7 ფერის საუკეთესო კომბინაცია
მათთვის, ვისაც არ უყვარს ერთფეროვნება და პრიორიტეტს ფერთა შეხამებას ანიჭებს, გთავაზობთ საუკეთესო ფერთა კომბინაციებს. განსხვავებული და გამორჩეული ლუქის მისაღწევად სწორად უნდა შეარჩიოთ სამოსის ფერები. მკვეთრი ფერების შეხამება უფრო თვალისმომჭრელ ეფექტს მოგანიჭებთ. იხილეთ 7ფერის კომბინაცია, რომლებიც შემოდგომას ყველაზე მეტად უხდება!
7 მიმზიდველი ელემენტი
მიმზიდველობის საიდუმლო ყველა ქალბატონს აქვს. ინდივიდუალური სტილის პოვნისას, იკვეთება ის გამორჩეული ელემენტები, რომლებიც გეხმარებიან საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში. რას ფიქრობენ მამაკაცები თქვენს სტილზე, რთულად წარმოსადგენია, თუმცა არსებობს მეცნიერული დაკვირვებების შედეგად ჩამოყალიბებული აზრი, თუ რა არის მათთვის მიმზიდველი. ამჯერად, მიმზიდველ სამოსზე ვსაუბრობთ, რომლებიც მათთვის საინტერესოა. Harpers Bazaar-ის 7 ჩამოყალიბებული პუნქტი, წარმოგვიდგენს ელემენტებს, რომლებიც ქალბატონს უფრო მიმზიდველს ხდის.
16 რჩევა სიახლისთვის
იყო ყველასგან განსხვავებული, ეს მოდური ქალბატონის მთავარი მოტივაციაა.
შინაგანი სამყაროს წარმოსაჩენად, კომფორტული ლუქის შესაქმნელად და გამორჩეულობის შეგრძნებისათვის ინდივიდუალური სტილის გადახალისება აუცილებელია. გთავაზობთ რჩევებს, იმისათვის რომ თქვენი უნიკალური სტილი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს.


Versace SPRING 2016
"მინდოდა ჩემი თავის გამოწვევა, მთავარი მიზანი უფრო ძლიერი კოლექციის შექმნა იყო."
დონატელა ვერსაჩე.


