GIAMBATTISTA VALLI x HM უკვე თბილისშია!

Published: 07/11/2019 Views: 110


6 ნოემბერს, თბილისში, მწერალთა სახლში, იტალიელი დიზაინერის ჯამბატისტა ვალისა და შვედური ბრენდის H&M-ის კოლაბორაციის აღსანიშნავი წვეულება გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა კოლექცია სპეციალურად პრეზენტაციისათვის შექმნილი ჰოლოგრამული ვიდეო ინსტალაციის სახით იხილეს.

კოლექციის გლობალური წარდგენა 24 ოქტომბერს რომში გაიმართა, რის შემდეგაც პროექტის პრეზენტაცია უკვე მსოფილიო მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაშიც გაგრძელდა. თბილისური პრეზენტაციის მთავარი თემა კოლექციის სიმბოლო “გული” გახლდათ, რაც მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა სახით, დეკორის ელემენტებში დახვდათ წარმოდგენილი. მწერალთა სახლის გამორჩეული ინტერიერი იდეალურად შეერწყა კოლექციის განსაკუთრებულ ხასიათს. 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო კოლექციის საზეიმო წარდგენას.




აღნიშნული კოლექცია H&M-ის უკვე ტრადიციული, ყოველწლიური პროექტის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებთან ერთად სპეციალური კოლექციის შექმნას. პარიზში მოღვაწე რომაული წარმომავლობის ჯამბატისტა ვალი ყოველთვის გამოირჩევა ექსტრავაგანტული და დახვეწილი სამოსით. წლების განმავლობაში, მან მოახერხა შეეცვალა და გაეთანამედროვებინა მაღალი მოდის (Haute Couture) სტანდარტები და ის მიმზიდველი გაეხადა ახალგაზრდებისათვის.





Giambattista Valli x H&M-ის დიზაინერული კოლექცია აერთიანებს ქალისა და მამაკაცის სამოსს, ასევე - ფეხსაცმელსა და აქსესუარებს. თითოეულ ნივთი დიზაინერისთვის უკვე კარგად ცნობილ ხელწერას ატარებს. კოლექციის მთავარ სიმბოლოს „გული“ წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა სახითაა წარმოდგენილი სამოსსა თუ აქსესუარებში. კანში amFar-ის წვეულებაზე ფურორი მოახდინა Giambattista Valli x H&M-ის ვარდისფერ კაბაში გამოწყობილმა კენდალ ჯენერის გამოჩენამ! კენდალთან ერთად კოლაბორაციის სახეებს წარმოადგენენ: კიარა ფერანი, H.E.R., კრის ლი, როს ლინჩი, ბიანკა ბრანდოლინი...

ჯამბატისტა მოხარულია, რომ მის ხედვას და მაღალი მოდის სიყვარულს ფართო საზოგადოებაც გაიზიარებს: "I am excited about this collaboration. H&M gives me the opportunity to bring my vision of style and my celebration of beauty to a wider audience. The goal is to share my love for beauty and to be able to be part of everyone’s 'happy moments', to help create love stories all around the world."





GIAMBATTISTA VALLI x HM  უკვე თბილისშია!

H&M-ის ყველაზე ამბიციური კოლაბორაცია;
Giambattista Valli x H&M 7 ნოემბრიდან
„გალერია თბილისი“ H&M-ის მაღაზიაში!



საქართველოში -ს საპრეზენტაციო საღამოს ორგანიზება სააგენტო ARIAL.BOLD-მა გაუწია, მწერალთა სახლის დეკორზე ანი პირველმა იზრუნა, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე Anna Sué. გულის ფორმის ტკბილეულობა Lily Vanilli-მ მოგვიმზადა, ხოლო სასმელით Moët & Chandon გაგვიმასპინძლდა.

#Project❤
6 November 2019
Writers' House, Tbilisi, Georgia.
ფოტო: ნიკა ფანიაშვილი, ზაქარია ჭელიძე




საღამოს ფოტოები ინსტაგრამის სოც. ქსელიდან:
• kristinedebagration • elenegogava • nina_tskitishvili • katiejgennti • natiashelegia • dalichita1




GIAMBATTISTA VALLI x H&M