90's Love-stories

Published: 03/10/2015 Views: 8 456
90's Love-stories

90-იანების საკულტო ვარსკვლავური რომანები
გამოჩენილი სასიყვარულო ისტორიების რეტროსპექტივა


დრო როდესაც, დღეისათვის პირველი ხარისხის მსახიობები თავს იმკვიდრებდნენ და სამსახურეობრივი მოვალეობების დროს ერთმანეთს ეცნობობდნენ. 90-იანები ბევრ საკულტო რომანს იტევს. ცნობილმა ვარსკვლავებმა იმ დროში თავიანთი ცხოვრების განსაკუთრებული სიყვარულები გამოსცადეს და იქვე დატოვეს. წარმოგიდგენთ 5 საკულტო რომანს.



სინდი კროუფორდი და რიჩარდ გირი



სინდი კროუფორდი არამარტო პოდიუმის ვარსკვლავი და ნომერი პირველი სექს სიმბოლო იყო, არამედ რიჩარდ გირის მეუღლეც. ეს ქორწინება 90-იანების ნამდვილ ლეგენდად და ბრენდად დარჩა. მათ რომანს "სამოთხეში მცხოვრებთა" კავშირს უწოდებდნენ - პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალი და ჰოლივუდის ნომერი პირველი მამაკაცი ვარსკვლავი იმ დროისთვის. "Pretty Woman"-ის, "Final Analysis" და სხვა კინოჰიტების შემდეგ, გირი ისეთ სიმაღლეზე იყო, რომ მხოლოდ შეუდარებელ სინდი კროუფორდთან რომანს შეეძლო კიდევ აეწია მისდამი ინტერესი-თუმცაღა თითქოს მეტად უკვე შეუძლებელიც კი იყო.



იმის მიუხედავად, რომ ამ რომანის მიმართ კოლოსალური ყურადღება იყო მიპყრობილი, ცერემონიიდან მათი ერთობლივი ფოტოს ავტორობისათის ტაბლოიდები მზად იყვნენ გადაეხადათ მილიონები, შეყვარებულები დაქორწინდნენ ზედმეტი პირობების გარეშე ლას-ვეგასში, საღეჭი რეზინის ფოლგისგან გაიკეთეს ბეჭდები. მათი ქორწინება რამდენიმე წელს გაგრძელდა და მიზეზები ბევრი იყო - მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განუწყვეტლივი ყურადღება, პაპარაცები, რომლებიც არ სცილდებოდნენ არცერთ ნაბიჯზე, გირის ბუდიზმით გატაცება, მისი სურვილი არ ჰყოლოდათ ბავშვები. ერთი წლის შემდეგ ის გამოტყდა, რომ სინდი მისი ყველაზე დიდი სიყვარული იყო და ის დაქორწინდა იმის შიშით რომ არ დაეკარგა ის, მაგრამ 2-მა ამბიციურმა ვარსკვლავმა ტესტი ვერ გაიარა.




ქეით მოსი და ჯონი დეპი



90-იანების კიდევ ერთი სუპერმოდელი და საკულტო მსახიობი გახდნენ განხილვის თემა იმ დროისათვის. ეს იყო სიყვარული ვნების ზღვარზე, რომელსაც ისინი გადაჰყავდა ჭკუიდან. პირველივე შეხვედრაზე, ჯონიმ და ქეითმა გაიგეს, რომ მათ შორის ქიმია იყო და სულიერი ნათესაობა აკავშირებდათ. მათი ერთმანეთით შეპყრობილობა არ წარმოადგენდა დადგმულ სიუჟეტს ან ხელოვნურ სიტუაციას. ისინი ცხოვრობდნენ ხალისით, ვნებით, საჯარო ჩხუბებით, დაშორებებით, დრამატული შერიგეგების მოწყობით და სასტუმროს ოთახებში ჭურჭლის დამტვრევით.



მათ სიყვარულის ისტორიას "კოკაინის რომანს" უწოდებდნენ, იმიტომ რომ რა აღარ იყო მათ შორის- აკრძალული პრეპარატები, ჩხუბები, ისტერიკები, მაგრამ სიყვარულიც იყო იმდენი, რომ გულშემატკივრები გიჟდებოდნენ — არცერთ ტრილერს არ შეუძლია გადმოსცეს იმდენი ემოცია, რამდენი სიახლე და წვრილმანიც იყო მათ ურთიერთობაში. დაშორდნენ ისინი დიდი სიყვარულით - ვეღარ გადაიტანეს ვნების მეტი ქარიშხალი. წლობით არ ტყდებოდნენ, რომ ამ სიყვარულმა შეცვალა ორივე. მოგვიანებით ჯონისთან მოვიდა მშვიდი და გამგები ვანესა, ხოლო ქეითთან წვეულებები, სკანდალები და საბოლოოდ ქორწინება, შვილი და ოჯახური იდილია.