2016 წლის "ვერსაჩეს" კოლექცია მის სიძლერეში მაშინვე დაგარწმუნებთ. წარმოგენილი იყო ლუქები, რომლებიც წარმოაჩენენ ადამიანის ხასიათს, თამამი და სექსუალური სილუეტები, მწვანე ფერის დომინირება და ფერთა კომბინაციები. კოლექცია არის თავდაჯერებული და მიზანდასახული ქალბატონებისთვის, რომლებიც მზად არიან აკეთონ ის, რაც ყველაზე მეტად უნდათ, გადალახონ შინაგანი სირთულეები და დაძლიონ ნეგატიური ძალები. მილანის მოდის კვირეულზე დონატელას კოლექციამ დიდი მოწონება დაიმსახურა.Versace დაუბრუნდა ძველ კალაპოტს. ჩვენება მოდელების სიითაც გამორჩეული იყო: Behati Prinsloo; Anna Ewers; Joan Smalls; Gigi Hadid და სხვები 2016 წლის "ვერსაჩეს" კოლექციის წარმომადგენლები იყვნენ. იხილეთ რა ხდებოდა კულისებში, დეტალები და ჩვენების სტუმრები.
Michael Kors SPRING 2016
სისადავე და სიმარტივე მაიკლ კორსის 2016 წლის გაზაფხულის კოლექციის მთავარი კონცეფციაა. კოლექცია წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორ შეიძლება შექმნა მოდური ლუქი სადა სამოსითა და ფერებით, ზედმეტი აქსესუარებისა და ექსპერიმენტების გარეშე. ერთი შეხედვით სადა კოლექციაშიც იყო გამორჩეული ნაჭრებისგან შექმნილი მკვეთრი ფერის სამოსი, რომლებიც კოლექციის მარგალიტებად იქცნენ. მოხდენილი და კომფორტული სამოსი; თეთრი, შავისა და ჩალისფერის სიჭარბე და დახვეწილი აქსესუარები კორსის საგაზაფხულო არჩევანია. ქალისა და მამაკაცის საზაფხულო კოლექცია ცნობილმა მოდელებმა წარმოადგინეს, ჩვენება კენდალ ჯენერმა გახსნა. იხილეთ მაიკლ კორსის 2016 წლის საგაზაფხულო კოლექცია, დეტალები და ჩვენების სტუმრები ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე.
Polo Ralph Lauren Spring 2016
ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში Polo Ralph Lauren კოლექციის წარმოსადგენად ჭეშმარიტად ნიუ-იორკული გარემო შეირჩა, მოდელებსა და სტუმრებს ჩელსიში მდებარე McKittrick -ის სასტუმროს სახურავზე მდებარე Gallow Green-ის სივრცემ უმასპინძლა. ჩვენება ბრანჩის ტიპის მიღებას გავდა, სადაც სტუმრები Polo Ralph Lauren-ის 2016 წლის საზაფხულო კოლექციაში შემოსილ მოდელებთან ერთად მიირთმევდნენ შამპანურს და კანაპეს. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო მრავალი ცნობილი სახე და ნიუ იორკელი სოციალიტე, მათ შორის კოლტონ ჰაინსი, ბრუკლინ ბექჰემი და სელენა გომეზი, რომლებიც ხაზს უსვამენ ბრენდისადმი ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულებას.
2016 წლის გაზაფხულის საქორწილო კაბები
საქორწილო ლუქის შერჩევა პატარძლის მთავარი საფიქრალი და გამოწვევაა. კაბისა თუ კოსტუმის შერჩევისთვის რამდენიმე თვიანი ფიქრი, შრომა და დრო არის საჭირო. შედეგი საუკეთესო უნდა იყოს!
მომავალი პატარძლების შთაგონების წყაროსთვის საქორწილო ლუქის იდეებს გთავაზობთ.
იხილეთ PAMELLA ROLAND-ის, CAROLINA HERRERA-ს, VERA WANG-ის, OSCAR DE LA RENTA-ს, MARCHESA-სას და სხვა მოდის სახლების საქორწილო კოლექციები.
მოდური ქალბატონების 12 ჩვევა
მოდურ ქალბატონებს ცხოვრებისეული წესები და დამახასიათებელი ჩვევები აქვთ. გამომუშავებული თუ ბუნებრივი ჩვევები, ქალბატონების ყოველი დღის ნაწილია. რა აკავშირებთ მოდურ ქალბატონებს, რით არის მათი თითოეული დღე დატვირთული და რას აკეთებენ ისინი ინსტინქტურად, გაიგეთ მეტი მოდური ქალბატონების ცხოვრებისეული ჩვევების შესახებ.
წარმოგიდგენთ მოდური ქალბატონების გამორჩეულ ჩვევებს.
Oscar, Carolina, Vera - Wedding
ოსკარ დე ლა რენტას პირველი საქორწილო კოლექცია ოსკარ დე ლა რენტას გარეშე; კაროლინა ჰერერას ახალი საქორწილო კოლექცია და ვერა ვანგის საქორწილო კაბების ფოტოესესია

ოსკარ დე ლა რენტას სიკვდილის შემდეგ, ბრენდმა პირველად გამართა საქორწილო კაბების ჩვენება. პიტერ კიპინგმა ნიუ-იორკში თავისი ახალი კოლექცია წარადგინა ოსკარ დე ლა რენტასთვის. რითიც აპლოდისმენტები დაიმსახურა სახლის კლიენტებისა და მოდის კრიტიკოსებისგან. ვერა ვანგმა კი სრულიად ახალი ხედვა შემოგვთავაზა საქორწილო კაბების მიმართულებით.
Tbilisi Fashion Week #11 street style
თბილისი მოდის კვირეული, რომელიც უკვე მე-11 სეზონს ითვლის 16-19 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. საშემოდგომო კოლექციების ჩვენებებისთვის მთავარ ლოკაციად Iveria Group-ის ახლადმშენებარე კომპლექსური შენობა შეირჩა ვარდების მოედანზე, სადაც 30 მეტრიანი პოდიუმი გაიჭიმა, ასევე მოეწყო ქართველი დიზაინერების შოურუმი და მოდის კვირეულის ოფიციალური სპონსორის HONDA-ს ავტომანქანების გამოფენა. ჩვენი ყურადღების ქვეშ ამჯერადაც, დამსწრე საზოგადოების ჩაცმის სტილი მოექცა, რომლებიც თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გადაიღეს ენჯელ.ჯი-ს ფოტოგრაფებმა ელენე გოგელია და ანა ბაციკაძემ.
6 რჩევა მოდური სახლისათვის
ფიქრობთ რომ თქვენს სახლს რაღაც აკლია?
თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა, თუმცა მოდური ელემენტების დამატება ურიგო არ იქნებოდა. გთავაზობთ 6 რჩევას, რომელთა დახმარებით შეიცვლება თქვენი სახლის სტილი. თქვენი სახლის მოდური სივრცე თქვენს ყოველდღიურობაზე დადებითად იმოქმედებს. გახსოვდეთ, მოდა ყველგან და ყველაფერში მნიშვნელოვანია.

