Givenchy Haute Couture Spring 2019
კლერ უეიტ კელერმა ვარსკვლავი სტუმრები პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შეკრიბა ჟივონშის Haute Couture ჩვენებისთვის. სექსუალური მაქმანით გაწყობილ კაბებს მოულოდნელი ლატექსის დეტალები, მბზინავი კრისტალები და სამკაულები, ფერადი ფოჩები და ფრთები ებმოდა, რომლებიც ფერის მიხედვით მოდელებს ანგელოზებად ან დემონებად წარმოსახავდა.

Givenchy Haute Couture, Spring 2019
როგორც სჩანს, ბაფთა ნამდვილი ტრენდია! ფერთა მიმართულებით Givenchy-მ მკაცრი პალიტრა არჩია და ძირითად შავ-თეთრ სამოსში მხოლოდ რამდენიმე ნათელი ფერის გაელვებას ვხედავთ.
Zuhair Murad SPRING 2019 COUTURE
Zuhair Murad სადღესასწაულო კაბების კოლექციის პალიტრა მთვარით განათებული ღამის ოკეანის ზედაპირიდან, ტალღებით ფსკერამდე - მშვენიერ მარჯანსა და მარგალიტებამდე დაეშვა. კაშკაშა ფირუზისფერი და აქვამარინის ელვარება, ნაზი ვარდისფერი, ატმისფერი, ლავანდისფერი და პერლამუტისფერი ბზინვარება ენაცვლებოდა ერთმანეთს პოდიუმზე, გაფორმებული ნიჟარების ფორმის შესაკრავებითა და ძვირფასი ფარფლებით.
Haute Couture - სტუმრების ჩაცმულობა
ამჯერად პარიზს, მოდის მიმდევარი ქალბატონები და პრესის წარმომადგენლები მაღალი მოდის: Haute Couture 2019 კოლექციების გამო სტუმრობენ. Dior-ის, Chanel-ის, Zuhair Murad, Elie Saab, Givenchy.. და სხვა ლეგენდარული მოდის სახლის შოუებზე მიმავალი სტუმრების განწყობა გამორჩეულია, ეს ზეიმია მოდის კვირეულის განრიგში. თოვლიანმა ამინდმაც კი ლამაზი ფონი შექნა პარიზის ქუჩებში.
Elie Saab SPRING 2019 COUTURE
კიდევ ერთმა ლიბანელმა დიზაინერმა მოგვიხმო ზღვის სამყაროს მშვენიერებისკენ, Elie Saab-ის სადღესასწაულ კაბების კოლექცია პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე მოსდევს Zuhair Murad-ის ჩვენებას. Elie Saab ხმელთაშუა ზღვის დიდებულება ქალთა ჯადოსნურ სიძლიერეს და ფემინისტურობას მიუძღვნა. ელი ამბობს, რომ მისი კაბები ხმელეთზე ამოსული ქალთევზების ოცნებებს ასახავს.
Reebok x ვიქტორია ბექჰემის კოლექცია
Reebok x Victoria Beckham
Season 1
, Spring 2019 collection

ვიქტორია ბექჰემმა Reebok-თან კოლაბორაციით შექმნა სპორტული კოლექცია 2019 წლის ზაფხულისთვის. დიზაინერი გვიმხელს, რომ ეს მისთვის ნამდვილი გამოწვევა იყო. style-აიკონმა კოლექცია საკუთარ ინტერესებსა და ბრენდის ჭეშმარიტ იმიჯს შორის დააბალანსა, ეს სპორტული სამოსია სპორტდარბაზიდან ატელიემდე!

რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოედგინა ვიქტორიას, რომ მის ინტერესთა სფეროში სპორტული სამოსის და ბოტასების დიზაინი გაჩნდებოდა! ქალბატონმა ბექჰემმა გაგვანდო: ვაჟების წამოზრდის შემდგომ სახლში მუდმივი საუბარი და მოლოდინია Supreme-ს ახალ კოლექციებსა და სხვა streetwear ბრენდებზე, და რომ ის ვერა და ვერ აუქცევდა ზურგს მეუღლისა და შვილების ინტერესებს, რომელმაც ვიქტორიაც მოიცვა. და რადგან Reebok-მა ახალი კოლექციის დიზაინი მას მიანდო, ამას სრულიად თავისებურად წარუძღვა!
Spring 2019 Couture-ის ჩვენებები
Haute Couture კოლექციები სადღესასწაულო კაბებს და ფუფუნების საგანს წარმოადგენს, დიზაინერების ყველაზე თამამი იდეები განხორციელებული და შესრულებულია ფრანგული კერვისა და ქარგვის ტექნიკის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების დაცვით. Balmain და Iris van Herpen-ს კი გამოარჩევთ მაღალტექნოლოგიური პრინტი და ჭრა, Jean Paul Gaultier-ს ექსტრავაგანტულობა, Viktor and Rolf-ს იუმორი; Giambattista Valli, Alexis Mabille და Schiaparelli-ის ორგანზისა და ტაფტას კაბები; Dundas, Alexandre Vauthier და Armani-ს მბზინავი კოლექცია; Guo Pei-ის ორიენტული მოტივები და Chanel-ს არქივებზე დაყრდნობით შექმნილი კოლექცია. წარმოდგენილ კაბებს სულ მალე ვიხილავთ წითელ ხალიჩებსა და ედითორიალ-გადაღებებზე.

აღშანიშნავია, რომ ოლივე რუსტენმა Balmain-ისთვის პირველად შექმნა Haute Couture კოლექცია, კარლ ლაგერფელდი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო Chanel-ის ჩვენებას.
BLUMARINE SPOSA 2019
ახალი წელი მოდის ინდუსტრიაში საქორწილო კაბების კატალოგებით იწყება, რაც საუკეთესოდ განგვაწყობს. პერიოდულად წარმოგიდგენთ ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილ საქორწილო კაბების ლუქბუქებს. ამჯერად კი თქვენს წინაშეა იტალიური ბრენდის BLUMARINE 2019 წლის საქორწილო კაბების კოლექცია, რომელიც დიზაინერმა ანა მოლინარიმ იტალიელი მხატვრის ჯოვანი ბოლდინის ნამუშევრების გავლენით შექმნა. BLUMARINE-ს პატარძლის პორტრეტი საოცრად რომანტიულია: ნაზი, გრაციოზული, ელეგანტური და ქალური.
TREND: ტყავის მიდი ქვედაბოლო
ტყავის მიდი-ქვედაბოლო ის მარტივი ნივთია, რომელიც თქვენს იმიჯს უმალ შესძენს ჩამოყალიბებულ, ზრდასრულ და სერიოზულ მოდურ იერს. ამასთანავე მას დაკრავს ტყავისთვის დამახასიათებელი cool მოტივი და ეს მტკიცე მატერია მსუბუქად და ძალდაუტანებელად გამოიყურება სულ მარტივ ნივთებთან სინთეზშიც კი.

ტყავის მიდი ქვედაბოლოები 2019 წლის ზამთრის მნიშვნელოვანი ტრენდია.
76th Annual Golden Globe Awards
რიგით 76-ე ოქროს გლობუსის კინო დაჯილდოებას ტრადიციულად ბევერლი ჰილსზმა უმასპინძლა. აშშ, კალიფორნიაში შეკრებილმა საზოგადოებამ 2018 წლის კინოსა და სატელევიზიო ფილმების საუკეთესო და მნიშვნელოვანი მიღწევები დააჯილდოვა. წითელ ხალიჩაზე უამრავმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი. გვერდზე გადავდებთ ნომინანტებისა და გამარჯვებულების სიას და წარმოგიდგენთ Golden Globe Awards საუკეთესოდ შემოსილი სტუმრების ფოტოებს და ქალბატონებს საუკეთესო მაკიაჟით.
MAN: ვირჯილის Off-White და Louis Vuitton კოლექციები
ამ თაობის ერთერთი ყველაზე წარმატებული hype ბრენდი OFF-White ეკუთვნის ახალგაზრდა დიზაინერ - ვირჯილ აბლოს, რომელიც უძღვება საკუთარ ბრენდს და ამავდროულად Louis Vuitton-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორიც გახლავთ!

