David Koma ელისაბედისეული კოლექცია ლონდონის მოდის კვირეულზე Fall 2019
19 თებერვალს, ლონდონის მოდის კვირეულზე წარმოშობით ქართველმა დიზაინერმა დავით კომახიძემ DAVID KOMA 2019-2010 წლის შემოდგომისთვის განკუთვნილი RTW კოლექცია წარმოადგინა. როგორც VOGUE ახასიათებს, კომას კოლექციაში იგრძნობოდა ელისაბედის ეპოქის გავლენა და შექსპირის შემოქმედება, რომელიც ესოდენ ახლოა ლონდონში დამკვიდრებული დიზაინერისთვის. DAVID KOMA-ს ატელიეც იმ თეატრთან ახლოს მდებარეობს, სადაც 16 საუკუნეში შექსპირის პიესებმა აიღო სტარტი. დიზაინერმა დრამის თეატრის ელემენტებით თვალსაჩინოდ წარმოაჩინა ფემინისტური და მასკულანურის, ახალი და ძველის შერწყმა - ვერცხლისფერი კრისტალებით, გველისა და პეპლების აპლიკაციებით.
შეკრულია თუ არა კიმ კარდაშიანი ტანსაცმლის დიზაინის გამყალბებელ საიტ Fashion Nova-სთან?
fast-retail კომპანიების თემასთან დაკავშირებით კიმმა მრავალჯერ გააკეთა კომენტარი და გააკრიტიკა, თუ რა უნამუსოდ იპარავდნენ დიზაინერების ინტელექტუალურ საკუთრებას. თუმცა... რამდენიმე დღის წინ კიმი და Fashion Nova თანამშრომლობაში ამხილეს! შავი პიარიც ხომ პიარია.

როგორც წესი Fashion Nova-ს რამდენიმე დღე ჭირდებოდა კიმის კაბების გადასაკოპირებლად და ონლაინ მაღაზიში გამოსატანად, თუმცა მცირე შეცდომის თუ გასაოცარი დედუქციური გათვლის შედეგად - მათ კიმს 4 დღით დაასწრეს კაბის გადაკოპირება! სანამ ის საერთოდაც სთორის ატვირთავდა და სახლიდან ფეხის გადგმას მოასწრებდა, საიტი უკვე pre-order-ის სახით მზად იყო, კიმის პაპარაცების ობიექტივში მოხვედრის შემდგომ კი აქტიურად დაარეკლამეს ანალოგიური კაბა.
კარლ ლაგერფელდის იშვიათი ფოტოები არქივიდან
19 თებერვალს მსოფლიომ გამოჩენილი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. მის ცუდად ყოფნაზე საუბარი ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს დაიწყო, როცა კარლი "შანელის" ჩვენების ბოლოს, ცხოვრებაში პირველად არ წარსდგა საზოგადოების წინაშე და მის მაგივრად ვირჯინ ვიარდი გაუშვა.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ცნობილი ადამიანები მხურვალე ტექსტებს უძღვნიან დიად მაესტროს. სანამ ინდუსტრია კარლს გლოვობს, მისი ხსოვნის პატივსაცემად იშვიათ ფოტოებს წარმოგიდგენთ არქივიდან - კადრებს სამუშაო პროცესიდან, მეგობრებთან თუ მუზებთან კონტაქტის დროს.
ლონდონის მოდის კვირეულის გამორჩეული კოლექციები: 2019 შემოდგომის სეზონისთვის
2019 წლის შემოდგომის RTW; მოდის კვირეულმა ლონდონში გადაინაცვლა და სრული დაბნეულობა გამოიწვია მოდის მიმდევრებში. ფერებისა და მატერიების მიქსი გაბუქებული ფორმით, პოდიუმზე ამდენ შრედ წარმოდგენილ სამოსში რთული ამოსაკითხია სტილის გავლენები. ვივიენ ვესტვუდმა კი საერთოდაც საკუთარი თავი აიღო კოლექციის მუზად, თავისივე შემოქმედება გაიმეორა რიკარდო ტიშიმ Burberry-ში, ვიქტორია ბექჰემი კი ჩვენდა გასაოცრად აყვა ლონდონის მოდას და სხვა დიზაინერების მსგავსად - ყველაფერი ერთად აურია. ბრიტანული პანკი მოწოდების სიმაღლეზეა და თითქოს ის მიგრანტებმაც აითვისეს!

Burberry, Victoria Beckham, Chalayan, Vivienne Westwood, Christopher Kane, Erdem, JW Anderson, Preen by Thornton Bregazzi, Mary Katrantzou, Molly Goddard, ALEXACHUNG, ASAI, Kiko Kostadinov, Ports 1961.
კარლ ლაგერფელდი გარდაიცვალა, და უკვე დაინიშნა მისი შემცვლელი Chanel-ში
19 თებერვალს კარლ ლაგერფელდის გარდაცვალებამ შეძრა სამყარო. ლეგენდარული, ერთერთი ყველაზე სტაბილური და ცნობილი დიზაინერი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარლი 36 წლის განმავლობაში გახლათ Chanel-ის დიზაინერი, ამასთან ერთად მის სახელს უკავშირდება Fendi და Chloe. დღის ბოლოს კი Chanel-ის მოდის სახლმა გაგვიმხილა, თუ ვინ ჩაანაცვლებს კრეატიულ ხელმძღვანელს.

Chanel-ში ლაგერფელდის შემცვლელად მოიაზრებდნენ მარკ ჯეიკობსს, ჰაიდერ აკერმანს ან ედი სლიმანს. თუმცა ბოლო ჩვენების შემდეგ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მას შანელის კრეატიული სტუდიოს განყოფილების ხელმძღვანელი - ვირჯინ ვიარდი დაიკავებდა. კარლის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პარიზის haute couture მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციის ბოლოს პოდიუმზე მადლობა შანელის სახელით სწორედ ვირჯინმა მიიღო, ის უკვე 30 წელია მუშაობს Chanel-სთვის და კარლის ცუდად ყოფნის პერიოდშიც პირნათლად ასრულებდა მის სურვილებს და დანაბარებს. სწორედ ასეთი უსაფრთხო ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა Chanel-მა, რომელსაც მადმუაზელ გაბრიელ შანელის გარდაცვალების შემდეგ, 1983 წლიდან კარლი ხელმძღვანელობდა და ფლობდა თანამშრომლობის უსაზღვრო კონტრაქტს - მის გარდაცვალებამდე.
როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ პაემანზე ზამთრის საღამოს
The Fashion Spot მოდის ინფლუენსერი ქალბატონების ფოტოების დახმარებით წარმოგვიდგენს, თუ როგორი უნდა იყოს შეყვარებული ქალის ჩაცმულობა ვალენტინობის დღეს

მაგალითად, როცა ჯინსი ყოველდღიურობის ნაწილია, საღამოს შეხვედრა კი მოულოდნელი სიურპრიზი - სტილისტები გვირჩევენ გავახალისოთ ლუქი ქუსლიანი ფეხსაცმლით და ორიგინალური ჭრილის ჯემპრით. ხოლო თუ თქვენი ჩაცმულობა მინიმალისტური და გაურკვეველია თქვენი ურთიერთობისავით:) დაიხმარიეთ თმისსამაგრები და აქსესუარები.
ქართველი დიზაინერების სამოსში გამოწყობილი უცხოელი სელებრითები!
სულ უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ ქართველი დიზაინერების სამოსსა და აქსესუარებს ცნობილ ქალბატონებზე. წარმოგიდგენთ ბოლოდროინდელ ფოტოებს, როდესაც უცხოელ სელებრითებს ქართული ბრენდები ემოსათ


