Vera Wang-ის საქორწილო კოლექცია, Spring 2020

Published: 15/04/2019 Views: 177



Vera Wang საქორწილო კაბების დიზაინის 30 წლის თავს აღნიშნავს!

ვერა თავს არიდებს საიუბილეო კოლექციის ფილოსოფიურ დახასიათებას, მისი არტისტული ესთეტიკა კი თვალნათლად გადმოსცემს არსს. Vera Wang-ის ზაფხულის პატარძალი თავისუფლების მოყვარულია, მის კაბას მისტიური ვუალი, მოულოდნელი ჭრილები და ყვავილები, ყვავილები ამშვენებს.

Vera Wang Bride Spring 2020
როგორც წესი დიზაინერები საიუბილეო კოლექციაში, წლების მანძილზე საკუთარ ჩამოყალიბებულ ხელწერას უსვამენ ხაზს. ვერამ კი რადიკალურად განსხვავებული და ახლებური კოლექცია შექმნა: დაკომპლექტებული 15 სადღესასწაულო კაბით, თითოეული კაბა 360 გრადუსიანი კუთხით უნდა განიხილოს "სტუმარმა". ასიმეტრიული თარგი, ქსოვილები და ტონალობა ყოველი მხრიდან სხვადასხვა და კონტრასტული კუთხით წარმოაჩენს კაბას და ვხვდებით, რომ Vera Wang-ისთვის ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა!