GEORGE KEBURIA - SPRING/SUMMER 2020

Published: 08/11/2019 Views: 54


GEORGE KEBURIA
SPRING/SUMMER 2020

წარმატებული ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას 2020 წლის ზაფხულისთვის განკუთვნილი კოლექცია სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე SOLO-ს ფილიალში გამართული ულამაზესი შოუ-ჩვენებით. ამჯერად კი წარმოგიდგენთ კოლექციის ლუქბუქს, სადაც უკეთ ფოკუსირებას მოახდენთ მხოლოდ სამოსზე და აქსესუარებზე. კოლექციის შექმნა გიორგის 80-იანების საპნის ოპერებმა, ანუ სერიალებმა შთააგონა, სადაც დრამებით გაჟღენთილი საშუალო ხნის ქალბატონების ცხოვრება სკანდალების მიუხედავად მუდამ მოწესრიგებულად მიედინება: დახვეწილი და თავშეკავებული იმიჯით, შესაძლოა მათი ოჯახი გაბანკროტების პირას იყო, თუმცა დინასტია ინარჩუნებს გარდასულ დღეთა დიდებას.

ქებურია ახალ სეზონზე 3 ტიპის oversized-ფორმის მზის სათვალეებს წარმოგვიდგენს: მრგვალ, D-ჩარჩო და მართკუთხა ფორმით. ასევე დიზაინერი უხვად გვთავაზობს ჩანთებს! საჩელ და სამხრე ჩანთეებს, ზოგიერთი მათგანი კი ვარდის დეტალს იმეორებს, რომელიც კოლექციაშიც გვხვდება კაბებზე. ხოლო კაბების ფართო საყელოები დამშვენებულია კონტრასტული რუშებით. კოლექციას მკაფიო ფორმები და სკულპტურული სილუეტები ახასიათებს.