კენდალ ჯენერს ელენ დეჯენერესის შოუში სტუმრობის დროს ქართველის მიერ: დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილი VETEMENTS-ის ყვავილებიანი კაბა ეცვა, თუმცა იმდენად დიდია დემნას ბრენდის წარმატება, რომ ეს ფაქტი არ გვაკვირვებს. ხოლო საქართველოში დაფუძნებული მოდის სახლების წარმატება ნამდვილად აღსანიშნია! სულ რამდენიმე დღის წინ კენდალმა კვლავ მიიპყრო მოდის მიმდევართა ყურადღება, Tiffany & Co.-ს გამოფენაზე მას Dalood-ის, მაკა კვიციანის დიზაინით შექმნილი ლუქი ამშვენებდა! შავი კოსტუმი ტყავის ხელთათმებით თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულიდან გვეცნობოდა.
2019 წლის Grammy-ის გამარჯვებულები და სტუმრების ჩაცმულობა
Grammy-ს მუსიკალური დაჯილდოების ხალიჩა ულამაზესი და უნიჭიერესი არტისტი ქალების გამოჩენის შემდეგ haute couture პოდიუმს დაემსგავა. ქალბატონებმა 2019 წლის გრემის ცერემონიისთვის მოირგეს უახლეს, პარიზის მაღალი მოდის ჩვენებაზე წარმოდგენილი კაბები. კარდი ბიმ კი 3-ჯერ გამოიცვალა და სამივეჯერ Thierry Mugler-ის ვინტაჟ კაბა ემოსა, რეპერი წლის საუკეთესო ალბომისთვის 'Invasion Of Privacy' დააჯილდოვეს. კარდი ბისთან ერთად გრემის ჰედლაინერები გახდნენ ლედი გაგა, Dua Lipa, Kacey Musgraves...
ნიუ იორკის მოდის კვირეულის გამორჩეული კოლექციები: 2019 შემოდგომის სეზონისთვის
დასრულდა ნიუ იორკის მოდის კვირეულიც, დიზინერებმა 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი კოლექციები წარმოადგინეს, ზოგმა მათგანმა კი ზაფხული 2019-ის კოლექცია გვიჩვენა, ასევე ვიხილეთ პლიუს-ზომის მოდელებისთვის შექმნილი სამოსი. შტატებში მუდამ განსაკუთრებით მრავალფეროვანი პოდიუმი იშლება, ლაინაპიც სხვადასხვა დონის და გამოცდილების დიზაინერებისა და მოდის სახლების ჩვენებებითაა დატვირთული. წარმოგიდგენთ NY მოდის კვირეულის გამორჩეულ კოლექციებს:

Ralph Lauren, Tom Ford, Longchamp, Brandon Maxwell, Zadig & Voltaire, Dion Lee, Area, Khaite, Ulla Johnson, Rebecca Minkoff, Jonathan Simkhai, Christian Siriano, Cushnie, Kate Spade, Badgley Mischka.
მოდური პარიზელების ახალი თაობა: სტილის ინფლუენსერი ბლოგერები
პარიზელი გოგონები ცნობილები არიან თავიანთი ინდივიდუალურობითა და დახვეწილობით. ზოგიერთი გოგონა საფრანგეთის დედაქალაქში რამდენიმე წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად და იქაური "ქუდი მოირგო", ზოგიერთი კი პარიზშივე დაიბადა. დამწყები მსახიობები და მოდელები, კოსმეტიკისა და მოდის ბრენდების დამაარსებლები, ხელოვნების დამფასებლები და ბლოგერები - ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული თუმცა, ერთნაირად შთამაგონებელია. წარმოგიდგენთ 12 ახალგაზრდა პარიზელს, რომლებიც თქვენს ინსტაგრამს უფრო მოდურს გახდიან.
რომანტიკული ბაფთები და ლენტები: თმის აქსესუარების მთავარი ტრენდი
ამ სეზონზე დიზაინერებმა გადაწყვიტეს ყურადღება თმის აქსესუარებზე გაემახვილებინათ და რჩეული ტრენდიც გამოკვეთეს. მოდის აქტიურმა მიმდევრებმა და ინფლუენსერებმა ეფექტური დეტალების - ლენტებისა და ბანტების გამოყენება დაიწყეს. ტენდეცია უამრავ ვარიანტს მოიაზრებს: გასული საუკუნის 60-იანი წლების ფილმების პერსონაჟების სტილიდან დაწყებული კერი ბრედშაუს იმიჯით დამთავრებული.

