I CHALLENGE YOU - IN #MYCALVINS

Published: 22/11/2019 Views: 85


I CHALLENGE YOU - IN #MYCALVINS
ქელვინ ქლაინის ახალი, ამბიციური ხაზი ბელა ჰადიდის მონაწილეობით უკვე საქართველოშია!


მაღალი მოდის უცვლელი აიკონური ბრენდი Calvin Klein ყოველთვის გამოირჩევა მისი თამამი, ხშირად პროვოკაციული ნაბიჯებით, რომელიც შემდეგ საფუძველს უდებს მთლიანად მსოფლიოს მოდის ახალ მიმართულებებს. ბრენდის მორიგი კამპანია, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ახალი გამოწვევაა, რომლის შესასრულებლად მან ულამაზესი Bela Hadid მოიწვია.

კამპანია, რომელიც წარმოადგენს ქელვინის ახალ სპორტულ ხაზს - Calvin Klein Performance, ეხება თვითგამოხატვის საზღვრებს, ინდივიდუალური პერფორმანსის შესაძლებლობებსა და ადრენალინზე დაფუძნებულ ახალ, თავგადასავლებით სავსე გამოწვევებს.



I CHALLENGE YOU - IN #MYCALVINS
www.ck.ge
Calvin Klein Georgia
ქავთარაძის #1, სითი მოლი
რუსთაველის გამზ 2/4, გალერია თბილისი




Calvin Klein Performance-ის მიზანი ცხოვრების აქტიური წესის მოყვარულთათვის ათლეტური სექსუალურობის მინიჭებაა. ვინაიდან ბრენდი თვლის, რომ დღეს მოდა არის ყველგან, ან უნდა იყოს. ამიტომ, ასეთ თავისუფალ სულებს უბიძგებს, განთავისუფლდნენ თვითგამოხატვის საზღვრებისგან, გაცდნენ მას, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები საკუთარ თავში და შეიგრძნონ ამბიცია თითოეულ მოძრაობაში.

სასიამოვნო სიახლეა, რომ Calvin Klein Performance-ის ხაზი Bela Hadidi-სთან ერთად უკვე ქართველ მომხარებელსაც შეუძლია მოირგოს ბრენდის ახალგახსნილ შოურუმში, რომელიც ქავთარაძის 1-ში მდებარე “სითი მოლში” მდებარეობს. შოურუმი საქართველოში ნიუ იორკის, დუსელდორფის და შანხაის შემდეგ გაიხსნა, რითიც ბრენდმა საქართველოს და ქართველ მომხმარებელს დიდი ნდობა გამოუცხადა. ეს გახლავთ სრულიად ახალი კონცეფცია, სადაც წარმოდგენილია ბრენდის ყველა ძირითადი ხაზი ერთ სივრცეში:


CALVIN KLEIN PERFOMANCE
CALVIN KLEIN MENSWEAR/WOMENSWEAR
CALVIN KLEIN JEANS
CALVIN KLEIN UNDERWEAR
CALVIN KLEIN ACCESSORIES


ასე რომ, ისღა დაგრჩენიათ მიიღოთ გამოწვევა ბრენდისგან in #yourcalvins