JANASHIA - SPRING/SUMMER 2020

Published: 09/11/2019 Views: 111


JANASHIA
SPRING/SUMMER 2020


დიზაინერი გვანცა ჯანაშია მის ახალ კოლექციაზე მუშაობისას შთაგონებას 60-იანი და გვიანი 70-იანი წლებიდან იღებს, სიახლეს კი დეკონსტრუირებული ფორმებით მიაღწია. ფუტურისტული ჭრილები აისახა მის სამკაულებსა და აქსესუარებშიც, რომლებიც კოლექციის ძლიერ მხარეს წარმოადგენს. დიზაინერი გვიმხელს, რომ კრეატიული პროცესი სპონტანური სკეჩებით იშვა. ჯანაშიას იმპროვიზირებული ზაფხულის კოლექციისთვის გამოყენებულია ჟაკარდის, ბამბისა და ორგანზას ქსოვილები, სამკაულების ფორმა კი ქვების ასიმეტრიას იმეორებს და თვალნათლივ გვანახებს, თუ როგორ შეუძლია მცირე დეტალებს სილუეტის გამოცოცხლება. ფერთა პალიტრა პასტელურ ფერებს მოიცავს: ვარდისფერისა და ყვითლის გრადაციის სახით, შავი და თეთრი ოქროსფერის ელვარებას და მარგალიტებს ერწყმის. დიზაინერმა კოლექცია თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარმოადგინა.