⭐ALHAMBRA-ს საშობაო კოლექცია
საახალწლო საჩუქრის იდეა
ქართული სამკაული


ALHAMBRA-ს ვარსკვლავის სამკაულის შექმნას საფუძვლად დაედო ბეთლემის ვარსკვლავის ისტორია. მაშინ, როდესაც იესო ქრისტე ქვეყნად უნდა მოვლენილიყო, მოგვებს, ცაზე გამოეცხადათ ვარსკვლავი, რომელიც დღის და ღამის განმავლობაში მუდამ ჩანდა ცაზე და მათ ბეთლემის გზა მიასწავლა. სწორედ ეს შობის ვარსკვლავია გამოყენებული ALBAMBRA-ს საშობაო კოლექციაში.

🎁 შობის სიმბოლო
⭐ბედის ვარსკვლავი!
🎄გააგრძელე საშობაო ტრადიცია - აჩუქე ბეთლემის ვარსკვლავი
🌈 ვერცხლში და მოოქროვილ ვერცხლში ჩასხმული ქართული ტრადიციული მინანქარის ფერთა მაგია
ELOSHI SS 2019
ქართველი დიზაინერი ლელა ელოშვილი მისი ბრენდის ELOSHI 2019 წლის ზაფხულის კოლექციის ლუქბუქს გვიზიარებს, თავად კოლექცია წარმოდგენილი იყო მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე.

ფოტოგრაფი: ბექა ჩოქოშვილი
მოდელი: Maria Delruso
MUA: ანა თოდუა
2018 FASHION AWARDS
British Fashion Council-ის ორგანიზებით,
ლონდონში გაიმართა მოდის დაჯილდოების ცერემონია.
2018 FASHION AWARDS

წლის დიზაინერის წოდება კლერ ვეით კელერმა მიიღო, Givenchy-ს მოდის სახლისთვის გაწეული დიზაინისთვის. მას ჯილდო თავად სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლმა გადასცა, რომელსაც თავად ემოსა კლერის მიერ შექმნილი კაბა ქორწილის დღეს! მართალია დაჯილდოება ძირითადად ბრიტანეთის ფავორიტ დიზაინერებს მიმოიხილავს, თუმცა ინტერნაციონალურადაც ერთერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ჯილდოები მიიღეს კაია გერბერმა, ვირჯილ აბლო, ვივიენ ვესტვუდმა, მიუჩია პრადა, კიმ ჯონსმა, GUCCI-ს წარმომადგენლებმა და რაღა თქმა უნდა დემნა გვასალიამ! თუმცა ის არ ესწრებოდა ღონისძიებას, დემნა წლის აქსესუარების დიზაინერად დაასახელეს, Balenciaga-სთვის შექმნილი კოლექციით.
Balmain Pre-Fall 2019
BALMAIN-ის მოდის სახლმა ლოგო შეცვალა
მსგავსი ცვლილებები ცნობილი მოდის სახლებისთვის საკმაოდ იშვიათია, ინიციატივის ავტორი დიზაინერი ოლივიე რუსტენია, რომელიც ბრენდში უკვე მე-8 წელია წარმატებულად მოღვაწეობს. Balmain Paris გლობალურ აუდიენციას მოიცავს, მათი მიზანია ფეხი აუწყონ დროებას, განახლების პროცესი კი ბუნებრივი და გარდაუვალია, აღნიშნავს ოლივიე. 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის ახალ კოლექციაში უკვე ჩართულია Balmain-ის ახალი ლოგოტიპით დამშვენებული ქამრის ბალთები და აქსესუარები.
CALVIN KLEIN 205W39NYC, ზამთარი 2019
დიზაინერი რაფ საიმონსი წარმოგვიდგენს CALVIN KLEIN 205W39NYC, PRE-FALL 2019 კოლექციის ლუქბუქს. ერთი შეხედვით კოლექცია ამერიკელ მუშათა კლასის ქალბატონებსა და მამაკაცებზეა გათვლილი, თუმცა ამ სტილიზირებას მრავალი მოდის მიმდევარი მოირგებს. გაზრდილი მოცულობის გრძელი სამოსი 70' წლების გავლენის ქვეშაა ფაქტურითა და სილუეტით.
Dior Men’s Futuristic Pre-Fall 2019 Show
Dior -მა ტოკიოში გრანდიოზული ულტრა-თანამედროვე ჩვენება გამართა, შემოდგომა-ზამთარი 2019 წლის მამაკაცისთვის განკუთვნილი კოლექცია დიზაინერ კიმ ჯოუნსს ეკუთვნის, Dior -ს კოლექციისთვის მან ცნობილ იაპონელ არტისტებთან: სამკაულის დიზაინერ AMBUSH და სკულპტორ Hajime Sorayama-თან ითანამშრომლა, რომლის 12 მეტრიანი იდეალური პარამეტრების რობო-ქალის ქმნილება პოდიუმის ცენტრს წარმოადგენდა და ერწყმოდა კოლექციას დინოზავრებით, Dior-ის მონოგრამის პატერნ და ალუბლის ყვავილობის მოტივებზე.

