ჯენიფერ ლოურენსი Dior Cruise 2019 სარეკლამო კამპანიაში
ჰოლივუდური კინოს ვარსკვლავი, ჯენიფერ ლოურენსი "დიორმა" ახალ სარეკლამო კამპანიაში გადაიღო. 2019 წლის საკრუიზო კოლექციაში ბრენდის სახე მშვიდი, თავშეკავებული და ელეგანტურია. 28 წლის მსახიობი ცხენოსანი ქალბატონის იმიჯით გვევლინება. ფოტოების ავტორი ვივიენ სასენია.

თავად კოლექცია ძალიან ნაზი და ქალურია. მექსიკური როდეოს მონაწილეებით შთაგონებულმა მარია გრაცია კიურიმ ახალი ჩანთა Saddle წარმოადგინა, რომელიც უკვე ქუჩის მოდის აუცილებელი ატრიბუტია. ფართო კაბები, ვეფხვის პრინტის პალტოები და სხვა ტყავის აქსესუარები კამპანიის შემადგენელი ნაწილებია.
ფუტურიზმი და უტოპიური პრინტები - Louis Vuitton SS 2019
ნიკოლა გასკიერის Louis Vuitton-ისთვის ჩატარებულმა მეცნიერულ-ფანტასტიკურმა ექსპერიმენტმა თანამედროვე ტენდეციებით, სიმბოლურად დაასრულა ოთხივე ქალაქის მოდური მარათონი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში!

იმ დროს როცა, წამყვანი ბრენდები გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში წარსულის ტრენდებს აბრუნებდნენ, ნიკოლა გასკიერმა მოგზაურობა გალაქტიკურ სამყაროში გადაწყვიტა და მაყურებელმა 100 წლით წინ, მომავალში გადაინაცვლა. კოლექცია მოიცავს სამოსს, რომელიც შემდგომ სულ სხვა აზრის მატარებელი იქნება. დიზაინერის ცნობილ ფუტურისტულ სპორტულ ფეხსაცმელს ტყავის ჩექმები ჩაენაცვლა.
პარიზის მოდის კვირეულის საუკეთესო ქუჩის ჩაცმულობა
Street Style at Paris FW
ნაწილი მეორე


საშემოდგომო მოდის მარათონი დასასრულს უახლოვდება. პარიზის მოდის კვირეულზე უკვე ცნობილი ბრენდების უმეტესობა წარსდგა. ქალაქის ქუჩებში დამსწრე საზოგადოების ჩაცმულობაში სხვადასხვა ტრენდები აქტიურად იჩენს თავს : პრინტებში - ლეოპარდი, პითონი და ზებრა. აღსანიშნავია, რომ წინა წლის სეზონთან შედარებით, საფრანგეთის დედაქალაქში უკვე აცივდა. ბრიტანული Vogue-ს ფოტოგრაფი წარმოგვიდგენს ჩაცმულობას, რომლისგანაც ინსპირაციის მიღება ღირს.
შანელის ჩვენება "ზღვის პირას" SS19
Chanel-ის გრანდიოზული ჩვენება პარიზში ქვიშიან "ზღვისპირა" პოდიუმზე,
Spring-Summer 2019


შემოდგომისფერი პარიზის შუაგულში კარლ ლაგერფილდმა ნამდვილი ქვიშიანი სანაპირო შექმნა თავისი ტალღებით, მზით და ბუნგალოებით. "შანელის" ახალი კოლექციის მოდელები მსუბუქ კაბებსა და კოსტიუმებში ლაღად სეირნობდნენ ლაჟვარდოვან სანაპიროზე. კარლ ლაგერფილდი კი ამაყად გადმოყურებდა თავის მორიგ დიდებულ შემოქმედებას.
Chloé დეტალებში: საუკეთესო აქსესუარები ახალი კოლექციიდან
Chloé SS 2019

ახალ სეზონზე ბრენდმა აქცენტი მასიურ აქსესუარებსა და ტყავის ჩანთებზე გააკეთა და ნებისმიერი ქალბატონის გემოვნება გაითვალისწინა.

