Polo Ralph Lauren Spring 2016
ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში Polo Ralph Lauren კოლექციის წარმოსადგენად ჭეშმარიტად ნიუ-იორკული გარემო შეირჩა, მოდელებსა და სტუმრებს ჩელსიში მდებარე McKittrick -ის სასტუმროს სახურავზე მდებარე Gallow Green-ის სივრცემ უმასპინძლა. ჩვენება ბრანჩის ტიპის მიღებას გავდა, სადაც სტუმრები Polo Ralph Lauren-ის 2016 წლის საზაფხულო კოლექციაში შემოსილ მოდელებთან ერთად მიირთმევდნენ შამპანურს და კანაპეს. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო მრავალი ცნობილი სახე და ნიუ იორკელი სოციალიტე, მათ შორის კოლტონ ჰაინსი, ბრუკლინ ბექჰემი და სელენა გომეზი, რომლებიც ხაზს უსვამენ ბრენდისადმი ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულებას.
2016 წლის გაზაფხულის საქორწილო კაბები
საქორწილო ლუქის შერჩევა პატარძლის მთავარი საფიქრალი და გამოწვევაა. კაბისა თუ კოსტუმის შერჩევისთვის რამდენიმე თვიანი ფიქრი, შრომა და დრო არის საჭირო. შედეგი საუკეთესო უნდა იყოს!
მომავალი პატარძლების შთაგონების წყაროსთვის საქორწილო ლუქის იდეებს გთავაზობთ.
იხილეთ PAMELLA ROLAND-ის, CAROLINA HERRERA-ს, VERA WANG-ის, OSCAR DE LA RENTA-ს, MARCHESA-სას და სხვა მოდის სახლების საქორწილო კოლექციები.
მოდური ქალბატონების 12 ჩვევა
მოდურ ქალბატონებს ცხოვრებისეული წესები და დამახასიათებელი ჩვევები აქვთ. გამომუშავებული თუ ბუნებრივი ჩვევები, ქალბატონების ყოველი დღის ნაწილია. რა აკავშირებთ მოდურ ქალბატონებს, რით არის მათი თითოეული დღე დატვირთული და რას აკეთებენ ისინი ინსტინქტურად, გაიგეთ მეტი მოდური ქალბატონების ცხოვრებისეული ჩვევების შესახებ.
წარმოგიდგენთ მოდური ქალბატონების გამორჩეულ ჩვევებს.


Oscar, Carolina, Vera - Wedding
ოსკარ დე ლა რენტას პირველი საქორწილო კოლექცია ოსკარ დე ლა რენტას გარეშე; კაროლინა ჰერერას ახალი საქორწილო კოლექცია და ვერა ვანგის საქორწილო კაბების ფოტოესესია

ოსკარ დე ლა რენტას სიკვდილის შემდეგ, ბრენდმა პირველად გამართა საქორწილო კაბების ჩვენება. პიტერ კიპინგმა ნიუ-იორკში თავისი ახალი კოლექცია წარადგინა ოსკარ დე ლა რენტასთვის. რითიც აპლოდისმენტები დაიმსახურა სახლის კლიენტებისა და მოდის კრიტიკოსებისგან. ვერა ვანგმა კი სრულიად ახალი ხედვა შემოგვთავაზა საქორწილო კაბების მიმართულებით.
Tbilisi Fashion Week #11 street style
თბილისი მოდის კვირეული, რომელიც უკვე მე-11 სეზონს ითვლის 16-19 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. საშემოდგომო კოლექციების ჩვენებებისთვის მთავარ ლოკაციად Iveria Group-ის ახლადმშენებარე კომპლექსური შენობა შეირჩა ვარდების მოედანზე, სადაც 30 მეტრიანი პოდიუმი გაიჭიმა, ასევე მოეწყო ქართველი დიზაინერების შოურუმი და მოდის კვირეულის ოფიციალური სპონსორის HONDA-ს ავტომანქანების გამოფენა. ჩვენი ყურადღების ქვეშ ამჯერადაც, დამსწრე საზოგადოების ჩაცმის სტილი მოექცა, რომლებიც თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გადაიღეს ენჯელ.ჯი-ს ფოტოგრაფებმა ელენე გოგელია და ანა ბაციკაძემ.
6 რჩევა მოდური სახლისათვის
ფიქრობთ რომ თქვენს სახლს რაღაც აკლია?
თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა, თუმცა მოდური ელემენტების დამატება ურიგო არ იქნებოდა. გთავაზობთ 6 რჩევას, რომელთა დახმარებით შეიცვლება თქვენი სახლის სტილი. თქვენი სახლის მოდური სივრცე თქვენს ყოველდღიურობაზე დადებითად იმოქმედებს. გახსოვდეთ, მოდა ყველგან და ყველაფერში მნიშვნელოვანია.

გაითვალისწინეთ რჩევები და წარმოაჩინეთ სახლის განსხვავებული სტილი.
10 რჩევა მოდურ ქალბატონებს
რა აერთიანებთ მოდურ ქალბატონებს?
ოქროს საიდუმლოებები
ყველა ქალბატონს აქვს სილამაზის საიდუმლო, მოდური ჩვევა, აუცილებელი წესები. გთავაზობთ ოქროს რჩევებს, რომელთა გარეშეც მოდური ქალბატონის ცხოვრება წარმოუდგენელია. გაითვალისწინეთ რჩევები და გადააქციეთ ისინი თქვენს ჩვევად.
გაიგეთ მოდური საიდუმლოებები და მიიღეთ პრაქტიკული რჩევები.