გაითვალისწინეთ რჩევები და წარმოაჩინეთ სახლის განსხვავებული სტილი.
10 რჩევა მოდურ ქალბატონებს
რა აერთიანებთ მოდურ ქალბატონებს?
ოქროს საიდუმლოებები
ყველა ქალბატონს აქვს სილამაზის საიდუმლო, მოდური ჩვევა, აუცილებელი წესები. გთავაზობთ ოქროს რჩევებს, რომელთა გარეშეც მოდური ქალბატონის ცხოვრება წარმოუდგენელია. გაითვალისწინეთ რჩევები და გადააქციეთ ისინი თქვენს ჩვევად.
გაიგეთ მოდური საიდუმლოებები და მიიღეთ პრაქტიკული რჩევები.

რჩევები მოდის მოყვარულთათვის, რომლებიც ყველა მოდური ქალბატონის ცხოვრებისეული ჩვევაა.


ფილმები მოდის მოყვარულთათვის
მოდა და კინემატოგრაფია ყოველთვის დაკავშირებული იყო ერთმანეთთან.
არაერთი დიზაინერის შთაგონების წყარო გამხდარა ფილმების გმირთა გარდერობი.
წარმოგიდგენთ, 50-იანი წლების კინემატოგრაფიის შედევრებს, რომლებიც მოდის ინდუსტრიის საუკეთესო შთაგონების წყაროდ არიან აღიარებულნი.

ფილმები, რომლებიც მოდის მოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოს
ფილმები, რომლებიც აქტუალობას დღემდე არ კარგავენ.
ოდრი, გრეისი, მერლინი და სხვა ულამაზესი ქალბატონები Fashion Icon-ებად სწორედ ამ ფილმებმა აქციეს.
იპოვეთ თქვენი სტილის შთაგონების წყარო შემოთავაზებული ფილმებიდან და ისიამოვნეთ 50-იანი წლების კინემატოგრაფიის შედევრებით.
5 Key Accessory Trends For Men’s W14
აქსესუარების მოდური ტრენდები მამაკაცისთვის
2014-15 ზამთრის სეზონისთვის


უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს მამაკაცის გარდერობში აქსესუარებს,
რომლებსაც მარტივად შეუძლიათ გამოკვეთონ მისი ხასიათი და შემატონ ტენდენციურობა.
მაშინ, როდესაც კაცის გარდერობში სამოსის არც თუ დიდი არჩევანია მას
აუცილებლად უნდა ქონდეს ეს რამდენიმე აქსესუარი ზამთრის სეზონისთვის:
თბილისის მოდის კვირეული / დღე 3-5
თბილისის მე-10 მოდის კვირეული დასრულდა შატო მუხრანში ავთანდილის ჩვენებით და ჟურნალ OK!-ს წვეულებით, სადაც უამრავმა ცნობილმა ადამიანმა და მოდით დაინტერესებულმა თბილისელმა მოიყარა თავი.

თბილისის მოდის კვირეულმა 5 დღეს გასტანა, წარმოგიდგენთ მე3-5 დღის ჩვენებებზე დამსწრე სტუმართა ჩაცმულობას Designer Center, თბილისი რუმსში გამართული თამუნა ინგოროყვას და შატო მუხრანში ავთანდილის ჩვენებიდან.
სტუმრების ჩაცმულობის ამსახველი ფოტოების ხილვა, რომელიც სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის გადაიღო ელენე გოგელიამ შეგეძლოთ ჩვენს ინსტაგრამზე @wwwangelge და ფეისბუქისფეიჯის ალბომში, სადაც ყველა ფოტოს ხილვა შეგიძლიათ.