Dior Men Pre-Fall 2019 show
კოლექცია დატვირთულია მეტალის მატერიებით, ბიომექანიკა და მცირე-რობოტიკის ტექნიკით შექმნილი ნივთებით და მოიცავს გამოყენებით-აქსესუარებს: კოსტუმის ანსამბლს სპორტული safe-ბალთა კრავს, ზურგჩანთებსა და ფეხსაცმელს რკინის თასმები ამშვენებს და ეხამება კლასიკურ პიჯაკებსა და ატლასის პრიალა შარვლებს, გრძელი პალტოები და სპორტული ქურთუკები შავ, აყვავებული თუ ფუტურისტულ-ცხოველურ პრინტშია გადაწყვეტილი, შორტები და კარგო-შარვლები კი მრავალი ფუნქციური ჯიბეებით მოხიბლავს მოდის მიმდევარ პრაქტიკოსებს.
VERSACE ახალი კოლექცია დონატელას შემოქმედებას მიეძღვნა
ვერსაჩე ნიუ იორკში
დონატელას კოლექცია, მიძღვნილი საკუთარი შემოქმედებისადმი

Pre-Fall 2019 - არქივებიდან

მოდის სამყარო კოსმოპოლიტიზმისკენ მიისწრაფის, იტალიურმა მოდის სახლმა ნიუ იორკში ამერიკულ საფონდო ბირჟაზე გაშალა პოდიუმი, რომელიც "თავისუფლების ქალბატონის" დონეზე იდგა. Pre-Fall 2019 კოლექციისთვის დონატელამ გააცოცხლა ვერსაჩეს აიკონური ნივთები და მეტი ექსტრავაგანტულობით წარმოადგინა მისი პირადი დიზაინით შექმნილი კოლექციიდან გამორჩეული ლუქები.
ამადინა - თექის ყვავილები და სუკულენტები
ამადინა თათა ღვედაშვილის პროექტია, რომელიც თექის აქსესუარებს, დეკორს და მინანქრის სამკაულებს აწარმოებს. თათას გატაცებამ ჰერბარიუმებისადმი და თექის ტექნიკის ფლობამ საოცარი მიქსი წარმოადგინა, ჩვენი ყურადღება ამადინას თექის ხელნაკეთმა სუკულენტების საახალწლო ნაძვის ხეებმა, საშემოდგომო გვირგვინებმა და ბროშებმა მიიპყრო.
მოდურად შემოსილი ქალბატონები შემოდგომის პარიზში
თვალი გადავავლოთ თუ როგორ იმოსებიან ქალბატონები შემოდგომის პარიზში.
AUTUMN STREET STYLE LOOKS FROM PARIS

