Rasario RESORT 2018
რუსი ქალბატონების საყვარელი ბრენდი Rasario იმართება მოსკოვის ატელიედან და მოსავს რუს ქალბატონებსა და სელებრითებს, რომელთაც ხიბლავთ ლუქს-კლასის კოქტეილის და საღამოს კაბები, Rasario-ს კაბები საუკეთესოდ წარმოაჩენს ქალის სხეულს. წარმოგიდგენთ Rasario 2018 წლის RESORT კოლექციას.
Dior Cruise 2018 Campaign
Dior-ის სარეკლამო კამპანიის სახე და მუზა კვლავ მსახიობი ჯენიფერ ლოურენსია. დიზაინერი მარია გრაცია კიური 2018 წლის საკრუიზო კოლექციის ინსპირაციას ამერიკელი მხატვრის Georgia O’Keeffe-ის შემოქმედებიდან იღებს, რომელმაც ასახა მექსიკური უდაბნოს ლანდშაფტი.
8 ქართველი დიზაინერი, რომელიც მსოფლიო ყურადღებას იპყრობს
თბილისის Mercedes-Benz Fashion Week მსოფლიო მოდის სამყაროში სახელს წარმატებით იმკვიდრებს. უკვე მეხუთე სეზონია, რაც საქართველოს დედაქალაქი უამრავ სტუმარს იზიდავს. მოდის კვირეულებზე დამსწრე უცხოელი სტუმრები ქალაქში დასავლური და აღმოსავლური ესთეტიკის საოცარ შერწყმას ხედავენ. ცნობილი მოდის პორტალი HighSnobiety იმ ქართველ დიზაინერებს ასახელებს, რომლებსაც მსოფლიომ დროა ყურადღება მიაქციოს. გამოცემის ჟურნალისტები თბილისის Mercedes-Benz Fashion Week-ს დაესწრნენ, სადაც 5 დღის განმავლობაში მონაწილეობა 52-მა დიზაინერმა მიიღო. წარმოგიდგენთ მათ რჩეულებს:
advertising: [email protected]
100 WAYS TO WEAR GUCCI
on New York’s most stylish women

GUCCI ყოველთვის წარმოადგენდა Luxury ლეიბლს, ძვირფასი და ხარისხიანი იტალიური ნაწარმით. თუმცა ჯერ არ გვახსოვს ლეიბლი ასე აეტაცებინოთ street wear-ში! GUCCI-მ უკანასკნელი კოლექციით მოიგო ტრენდსეტერების გული, ჟურნალმა VOGUE 29 ნიუ იორკელი ქალი გადაიღო და გვიჩვენა, როგორ იხდენენ ისინი GUCCI-ს სამოსს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნივთები მათი ბოლო კოლექციიდან დატვირთულია ნაქარგი და მეტყველი პრინტებით, მათ შექმნასა და სოციალურ ქსელში ტრენდად დანერგვაში კი რამდენიმე კრეატიულმა არტისტმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენს წინაშეა GUCCI - ტრადიციული GG ლოგოთი და თანამედროვე პრინტებით, Luxury in the streets.

"For me, fashion is something that makes you feel alive, that expresses something of you: if you are sad, if you are happy. Fashion is about an amazing idea that you fall in love with." ALESSANDRO MICHELE, Gucci Creative Director
Calvin Klein-ის პროვოკაციული კამპანია
Calvin Klein-ის 2016 წლის ზაფხულის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მოდელებმა Kendall Jenner, Abbey Lee Kershaw, Saskia de Brauw და მსახიობმა Klara Kristin. გოგონები ფოტოგრაფ Harley Weir-ს თხოვნით თამამად და სექსუალურად პოზირებდნენ ობიექტივის წინაშე. შედეგი კი პროვოკაციული სარეკლამო კამპანიაა დამაინტრიგებელი ფრაზებით: “I ___ in #mycalvins”.
Ketevane Maissaia / ქეთევან მაისაია
ქართველი დიზაინერების ნამუშევრები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდა. ანუკი არეშიძის, ანუკა ქებურიას, თამუნა ინგოროყვას, ლელა ელოშვილისა და ქეთევან მაისაიას ნამუშევრები Vogue-მა ერთ სტატიაში გააერთიანა და მათზე თამამად და თავდაჯერებულად ისაუბრა. თქვენთვის ნაცნობი დიზაინერების გვერდით ქეთევან მაისაიაც მოხვდა, რომლის შესახებ საქართველომ უფრო მეტი უნდა იცოდეს. მისი ტყავის, ელვით გაწყობილი ფეხსაცმელები უკვე ძალიან პოპულარული და აქტუალურია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება. 2016 წლის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის შემდეგ მან კიდევ ერთხელ მიიპყრო ყურადღება, გაიგეთ მეტი ქართველი დიზაინერის შესახებ, რომლის წარმატებაც გასცდა საქართველოს ფარგლებს.
Tbilisi Fashion Week street style
Tbilisi Fashion Week 31 march - 3 april fall/winter 2016 Guest Style
თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებებს 31 მარტი-3 აპრილის ჩათვლით სასტუმრო რუმსმა უმასპინძლა, სადაც შემოდგომა-ზამთრის 2016 წლის კოლექციები წარმოადგინეს ქართველმა დიზაინერებმა. მოდის კვირეული უცხოელი სტუმრების: ჟურნალისტებისა და ბაიერების სიუხვით გამოირჩეოდა. სტუმართა ჩაცმულობის ამსახველ ფოტოებს ჩვენი ფოტოგრაფები ელენე გოგელია და ანა ბაციკაძე გთავაზობთ.