ბრიტნი სპირსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი



90-იან წლებში, ბრიტნი სპირსი პლანეტის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო - მას უწოდებდნენ "ამერიკის პრინცესას", ის ხვდებოდა პოპულარობის ყველა რეიტინგში და წარმოადგენდა ყველაზე გაყიდვად მომღერალს 18 წლის განმავლობაში. და კიდევ ის იყო ახალგაზრდა და ლამაზი და კარგი რეპუტაციის გოგონადაც ითვლებოდა. მის პიარ-ისტორიებში ისმოდა აღიარებები, რომ ის რჩებოდა ქალიშვილი ქორწილამდე, ხოლო ბრიტნის ბედნიერი რჩეული გახდა მისი ბავშვობის მეგობარი ჯასტინ ტიმბერლეიკი.



ამ სასიყვარულო ისტორიამ ააჩუყა მთელი მსოფლიო - აი ისინი კალათბურთის მატჩზე ერთნაირ მაისურებში, აი მომხიბვლელად პოზირებენ წითელ ხალიჩაზე, აი ეხუტებიან ყოველკვირეულ გადაღებებზე. თუ ეს იყო პიარი, მაშინ მართლაც გენიალური ყოფილა - მათი გრძნობების გულწრფელობა სჯეროდათ სკეპტიკოსებსაც. გაყრაზე მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ჯასტინის სიმღერა Cry me a river, რომელმაც ის ვარსკვლავი გახადა, ღალატზე მიანიშნებდა. დაშორების შემდეგ ბრიტნი კინაღამ სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა, ტიმბერლეიკი კი პირიქით, სუპერვარსკვლავად განვითარდა.





დემი მური და ბრიუს უილისი



11 წლიანი სიყვარულის ლამაზი ისტორია ითვლებოდა მაგალითად ჰოლივუდში - მათმა გაყრამ სრულ შოკში ჩააგდო მთელი მსოფლიო. მურ-უილისი იყვნენ ნამდვილები, მხიარულები, ცოცხალი წყვილი, და მიუხედავად ურთიერთობის დასაწყისში არსებული ვნებიანი ჩხუბებისა, დაშორებების პერიოდში ისინი საოცარ ჰარმონიას აღწევდნენ - საბოლოო გაყრის შემდეგაც კი მოახერხეს შეენარჩუნებინათ მღელვარე ურთიერთობა.




ქორწინებაში მათ დაებადათ 3 ქალიშვილი - რუმერი, სკაუტი და ტალულა. ოჯახში სუფევდა თანასწორობა, ვარსკვლავებიც კი ერთი დაიმავე სიდიდეზე იმყოფებოდნენ. ბრიუსი გახდა სუპერ ვარსკვლავი Die Hard-ის შემდეგ, ხოლო დემი გადაიქცა ჰოლივუდის სენსაციად ფილმ Ghost-ის შემდეგ. ამბობენ, რომ დაშორება მოხდა საპასუხო ღალატისა და ეჭვიანობის ნიადაგზე. ყველას ახსოვს რა მოხდა შემდეგ - ბრიუსი კვლავ დაქორწინდა და გახდა კიდევ ერთი ქალიშვილის მამა, დემი ცოლად გაჰყვა ახალგაზრდა მსახიობს ეშტონ კატჩერს, რომელთან დაშორებაც ჯანმრთელობის და რეპუტაციის ხარჯზე დაუჯდა.



ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ



ბრედ პიტს სამივე ქალთან ყველაფერი სერიოზულად ჰქონდა. მისი სერიოზული რომანების სიაში პირველი გახდა გვინეტ პელტროუ, რომელსაც ის მთელი ცხოვრების სიყვარულს უწოდებდა. ეს ჯერ კიდევ ჯენიფერ ენისტონამდე იყო. მათ ერთად იმონაწილევეს ფილმში Seven. ბრედი ითვლებოდა პროვინციალად და ჩვეულებრივ ვარსკვლავად, გვინეტი კი უკვე პირველი ხარისხის ვარსკვლავთა გალიაში იმყოფებოდა და მაღალი საზოგადოების რეპუტაციით სარგებლობდა.



კარგი გოგონასა და ცუდი ბიჭის რომანი სწრაფი იყო და სამ წელს გაგრძელდა. პიტი უკვე ემზადებოდა გაეკეთებინა მისთვის წინადადება, მაგრამ უეცრად და მოულოდნელად, გვინეტმა მას უღალატა. არ იყო ბედნიერება, მაგრამ უბედურებაც დაეხმარა - ძალიან მალე პიტს უგონოდ შეუყვარდა ჯენიფერ ენისტონი და მასზე დაქორწინდა.

advertising: [email protected]