Chloé-ს ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ბრენდის ახალმა კრეატიულმა დირექტორმა ნატაშა რემზი-ლევიმ პირველად წარმოადგინა, რომელიც ადრე Balenciaga-სთან და Louis Vuitton-თან თანამშრომლობდა. ფრანგულ სახლში ცვლილებები ყოველთვის დრამის და სკანდალების გარეშე ხორციელდებოდა - ეს ბრენდის სპეციფიკასაც უსვამს ხაზს, Chloé-ს კურსი არა ეპატაჟზე, არამედ ქალის ბუნებრიობაზე აქვს აღებული.
ტინა კუნაკის შთამბეჭდავი ლუქები
24 აგვისტოს ვენსან კასელი მეორეჯერ დაქორწინდა - მსახიობის რჩეული 21 წლის მოდელი ტინა კუნაკია. ქორწილის გარშემო ატეხილი კამათი დღემდე არ წყდება, მიზეზი არც ისე ცოტაა: ასაკში 30 წლიანი სხვაობა და ვენსანის ყოფილი ცოლი მონიკა ბელუჩი, რომელიც მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანისთვისაა ქალის ეტალონი. წარმოგიდგენთ მსოფლიო კინოს ერთ-ერთი სექს-სიმბოლოს გულის დამპყრობელ გოგონას, ტინა კუნაკის ჩაცმულობას:
მინიმალისტური დიდებულება: Stella Mccartney SS19
მომავალი გაზაფხული ცხელი და მშვიდი იქნება - მსგავს პროგნოზს სტელა მაკარტნი გვპირდება. არანაირი მყვირალა ფერები და ღია სამოსი - ეს მის სტილში სრულიად არაა. ინგლისელი დიზაინერი სანაპიროზეც კი კოსტიუმებში, შიფონის კაბებსა და ჯინსებში გვიშვებს. ირონიულია, რომ მსგავსი მინიმალისტური კოლექციისთვის ეპოქის ყველაზე ღირსშესანიშნავი სასახლე - გარნიეს საოპერო თეატრი შეირჩა.
შემოდგომის სეზონის 6 ტრენდი, რომელიც შეცვლის თქვენს გარდერობს
შემოდგომის სეზონისთვის მოდის სამყაროში მუდამ განსაკუთრებული მზადებაა, ეს პერიოდი ლამაზად ჩაცმის მოყვარულებს მრავალ სიახლეს და გამოწვევას სთავაზობს. წარმოდგენილი ნივთები გადამწყვეტ ადგილს დაიკავებს თქვენს გარდერობში და თითოეული ლუქის დაკომპლექტებისას თანამედროვე აქცენტს დასვამს.

სტილისტები გვკარნახობენ
, რომ სასწრაფოდ შევიძინოთ ან შევუკეთოთ ონლაინ: მიდი-სიგრძის ქვედაბოლოები, სექსუალური კორსეტი, ტყავის ან ვინილის ქურთუკი, მაღალყელიანი სწორი დგომის ჩექმები, ტომსიკა ჩანთები და წავიკრათ ატლასის თავშლები!
Off-White სპორტულ-გლამურული მარათონი spring 2019
Off-White თანაბრად პოპულარული და ატაცებული-hype ბრენდია როგორ ამერიკაში ასევე ევროპაში. პარიზის მოდის კვირეულზე ვირჯილ აბლომ სპორტული მარათონის ტიპის ჩვენება მოაწყო, რომელიც ბელა ჰადიდმა, კენდალ ჯენერმა და კაია გერბერმა გახსნეს. ამ თაობის სუპერმოდელებთან ერთად პოდიუმზე ვიხილეთ პროფესიონალი ათლეტები, თითოეული მოდელის გამოჩენისას ტაბლოზე მათი სახელები და ნაციონალობა იწერებოდა.

ვირჯილი Off-White-ს აღწერს როგორც ესთეტიურ შედევრს, რომელსაც ღებულობს სავსებით არათავსებადი მატერიების და იდეების კომბინაციით. აღნიშნული კოლექცია გლამურის ინექციებით გაჯერებულ Off-White და Nike-ის კოლაბორაციას წარმოადგენს.
სექტემბრის საუკეთესოდ შემოსილი ქალბატონები
PORTER ონლაინ ჟურნალი აქვეყნებს სექტემბრის თვის საუკეთესოდ შემოსილი ქალბატონების სიას, რომელთა ლუქებმაც რედაქტორების ყურადღება მიიპყრო რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით: მოდურია, დაცულია პიროვნების სტილი, ღონისძიებასთან შესაბამისობაში.
JACQUEMUS ზაფხული ფრანგულ რივიერაზე
თანამედროვეობის "ყველაზე ფრანგი დიზაინერი" ჟაკომუსი არ კარგავს რეალობის შეგრძნებას და უბრალოებას, დიზაინერმა 2019 წლის ზაფხულის ready-to-wear კოლექცია წარმოადგინა, რომელსაც მგრძნობიარედ და თავდაჯერებით იხდენს მისი ქალი.