ფრანგებს რა თქმა უნდა გამოარჩევთ პატრიოტიზმი საკუთარი ბრენდების მიმართ, შენიშნავთ, რომ მათ ყველაზე ხშირად მოსავთ Chanel, Celine, LV, Saint Laurent, Chloe, Dior, Lanvin, ცოტა ხნის წინ შეიყვარეს Jacquemus, The Kooples, Zadig & Voltaire, Maje, Sandro, და ცნობილი ინფლუენსერების პირადი ბრენდი: Musier Paris, Rouje... მისდევენ მოდას, რომელსაც ძალდაუტანებლად მარტივად და გლამურულად ირგებენ, რაც მთავარია არ აბიჯებენ კომფორტის ზონიდან და ინარჩუნებენ სტილს, რომელიც საუკეთესოდ აქსესუარების სახით გადმოიცემა.
ფეხსაცმელები და ჩანთები 2019 SS კოლექციებიდან
წარმატებით დასრულდა მოდის კვირეულები, 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის ნაჩვენები კოლექციებიდან ტრენდსპოტერებმა და ბაიერებმა მრავალი აქსესუარი გამოყვეს და წინსწრებით შეუკვეთეს. წარმოგიდგენთ ყველაზე გამორჩეულ ფეხსაცმელებსა და ჩანთებს, რომლებმაც ჩვენი ყურადღებაც მიიპყრო და ველით მათ გამოჩენას პოდიუმიდან ქუჩებში გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის.
Victoria's Secret after party 2018
Victoria's Secret-ის გრანდიოზული ჩვენების წარმატებულად დასრულების შემდგომ, მოდელებმა პოდიუმიდან ვარდისფერ ხალიჩაზე გადაინაცვლეს და after party გამართეს. წვეულებაზე მათ თან შეყვარებულები და მეუღლეები ახლდათ, გოგონებმა ანგელოზის ფრთები კულისებს მიღმა დატოვეს და ცნობილი დიზაინერების საღამოს გლამურული კაბები მოირგეს.
MB Tbilisi FW სტუმრების ჩაცმულობა SS19
MERCEDES-BENZ TBILISI FASHION WEEK 1-5 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა თბილისში. მრავალმა სტუმარმა, ჟურნალისტმა, უცხოელმა მოწვეულმა ბლოგერებმა და ბაიერებმა მოიყარეს თავი ქართველი დიზაინერების 2019 წლის გაზაფხული-ზაფხული კოლექციების გასაცნობად. ჩვენებებისთვის და შოურუმისთვის მთავარ ლოკაციად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სივრცე შეირჩა რუსთაველის გამზირზე, ასევე ჩვენებებს საქართვველოს ბანკის HQ, მე-6 ექსპერიმენტული სკოლა, SILK FACTORY, კლუბი ბასიანი, მწერალთა სახლი, სასტუმრო რუმსი და "სტამბა"-ს კაფემ უმასპინძლა.

STREET STYLE
ჩვენებებს 5 დღის განმავლობაში უამრავი სტუმარი ესწრებოდა, გამორჩეული ლუქები გიორგი ახალკაციშვილმა აღბეჭდა მის ობიექტივში, სპეციალურად EDITORIAL.GE-სთვის.
ყველა ლუქი 2018 წლის Victoria’s Secret-ის შოუდან
The Victoria’s Secret-ის შოუმ ნიუ-იორკში წარმატებით ჩაიარა. ბრენდის გამორჩეული მოდელები ადრიანა ლიმადან დაწყებული, ჰადიდებითა და კენდალ ჯენერით დასრულებული, ადგილზე იყვნენ! ამ წელს სვაროსვკის კრისტალებით გაფორმებული Fantasy Bra შვედმა მოდელმა, ელსა ჰოსკმა მოირგო.

ანგელოზის ფრთების და ბრენდის თეთრეულის გარდა, შოუს VS Pink-ის სექციასაც მოიცავდა და Mary Katrantzou-ს კოლექციასაც. მუსიკალური შემსრულებლებიდან, პოდიუმი შონ მენდესმა, ჰელსიმ და რიტა ორამ დაიპყრეს. ჩვენება ტელევიზიით 2 დეკემბერს გადაიცემა, მანამდე კი გთავაზობთ ფოტოებს.
KOBAKHIDZE ss 2019
სერგო კობახიძის 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის შექმნილი კოლექციის ინსპირაცია ყვავილები და მცენარეებია. მათგან აღებულია სილუეტები, რაც ლუქებში ფოთლისებური ფორმებით და ასიმეტრიული ელემენტებით გამოიხატება. კოლექციაში წარმოდგენილი თითქმის ყველა კოსტუმი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფერებით, ურთულესი და უმარტივესი კონსტრუქციული ფორმებით. მთლიანობაში შეიქმნა საინტერესო, ავანგარდული კოლექცია.
MERCEDES BENZ FW 2018: 7 საუკეთესო კოლექცია
რუსული მოდური გამოცემა Harpers Bazaar თბილისის Mercedes-Benz მოდის კვირეულის 7 საუკეთესო კოლექციას აქვეყნებს. 1-დან 5 ნოემბრის ჩათვლით თბილისი სხვადასხვა ქვეყნების მოდის რედაქტორების, ბაიერების, კრიტიკოსების ან უბრალოდ მოდის მოყვარული ადამიანების თავშეყრის ადგილად იქცა. საქართველოს დედაქალაქში 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს მიეგებნენ. მოდის კვირეულის ფარგლებში საკუთარი შემოქმედება 40-ზე მეტმა დიზაინერმა წარმოადგინა.