BALENCIAGA-ს ბოტასები ბერლინის მოდის კვირეულის ქუჩის სტილს იპყრობს
BALENCIAGA-ს ახალი 'Triple S ' სნიქერები ბერლინის მოდის კვირეულის დამსწრე სტუმართა ჩაცმულობის მთავარი ატრიბუტი გახდა. ცუდი ამინდის მიუხედავად მაყურებელი მოდური სტილის დემონსტრირებას ახდენდა და მეტი ეფექტურობისთვის კრეატიულ აქსესუარებს იყენებდა. დემნა გვასალიამ 80-იანებით შთაგონებული სპორტული ფეხსაცმელები ფრანგული მოდის სახლისთვის შექმნა და ის მალევე გახდა მეინსტრიმი. ეგრეთწოდებულ UGLY SNEAKERS-ი ცნობილი ადამიანების საყვარელი აქსესუარიც გახდა, მაგალითად ბელა ჰადიდი პარიზის მოდის კვირეულს სწორედ ამ სპორტული ფეხსაცმლით ეწვია. ბერლინის მოდის კვირეულზე ფეხსაცმელს ყველანაირ სამოსთან ერთად ატარებდნენ.
რა უნდა ვიცოდეთ ჯანი ვერსაჩეს შესახებ
იტალიელი დიზაინერი 1997 წლის 15 ივლისს, მაიამიში, საკუთარი სახლის ზღუბლზე სერიულმა მკვლელმა ენდრიუ კიუნენმა მოკლა. ახლახანს, მსოფლიო ეკრანებზე მის ცხოვრებაზე გადაღებული სერიალი American Crime Story გამოვიდა, სადაც მთავარ როლებს ედგარ რამირესი და პენელოპე კრუსი თამაშობენ. სანამ ლეგენდარულ დიზაინერზე გადაღებულ სერიალს ვნახავთ, მისი ცხოვრების უცნობი დეტალები უნდა გავიგოთ.
MACH MACH SS18
ქართველი დიზაინერი დების დუეტ MACH & MACH-სთვის 2017 წელი წარმატებული აღმოჩნდა, გოგონებს მრავალწლიანი შრომა დაუფასდათ, მათმა სამოსმა Victoria's Secret-ის მოდელებიც დაამშვენა და სცენიდანაც მოხიბლა მაყურებელი. 2018 წლის ზაფხულის კოლექცია მბზინავი პაიტეკებით და რაღა თქმა უნდა ბრენდისთვის დამახასიათებელი აქსესუარების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.


RKO • ზამთრის კოლექცია ბავშვებისთვის
• თბილი და ლამაზი საჩუქრები ბავშვებისთვის •
ბუნებრივი და კომფორტული ტანსაცმელი RKO-სგან


RKO ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც 2016 წლიდან აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ნაჭრებისა და ძაფებისგან შექმნილ ტანისამოსს და აქსესუარებს ბავშვებისთვის. ზამთრის სეზონისთვის RKO-ს მიერ დაკომპლექტებული, ულამაზესი ფერებით გამორჩეული ფაჩუჩები, ქუდები და ჯემპრების სეტი იდეალური სასაჩუქრე ნაკრებია ბავშვები და ჩვილებისთვის.
ninako accessories
ninako accessories ქართველი დიზაინერის ნინი ფაცაციას სტარტაპ პროექტია, რომელიც ხელნაკეთ აქსესუარებს მოიცავს. ნინაკოს აქსესუარებმა თავდაპირველად ყურადღება დეკორატიული წინდებით მიიპყრო, დღეს ერთერთ წარმატებულ ინსტაგრამ-ბრენდს ტყავის აქსესუარების წარმოების ფართო ასორტიმენტი გამოარჩევს.