პოდიუმზე ვიხილეთ მოდელები სტელა მაქსველი, ედი კემპბელი, ბლანკა პადილა, სინდი ბრუნა... სტუმრების შორისაც უმრავლესობა ჟაკომუსის მიმდინარე კოლექციით შემოსილი იწონებდა თავს, საერთო ჯამშიც პარიზის მოდის კვირეულის ყველაზე გამორჩეულ ქალბატონებს Jacquemus-ის სამოსი და აქსესუარები ამშვენებდათ.
მომავალი სეზონის ყველაზე ელეგანტური კაბები - Valentino SS 2019
ვირტუოზი პიერპაოლო პიკოლი ქალურობასა და ელეგანტურობას მუდამ პომპეზურად წარმოადგენს. ვალენტინოს კრეატიულ დირექტორს ლეოპარდის პრინტი, ტყავის პალტოები, ugly-ბოტასები ნაკლებად ხიბლავს, რომლებსაც მოდის დედაქალაქებში ჩვენებიდან ჩვენებამდე ვხვდებით. დიზაინერის თითოეული კოლექცია აბსოლიტურად განსხვავებულია, მაგრამ მოდის სახლის მომხმარებლების აღტაცებას ყველა მათგანი ახერხებს. რატომ უყვართ ეს ბრენდი? - გამოკვეთილი პოლიტიკის გამო, Valentino-ს მუზა ყოველთვის ჩამოყალიბებული და სათანადოდ განსაზღვრულია.
რომელი ტენდენციები დაბრუნდა პარიზში
Street Style at Paris FW
ნაწილი პირველი


პარიზის ქუჩებში შეინიშნება ტენდენციები, რომლებიც აქტუალური ათიოდე წლის წინ იყო. სულ ცოტა ხნის წინ ჩატარებულ პარიზის მოდის კვირეულზე მოდური საზოგადოება კოპლებიანი კაბებით, კლასიკური ნაქსოვი ჟაკეტებით, ფართო მხრებიანი სვიტერებით, ვინტაჟური ჩანთებით და გაცრეცილი პალტოებით, უბრალო მონოტონური "ბალეტკებით" და ბრჭყვიალა ქვედაბოლოებით შემოსილი იწონებდა თავს. ჩვენც ხომ კარგად ვიცით, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ამ ვინტაჟური სტილის ნივთების დაბრუნება მნიშვნელოვან აღორძინებას მოასწავლებს, ახალ სამოსთან მათი შეხამება კი მეტად ორიგინალური და მიმზიდველი იქნება.
Balenciaga SS19: რას ჩავიცმევთ როცა მსოფლიოს კომპიუტერები დაიპყრობენ
დემნა გვასალია მოდის საზოგადოების პროვოცირებას განაგრძობს და ხანდახან ამას აბსურდული სამოსითაც ახერხებს. დემნასგან უკვე აღარაფერია გასაკვირი და პარიზის მოდის კვირეულზე მის მორიგ შოუს მოდის ინდუსტრიის მთელი სამყარო მოუთმენლად ელის. ქართველმა დიზაინერმა გადაწყვიტა, Balenciaga 2019 წლის გააფხული-ზაფხულის კოლექცია შედარებით ლაკონური ყოფილიყო. დემნამ მოწვეული სტუმრები "ვირტუალურ რეალობაში" გააერთიანა და კომპიუტერული პროგრამების კოდებსა და გამოსახულებებს შორის "ბალენსიაგას" კიდევ ერთი აღზევება ვიხილეთ.
ლალოს ზაფხული 2019
ქართველი დიზაინერი დების დუო: ლალო და ნინა დოლიძეები წარმოგვიდგენენ LALO-ს 2019 წლის ზაფხულისთვის განკუთვნილ კოლექციას, რომელიც გაყიდვაში 2018 წლის ნოემბრის თვიდან ჩაეშვება. ბრენდი, რომელიც ცნობილია ნაქსოვი ჯემპერებით, კვლავ ინარჩუნებს მის სავიზიტო ბარათს. მოდელი ლიკა რიგვავა გასაოცარი სინაზით წარმოაჩენს ბოტანიკურ ბაღში გადაღებულ კოლექციას.

მოდელი: ლიკა რიგვავა
ფოტოგაფი: ბექა ჩოლიკაშვილი
სტილი: ლადო ბოკუჩავა, აკა ფროდიაშვილი