რჩევები მოდის მოყვარულთათვის, რომლებიც ყველა მოდური ქალბატონის ცხოვრებისეული ჩვევაა.
ფილმები მოდის მოყვარულთათვის
მოდა და კინემატოგრაფია ყოველთვის დაკავშირებული იყო ერთმანეთთან.
არაერთი დიზაინერის შთაგონების წყარო გამხდარა ფილმების გმირთა გარდერობი.
წარმოგიდგენთ, 50-იანი წლების კინემატოგრაფიის შედევრებს, რომლებიც მოდის ინდუსტრიის საუკეთესო შთაგონების წყაროდ არიან აღიარებულნი.

ფილმები, რომლებიც მოდის მოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოს
ფილმები, რომლებიც აქტუალობას დღემდე არ კარგავენ.
ოდრი, გრეისი, მერლინი და სხვა ულამაზესი ქალბატონები Fashion Icon-ებად სწორედ ამ ფილმებმა აქციეს.
იპოვეთ თქვენი სტილის შთაგონების წყარო შემოთავაზებული ფილმებიდან და ისიამოვნეთ 50-იანი წლების კინემატოგრაფიის შედევრებით.
5 Key Accessory Trends For Men’s W14
აქსესუარების მოდური ტრენდები მამაკაცისთვის
2014-15 ზამთრის სეზონისთვის


უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს მამაკაცის გარდერობში აქსესუარებს,
რომლებსაც მარტივად შეუძლიათ გამოკვეთონ მისი ხასიათი და შემატონ ტენდენციურობა.
მაშინ, როდესაც კაცის გარდერობში სამოსის არც თუ დიდი არჩევანია მას
აუცილებლად უნდა ქონდეს ეს რამდენიმე აქსესუარი ზამთრის სეზონისთვის:
თბილისის მოდის კვირეული / დღე 3-5
თბილისის მე-10 მოდის კვირეული დასრულდა შატო მუხრანში ავთანდილის ჩვენებით და ჟურნალ OK!-ს წვეულებით, სადაც უამრავმა ცნობილმა ადამიანმა და მოდით დაინტერესებულმა თბილისელმა მოიყარა თავი.

თბილისის მოდის კვირეულმა 5 დღეს გასტანა, წარმოგიდგენთ მე3-5 დღის ჩვენებებზე დამსწრე სტუმართა ჩაცმულობას Designer Center, თბილისი რუმსში გამართული თამუნა ინგოროყვას და შატო მუხრანში ავთანდილის ჩვენებიდან.
სტუმრების ჩაცმულობის ამსახველი ფოტოების ხილვა, რომელიც სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის გადაიღო ელენე გოგელიამ შეგეძლოთ ჩვენს ინსტაგრამზე @wwwangelge და ფეისბუქისფეიჯის ალბომში, სადაც ყველა ფოტოს ხილვა შეგიძლიათ.
თბილისის მოდის კვირეული / დღე 2
წარმოგიდგენთ თბილისის მოდის კვირეულის TFW-ს მთავარ ლოკაციაზე Designer Center-ში მეორე დღის ჩვენებებზე დამსწრე სტუმართა ჩაცმულობას. ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით დეტალებმა მიიპყრო, როგორც ირკვევა თბილისელთა უმეტესობა CHANEL-ის ჩანთების დიდი მოყვარულია...

ფოტოები სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის იქნა გადაღებული და აქამდე მათი ნახვა შეგეძლოთ ჩვენს ინსტაგრამზე @wwwangelge და ფეისბუქის ფეიჯის ალბომში.
თბილისის მოდის კვირეული / დღე 1
თბილისის მოდის კვირეული ოქტომბრის თვის მიწურულს გაიმართა, სადაც დიზაინერებმა გაზაფხული-ზაფხული 2014 და ზამთრის კოლექციაც წარმოადგინეს. სტუმრების ჩაცმულობის ამსახველი ფოტოების ხილვა, რომელიც სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის გადაიღო ელენე გოგელიამ შეგეძლოთ ჩვენს ინსტაგრამზე @wwwangelge და ფეისბუქისფეიჯის ალბომში. ახლა კი წარმოგიდგენთ თბილისის მოდის კვირეულის პირველი დღის ჩვენებებზე დამსწრე სტუმართა ჩაცმულობას, რომლებიც ბიბლიოთეკაში გამართულ ანუკი არეშიძის ANOUKI ჩვენებას და TFW-ს მთავარ ლოკაციაზე Designer Center-ში იმყოფებოდნენ.


Free People - საქორწილო კოლექცია
Free People- ბრენდი, რომელიც ონლაინ მაღაზიის საშუალებით წარმოგვიდგენს საკუთარ კოლექციას, ამჟამად გვთავაზობს საქორწილო კოლექციას. კაბები ბრენდის სტილშია შესრულებული: ბოჰემური, რომანტიული და ნაზი - ყვავილებით და მაქმანებით, თავისუფალი და სექსუალური - გამჭვირვალე და ჭრილებით, უხეში და როკ-დეტალებით.

Free People-ის ეს 4 მოდელი: სენდი, ლუ, მიდოუ და ჯინჯერი, რომლებიც გადაიღო ფოტოგრაფმა Annie Edmonds ერთხელაც იტყვიან “I Do”