სექსუალურ და თამამ ფართო სარტყელიან ქამრებსა და წელის ჩანთებს, ტყავის სამაჯურებს, ხელთათმანებს და ქუდებს ნინაკო ნაქსოვ და თვლებით მორთულ აქსესუარებთან ერთად წარმოგვიდგენს. მის ნაკეთობებს იხდენენ როგორც BDSM სტილის მოყვარული cool გოგონები, ასევე ნაზი-პატარძლები და დახვეწილი ქალბატონები;)
Nymphet - ახალი ქართული ბრენდი
აღმოაჩინე შენში ნიმფეტი
ახალი ქართული ბრენდი, Nymphet-ის პირველი კოლექცია აერთიანებს ხის ფირფიტაზე დამაგრებულ ტიხრული მინანქრის მედალიონებს, კულონებს და სამაჯურებს, ასევე ხის და ნაქსოვი ძაფის მოტივებით შექმნილ ჩანთებს. მარიამ კუჭუხიძეს ბრენდის შექმნის იდეა სულ რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა, ხელოვანი საკუთარ თავს დიზაინერს არ უწოდებს და editorial-თან ინტერვიუში მის ინსპირაციაზე საუბრობს.
Chanel PRE-FALL 2018
რამდენიმე დღის წინ CHANEL-მა 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. ყველაზე ცნობილი პარიზული ბრენდის ჩვენება, დიზაინერმა კარლ ლაგერფელდმა მისთვის მშობლიურ გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში გამართა. დიზაინერი ამბობს, რომ მას არასდროს დაუტოვებია მშობლიური მხარე, ის ყოველთვის იყო მისი ნაწილი და გარკვეულ დონეზე მოსწონს კიდეც. კოლექციის ინსპირაციაც სწორედ მდინარე ელბეს სანაპიროდან იღებს სათავეს : მეთევზეების ქუდები და მათთვის დამახასიათებელი ფართო ტოტებიანი შარვლები თბილ ნაქსოვ სვიტერებთან კომბინაციით.
აქსესუარების ხელოვნება
ყველაფერი დეტალებშია!
უფრო კონკრეტულად კი მოდური ლუქის მთავარ აქცენტად აქსესუარებს მოვიაზრებთ. შინაგანი სამყაროს, ინტერესებისა და ხასიათის გამომხატველი ელემენტები აქსესუარებშია, რომლებიც მოდური ლუქის მრავალფეროვნების გარანტიაა. აქსესუარების ხელოვნების შესახებ რჩევებს Harper's Bazaar გვაძლევს. ქალბატონებისთვის მოდური რჩევები არასდროს არის ზედმეტი. გავიგოთ როგორ უნდა ვაქციოთ აქსესუარი ლუქის საუკეთესო ელემენტად.
დედოფალი ელისაბედის უცნაური ქუდები
რეტროსპექტივა ცისარტყელას თემაზე - 1952 წლიდან მოყოლებული, როდესაც დედოფალმა ელისაბედმა პირველად დაიკავა ტახტი, რევოლუცია რამდენიმე საკითხში მოახდინა, ესენია: ქალის როლი ძალაუფლებაში, მონარქიის მოდერნიზება, ოჯახისა და სამსახურის დაბალანსება და ყველაზე უცნაური ქუდების ტარება საჯარო სივრცეში.
Balenciaga საბავშვო კოლექცია
Balenciaga-მ საბავშვო ტანისამოსის ხაზი გამოუშვა, რომელიც გაყიდვაში 13 დეკემბრიდან ჩაეშვება. კოლექციაში წარმოდგენილია დიდი ზომის მაისურები, საწვიმრები, სპორტული შარვლები, რომლებზეც ბრენდის ლოგოპითან ერთად სლოგანებია დატანილი: The Power of Dreams და Think Big. ამასთან, Balenciaga-მ თავისი სპორტული ფეხსაცმლის Speed Trainer-ის საბავშვო ვერსიაც გამოუშვა.