Birthday Girl - Sarah Jessica Parker!
სარა ჯესიკა პარჯერს 51 წელი შეუსრულდა. მსახიობის კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი სერიალს "სექსი დიდ ქალაქში" უკავშირდება, რომლითაც მან მოდური ქალბატონის სახელი Carrie Bradshaw-ს წყალობით დაიმკვიდრა. პერსონაჟი გასცდა წიგნსა და სატელევიზიო სივრცეს და დღემდე ის განსხვავებულ, გამორჩეულ, მოდურ და გლამურულ ქალბატონთან ასოცირდება. სარას მოდური ლუქები ხშირად მისი პერსონაჟის გავლენის ქვეშ ხვდება, თუმცა მისი ყოველდღიური ცხოვრება პერსონაჟისგან განსხვავებულია. ფეხსაცმელები არა მარტო ქერის, არამედ სარას სუსტი წერტილიც არის, რის შედეგადაც დღეს მას თავისი ფეხსაცმელების ხაზი აქვს. იყო და არის რამდენიმე როლი, თუმცა სარა ჯესიკა პარკერი მუდამ ასოცირდება ქერი ბრედშოუსთან, რისი გავლენისგან გაქცევაც ალბათ ნებისმიერ მოდურ ქალბატონს გაუჭირდება. 51 ასაკში სარა ისევ შთამბეჭდავად გამოიყურება. მას ხშირად იხილავთ ახალ ფოტოსესიებსა და პროექტებში. 51-ე დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ და თვალი გადავავლოთ სარას მოდურ სტილს, რომლის მთავარი ელემენტი - ფეხსაცმელებია, რომლებიც მართლაც რომ გამორჩეულია.
VOGUE videos: Kendall Jenner and Gigi Hadid
VOGUE-ს ახალი ნომრის სპეციალური გამოცემა კენდალ ჯენერს დაეთმო. კენდალი და ჯიჯი ჰადიდი, ახალგაზრდა მოდელები, რომელმაც წარმატებას არა მხოლოდ საკუთარი ვიზუალით მიაღწიეს, ისინი IT girl-ები არიან, გოგონების ცხოვრების წესი და სტილი აქტიურად განიხილება პოდიუმს მიღმა. ჰადიდი და კარდაშიანების უმცროსი და რეალურ ცხოვრებაშიც მეგობრობენ, გოგონები სუპერ-მდიდარი და ცნობილი ოჯახებიდან VOGUE-მ გამოცემისთვის დაგეგმილ ფოტოსესიებს შორის გადაიღო სასტუმრო პლაზაში. ჯიჯი და კენდალი შანელის სამოსში გამოწყობილები ხალისიანად და თამამად ერთობიან, მათ არ ზღუდავთ, ის, რომ კაბები couture ხაზიდანაა, IT girl-ებისთვის ყველაფერი დასაშვებია.
ქუჩის სტილის 10 ტრენდი
მოდის კვირეულებზე დიზაინერები მომდევნო სეზონის კოლექციებს წარადგენენ და უახლეს ტენდენციებზე მიგვითითებენ.
თუმცა რა ხდება პოდიუმს მიღმა?მოდის მოყვარულთა ქუჩის სტილი საინტერესო, მრავალფეროვანი და შთამაგონებელია. ნებსით თუ უნებლიედ ბევრი მოდური ქალბატონის სტილი ჰგავს ერთმანეთს. მათ შორის საერთო ტენდენციები იკვეთება, რისი ხილვაც ჩვენს მოდურ მკითხველს შეუძლია.
იხილეთ მოდის კვირეულების ქუჩის სტილის გამორჩეული 10 ტრენდი
advertising: [email protected]
Fréolic სადებიუტო თეთრეულის კოლექცია
Fréolic ახლად დაარსებული თეთრეულის მწარმოებელი ბრენდია, რომელიც ყურადღებას ხარისხზე ამახვილებს. ქალის თეთრეული მაქმანებიანი მატერიით და ინტიმური დეტალებით სექსუალურ და რომანტიულ განწყობას ქმნის. ბრენდის სადებიუტო კოლექცია 2016 წლის ზაფხულის სეზონისთვისაა განკუთვნილი.
2016 ზაფხულის მთავარი მოდური ტრენდები
2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის
მთავარი მოდური ტენდენციების მიმოხილვა
გასული მოდის კვირეულებისა და It girl-ების სტილზე დაკვირვებით შეგვიძლია განვსაზღვროთ ის მოდური ტრენდები, რომლებიც აქტუალური იქნება გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე. და თუ მსგავსი ნივთები ჯერ არ გაქვთ გარდერობში, დროა დაფიქრდეთ თქვენს სტილს რომელი ნივთები შეესაბამება დამდეგი სეზონისთვის.
8 გამორჩეული სტილის მქონე პატარძალი
2016 წელი მომავალი პატარძლებისთვის დატვირთული იქნება, რისთვისაც მზადება ადრე არასდროს არ არის. მოდის სფეროში ჩამოყალიბებულია რამდენიმე სტილის პატარძლების ლუქები, რომლებსაც მოდის სახლებიც ითვალისწინებენ და მათთვის მისაღებ კოლექციებს ქმნიან. ქალბატონები განსხვავდებიან გემოვნებით, ინტერესებით, პრიორიტეტებით, შესაბამისად პატარძალთა სიაში ბევრი განსხვავებული პერსონაა. იხილეთ 8 გამორჩეული სტილის მოყვარული პატარძლების სტილი და მოდის სახლ Jimmy Choo-ს 2016 წლის საპატარძლო ფეხსაცმელების კოლექცია.