადონ.... მთავარია დაინახო... მოირგო...და გაიზიარო გარდასახვა....





Ananana
2019/20 წლის ზამთრის კოლექციის ედითორიალზე იმუშავა
ფოტოგრაფმა: ლაშა ბაკურაძე
მოდელები: მარიამ და ნატა ხიტარიშვილები.

კოლექციის პრეზენტაციისთვის ანა-ნანა ჩიკვილაძემ, ქართველ მოქანდაკე ირაკლი მიზრახი-ბერიასთან ერთად შექმნა 2 მეტრიანი ქანდაკება, სპეციალურად MBFW-სთვის.