სტელა მაქსველი გამორჩეული "ანგელოზი"
სტელა მაქსველს გამორჩეული წელი ჰქონდა: შანხაიში Victoria’s Secret-ის შოუზე პოდიუმი დაიპყრო, ისეთი ბრენდების ჩვენებებზე მოგვხიბლა, როგორებიცაა: Fenty x Puma, Chanel, Moschino და Fendi, დაესწრო Vanity Fair Oscar party-ს და უამრავი ჟურნალის გარეკანი მოიცვა. ამომავალი ვარსკვლავი წლევანდელ წელს საკუთარი პროგრესის მორიგ ეტაპად მიიჩნევს: „ვგრძნობ თუ რამდენად გავიზარდე. ცხოვრება ახალ გამოწვევებსა და გამოცდილებას მუდმივად გვთავაზობს. არ ვარ დარწმუნებული, რომ განსაკუთრებული ცვლილება განვიცადე, მაგრამ ვფიქრობ, ნებისმიერ კარიერაში რაც უფრო დიდხანს აკეთებ რაღაცას, მით უფრო კომფორტული ხდება ეს სფერო შენთვის“-აცხადებს მაქსველი.
წლის მაღალანაზღაურებადი მოდელები
უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ზედიზედ, ჟიზელ ბიუნდჰენი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად სახელდებოდა. 2002 წლის შემდეგ პირველად, მას ეს ტიტული კენდალ ჯენერმა ჩამოართვა. წელს დებმა ჰადიდებმა რეკორდი დაამყარეს: ბელა და ჯიჯი პირველი დები არიან, რომლებიც 2017 წლის გამოცემის ტოპ ათეულში ერთად მოხვდნენ.


პოპულარული მოდელები Instagram-ზე
Instagram-ზე გამომწერთა რიცხვი მოდელებისთვის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა. რაც უფრო დიდი აუდიტორია გყავს, მით უფრო მეტ კონტრაქტს გთავაზობენ და მით უფრო ღირებულს. ახლახან Instagram-ზე 2017 წლის ყველაზე პოპულარული მოდელები გამოვლინდა.
Must Have: ზამთრის 10 მოდური ნივთი
მოდის სამყაროში შემოდგომა და ზამთარი ერთი სეზონის ქვეშ ერთიანდება. პარიზში და ნიუ-იორკში ტენდეციების სია წლის ორივე დროს საერთოა, მაგრამ ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად გარკვეულ წესებს ემორჩილება. წარმოგიდგენთ ამ ზამთრის იმ საჭირო ნივთებს, რომლებიც ერთდროულად მოდური და თბილია: არანაირი მოძველებული დოგმა, ისინი საჭირო ხასიათს გამოხატავს.
2017 Victoria’s Secret Show viewing party
Victoria's Secret-ის მოდელები დაესწრნენ 2017 Victoria’s Secret Fashion Show ჩანაწერის ჩვენებას. მოდელებმა VS გუნდთან ერთად მოიყარეს თავი ნიუ იორკში Spring Studios-ში, 28 ნოემბერს. სტუმრებს შორის იყვნენ Victoria's Secret-ის ანგელოზები ქენდის სვეინპოლი, ადრიანა ლიმა, ლაის რიბეირო, ელზა ჰოსკი, ბელა ჰადიდი, სტელა მაქსველი, ტეილორ ჰილი და სხვა მოდელები. გოგონებმა ვარდისფერ ხალიჩაზე იპოზიორეს და ჩვენება წვეულების რეჟიმში აღნიშნეს. შანხაიდან დაბრუნების შემდეგ ეს მოდელებისთვის პირველი შეკრება იყო შტატებში. აღსანიშნია, რომ მოდელ ქენდის სვეინპოლს ქართველი დიზაინერების MACH &MACH-ის სამოსი ეცვა! ბელა ჰადიდი კი Atsuko Kudo-ის წითელი ლატექსის კაბით იწონებდა თავს. ხოლო ელზა ჰოსკი, რომელიც ბრენდის წარმომადგენელია დღის განმავლობაში რამდენიმე ინტერვიუს ჩაწერა მოუწია და 3 შესანიშნავი ლუქის აწყობა შეძლო. ამ სამივე ქალბატონის შემოსვა კი სტილის ელიზაბეტ სალქერის დამსახურებაა, სწორედ მან აარჩია ქართველი დიზაინერის სამოსიც.