თმის ბაფთები ქეით მიდლტონის სახელობის ტრენდადაც სახელდება. კემბრიჯის ჰერცოგინია ხშირად მიმართავს თმის მოსართავს იმიჯის უკეთ წარმოსაჩენად. ასევე, ბაფთებს იყენებენ სხვა ცნობილი ქალბატონებიც.
Agent Provocateur-ის კოლექცია ვალენტინობისთვის
ქალის თეთრეულის მწარმოებელი ცნობილი ბრენდი Agent Provocateur ვალენტინობის დღისთვის ახალ სადღესასწაულო კოლექციას წარმოგვიდგენს, რომელიც body positive მესიჯის მატარებელია. კამპანიაში გადაიღეს პლუს-ზომის ულამაზესი მოდელი Charli Howard.

Agent Provocateur საკუთარი თავის სიყვარულისადმი მოგვიწოდებს!
Haute Couture-ის გამორჩეული მაკიაჟი
პარიზის მაღალი მოდის კვირეული განსაკუთრებული ვიზაჟით და შექმნილი იმიჯებით გამოირჩევა. 2019 წლის ზაფხულის კოლექციებისთვის ბექსთეიჯში გასაოცარი სამუშაო გასწიეს top-ვიზაჟისტებმა და მათმა გუნდმა. პატ მაკგრატს ეკუთვნის Valentino-სთვის შექმნილი "თვალებფახულა" მაკიაჟი; Viktor & Rolf-მა უბიწო-დალალები მოარგო მოდელებს; Chanel-ის მე-18 საუკუნით შთაგონებული ვარცხნილობა კი 80-იანების ერის გლამ-glitz-თან გადაიკვეთა და ახალ სიმაღლეზე იდგა; ხოლო Dior-ის მოდელებს ვუალს მიღმა, იდეალურად ჩამოღვენთილი შავი თვალის ფანქარი მოსჩანდა.

გამორჩეული მაკიაჟი და ვარცხნილობები
Haute Couture 2019 წლის ზაფხულის ჩვენებებიდან
Christian Dior SPRING 2019 COUTURE
Haute Couture, ანუ მაღალი მოდის კოლექციის წარმოების პატივი სულ რამდენიმე ბრენდს აქვს. მათი ჩვენებები კი საოცრად გამორჩეული და მდიდრულია, პარიზმა Haute Couture 2019 წლის ზაფხულის კოლექციების ჩვენებებს უმასპინძლა. მოდის სახლებმა ტრადიციისამებრ არაორდინალური პოდიუმები გაშალეს.

Christian Dior Haute Couture, Spring 2019
Dior-ის დიზაინერმა მარია გრაცია კიურიმ კოლექცია ცირკის და ჰარლეკინის თემაზე ააგო, შესაბამისად პოდიუმი ცირკის თვალწარმტაცი კარვის ქვეშ გაიშალა! ცირკის აკრობატებს და მოცეკვავეებს არ დაუტოვებიათ სცენა..
Valentino SPRING 2019 COUTURE
Valentino Haute Couture, Spring 2019

პარიზის მაღალი მოდის კვირეულის უკანასკნელი დღის მთავარი მოვლენა "ვალენტინოს" ჩვენება გახდა. პიერპაოლო პიჩოლისგან ფერთა აფეთქებას და დიდი მოცულობის კაბებს ელოდნენ. დიზაინერმა მოლოდინი გაამართლა - ახალ Haute Couture-ის კოლექციაში ყველაფერია: მონუმენტალური კაბები ალისფრის, ლიმნის, ნარინჯისფრის, ცისფრისა და ნეონის ვარდისფრის ტონალობებში. ნაომი კემპბელმა შავი გამჭვირვალე კაბით სიმბოლურად დახურა ფერთა დღესასწაული. შოუს ფენომენალური შეიძლება ვუწოდოთ ვიზაჟისტების წყალობით. პოდიუმზე ნაომი, ნატალია ვოდიანოვა, ლია კებედე, კაია გერბერი ედემის ბაღის ყვავილებსა და ჯადოსნურ ფრინველებს მოგვაგონებდნენ.