Ermanno Scervino RESORT 2018
იტალიურმა მოდის სახლმა Ermanno Scervino მისთვის დამახასიათებელ რომანტიულ ხელწერას სპორტული შიკი შემატა და წარმოგვიდგენს ძალიან დახვეწილ და ამავდროულად ახალგაზრდულ 2018 RESORT კოლექციას. მართალია ბრენდირებულ სარტყელებს ვერ ვუწოდებთ ორიგინალურს და კუბოკრული პიჯაკებიც სეზონის ყველაზე მოთხოვნად-ტრენდს გამოხატავს, თუმცა დასაფასებელია დიზაინერის გემოვნებიანად შექმნილი და შეკრული კოლექცია, რომელიც იტალიური ბრენდის ხარისხიან ქსოვილზე მუშაობს.
Guess Lingerie Fall/Winter 2017
"Introducing our sexiest lingerie collection yet." - იუწყება ამერიკული ბრენდი GUESS შემოდგომა '17 თეთრეულის კოლექციის წარდგენისას. მოდელები Bregje Heinen & Tina Lozovskaya პოზირებენ ფოტოგრაფ Josh Ryan-სთვის, რომელიც ასევე სარეკლამო ვიდეო რგოლს გვთავაზობს.
Tbilisi Fashion Week #11- street style
ოქტომბრის მიწურულს თბილისში, თბილისის მოდის კვირეულზე SS18 სეზონის კოლექციები წარმოადგნეს ქართველმა დიზაინერებმა, ჩვენებებს "რესპუბლიკა"-მ უმასპინძლა. უცხოელი და თბილისელი სტუმრების ჩაცმულობა კი ჩვენმა ფოტოგრაფმა ანა ბაციკაძემ დააფიქსირა.
Victoria’s Secret Holiday 2017
Victoria’s Secret 2017 წლის საახალწლო არდადაგებისთვის წარმოგვიდგენს შამპანურის ფერებში გადაწყვეტილ მაცდურ კოლექციას, რომელიც მოიცავს ტრუსებსა, ლიფებს და სვიტერებს მათი კატალოგიდან. ‘’Dream Angels” მოდელები ელზა ჰოსკი, სარა სამპაიო, ჟოზეფინ სკრივერი, ტეილორ ჰილი, რომი სტრიჯი და ჟასმინ ტუკსი ბუხრის პირას შალეში პოზირებდნენ.
TREND: fur coat
ბეწვის ქურთუკი მოდური გოგონას 2017 წლის ზამთრის გარდერობში ჯერ კიდევ გასული სეზონიდან ინახება. თუმცა კი, თუ ის წელს აირჩევდა ახალ მოდელს - ქურთუკი უფრო ფუმფულა, ფერადი, ნახატებით და რაც მთავარია - ხელოვნური ბეწვის იქნებოდა.
Rasario RESORT 2018
რუსი ქალბატონების საყვარელი ბრენდი Rasario იმართება მოსკოვის ატელიედან და მოსავს რუს ქალბატონებსა და სელებრითებს, რომელთაც ხიბლავთ ლუქს-კლასის კოქტეილის და საღამოს კაბები, Rasario-ს კაბები საუკეთესოდ წარმოაჩენს ქალის სხეულს. წარმოგიდგენთ Rasario 2018 წლის RESORT კოლექციას.
Dior Cruise 2018 Campaign
Dior-ის სარეკლამო კამპანიის სახე და მუზა კვლავ მსახიობი ჯენიფერ ლოურენსია. დიზაინერი მარია გრაცია კიური 2018 წლის საკრუიზო კოლექციის ინსპირაციას ამერიკელი მხატვრის Georgia O’Keeffe-ის შემოქმედებიდან იღებს, რომელმაც ასახა მექსიკური უდაბნოს ლანდშაფტი.
LALO ss 2017, MBTFW
Lalo Spring/Summer 2017
Ready-To-Wear Collection. MBTFW