პარიზის მოდის კვირეულზე ერთმანეთის მიყოლებით, ვირჯილმა ორი ბრენდისთვის შექმნილი, ორი დამოუკიდებელი და განსხვავებული კოლექცია წარმოადგინა: მამაკაცებისთვის 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის.
Vetements Fall 2019 Men
Vetements 2019 წლის მამაკაცის საშემოდგომო კოლექცია მრავალი უნისექს ნივთით გამოირჩევა. მართალია ქართველმა დიზაინერმა 2017 წელს განაცხადა, რომ ის მოდის კვირეულებს ემიჯნებოდა და ჩვენებებს საკუთარი განრიგით მართავდა, თუმცა 2 წლიანი ტაიმაუტის შემდგომ დემნა გვასალია დაუბრუნდა პარიზის მოდის კვირეულის განრიგს. ეპოქის ერთერთი ყველაზე წარმატებული და გახმაურებული ბრენდის Vetements ჩვენებამ მიიპყრო სრულიად მოდის სამყაროს ყურადღება, თავად კი ანტი-სოციალურ ტალღაზე იყო განწყობილი. დემნამ fall 2019 სეზონის კოლექციის თემად ვირუსული დაავადებები და სოც-ქსელებისადმი დამოკიდებულება, პოლიტიკა, ანარქიის სიმბოლიკა და ნიცშეს ფრაზები აიღო.
10 ტრენდი, რომელიც 2018 წელს ბელა ჰადიდმა დაამკვიდრა
2018 წელს თამამად შეიძლება ვუწოდოთ "ბელა ჰადიდის წელი". მის გარეშე არცერთ მნიშვნელოვან ჩვენებას არ ჩაუვლია, ყველა პრესტიჟული წითელი ხალიჩა დაამშვენა და თანამედროვეობის საუკეთესო "ფეშენისტას" სახელიც დაიმკვიდრა, მაშინაც კი გვხიბლავდა, როცა უბრალოდ ყავაზე გარბოდა. ჯიჯის უმცროსმა დამ ჩვენს გარდერობში მასიური ბათინკები დააბრუნა, გვაჩვენა როგორ ვატაროთ სწორად კორსეტები, კროპ-ტოპები და მოკლე სპორტული შორტები. მოდელი მთელი წელი ჩნდებოდა კოსტიუმებსა და ელეგანტურ კაბებში. ეს ყველა ელემენტი კი საკუთარი სტილის მახასიათებლად აქცია. მოდელმა ასევე გაგვახსენა თუ როგორი მოდურია ვატაროთ ვინტაჟური, დიზაინერული ნივთები ყოველდღიურად.
7 გოგონა ინსტაგრამზე, რომელთა ქუჩის სტილიც შთაგვაგონებს
ინსტაგრამზე ბევრი გოგონა გვხიბლავს, ვიწერთ მათ გვერდს და მუდამ ლამაზი ქუჩის სტილითა და იმიჯით ვტკბებით. ზოგიერთ მათგანს საკუთარ სტილს ვადარებთ და ინსპირაციას ვიღებთ. ფაქტია, ამ ქალბატონებმა თავი სწორედ ქუჩაში გადაღებული ფოტოებით გაითქვეს და დღეს ათასობით გამომწერს ითვლიან.
"ჩემი გმირი კარლ ლაგერფელდია" - კაია გერბერი საკუთარ სტილსა და სილამაზეზე
კაია გერბერი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, თუმცა კარლ ლაგერფილდის ერთ-ერთ ფავორიტ მოდელად უკვე იქცა. ვარსკვლავი გოგონა თავისი ბუნებრიობითა და სტილით მუდამ გვაოცებს და შთაგვაგონებს. წარმატებული მშობლების შვილი კარიერაში გზას საკუთარი ძალისხმევითა და მონდომებით იკვალავს და არანაკლებ წარმატებულად. წარმოგიდგენთ კაია გერბერის შეხედულებებს სხვადასხვა საკითხზე:
Ralph Lauren ზამთრის სპორტული კოლექცია მამაკაცებისთვის
Ralph Lauren-ის სადებიუტო კოლექცია Downhill Skier 90' წლების სამთო-სათხილამურო სტილით არის შთაგონებული, ამერიკული ბრენდის 2019 წლის FW ზამთრისთვის ცხენოსანის ლოგო მოთხილამურის სილუეტმა ჩაანაცვლა. გრძელმკლავიან პოლოებს და სპორტული ნაჭრის შარვლებს დროშა, გერბი და მარტივი ტიპოგრაფია ტვირთავს ნოსტალგიური განწყობით. ქუდები პომპონჩიკებით მორთეს, წელის ჩანთები კი ისევე, როგორც 90-იანებში კვლავაც აქტუალურია.