Georgian fashion designer Lalo Dolidze presented an independent collection on the Mercedes Benz Fashion Week. Designer Sisters, who have been named by Graduated Knitted Jeppers, are producing one of the most selling products from Georgia on behalf of Lalo. Lalo continues to wear the knot, it is clear that the complete collection will benefit greatly.
8 ქართველი დიზაინერი, რომელიც მსოფლიო ყურადღებას იპყრობს
თბილისის Mercedes-Benz Fashion Week მსოფლიო მოდის სამყაროში სახელს წარმატებით იმკვიდრებს. უკვე მეხუთე სეზონია, რაც საქართველოს დედაქალაქი უამრავ სტუმარს იზიდავს. მოდის კვირეულებზე დამსწრე უცხოელი სტუმრები ქალაქში დასავლური და აღმოსავლური ესთეტიკის საოცარ შერწყმას ხედავენ. ცნობილი მოდის პორტალი HighSnobiety იმ ქართველ დიზაინერებს ასახელებს, რომლებსაც მსოფლიომ დროა ყურადღება მიაქციოს. გამოცემის ჟურნალისტები თბილისის Mercedes-Benz Fashion Week-ს დაესწრნენ, სადაც 5 დღის განმავლობაში მონაწილეობა 52-მა დიზაინერმა მიიღო. წარმოგიდგენთ მათ რჩეულებს:
100 WAYS TO WEAR GUCCI
on New York’s most stylish women

GUCCI ყოველთვის წარმოადგენდა Luxury ლეიბლს, ძვირფასი და ხარისხიანი იტალიური ნაწარმით. თუმცა ჯერ არ გვახსოვს ლეიბლი ასე აეტაცებინოთ street wear-ში! GUCCI-მ უკანასკნელი კოლექციით მოიგო ტრენდსეტერების გული, ჟურნალმა VOGUE 29 ნიუ იორკელი ქალი გადაიღო და გვიჩვენა, როგორ იხდენენ ისინი GUCCI-ს სამოსს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნივთები მათი ბოლო კოლექციიდან დატვირთულია ნაქარგი და მეტყველი პრინტებით, მათ შექმნასა და სოციალურ ქსელში ტრენდად დანერგვაში კი რამდენიმე კრეატიულმა არტისტმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენს წინაშეა GUCCI - ტრადიციული GG ლოგოთი და თანამედროვე პრინტებით, Luxury in the streets.

"For me, fashion is something that makes you feel alive, that expresses something of you: if you are sad, if you are happy. Fashion is about an amazing idea that you fall in love with." ALESSANDRO MICHELE, Gucci Creative Director
Edita Vilkeviciute Summer Escape for Vogue Spain
Edita Vilkeviciute for Vogue Spain, June 2016
ედიტა ვილკევიჩუტი ესპანური VOGUE-ს ივნისის გამოცემისთვის გლამურული დასვენების მაგალითს წარმოადგენს. მოდელი Andres Velencoso-სთან ერთად იახტაზე და ზღვისპირა ვილაში დააფიქსირა ფოტოგრაფმა Benny Horne. სტილისტ Sara Fernandez გადაწყვეტილებით ედიტას მოსავს Eres, Bottega Veneta, Hermes და სხვა დიზაინერების საცურაო კოსტუმები და ძვირფასი სამკაულები.
JOSEPHINE SKRIVER FOR THE EDIT
Victoria’s Secret-ის ენჯელი ჟოზეფინ სკრივერი The Edit-ის გამოცემისთვის სანაპიროზე პოზირებს. დანიელი მოდელი Net-A-Porter-ის კატალოგის მიერ შერჩეულ Lisa Marie Fernandez, Chloe, Bottega Veneta და Eres-ის საცურაო კოსტუმებსა და სამოსში გამოწყობილი თვალისმომჭრელად გამოიყურება. გამოცემის მთავარი თემაც სწორედ ეს არის CHIC ESCAPE.
FOR LOVE & LEMONS S16
"Reverie" For Love & Lemons-ის საზაფხულო კოლექციის სახელოწოდება, რომელსაც მოდელი Aline Weber წარმოგვიდგენს. ფოტოგრაფმა Zoey Grossman კამპანია შებინდებისას, სასტუმროს ოთახში წარმართა. ბარხატის ლენტები, მაქმანები, რუშები და ყვავილებიანი კაბები მაცდუნებლად რომანტიულად გამოიყურება golden hour-პერიოდში.