ლალოს კოლექცია ჰერბარიუმის ესთეტიკით AW19/20
ლალოს შემოდგომა-ზამთარი 2020 წლის კოლექციის ინსპირაციას ბუნების ძღვენი წარმოადგენს. დიზაინი იმეორებს ენციკლოპედიის ჩანახატების და ჰერბარიუმის ესთეტიკას, რომელიც ნაქსოვებში აისახება საგანგებოდ შეგროვებული მცენარეების მსგავსად. ყვითელი, იასამნისფერი და ტყის მწვანე ფერები უბრალოდ და ძალდაუტანებლად, ჰარმონიულ ატმოსფეროში ერწყმის ერთმანეთს და გერმანული რომანტიზმის ლიტერატურულ ენაზე მეტყველებს. კოლექცია შექმნილია ქართული ხალხური რეწვის მდიდარი ტრადიციების დაცვით და თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე იქნება წარმოდგენილი.
ქართველი დიზაინერები სულ მალე წარადგენენ უახლეს კოლექციებს MBFW-ზე
მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეული 2-5 მაისის ჩათვლით გაიმართება. ქართველი დიზაინერების უახლესი კოლექციებიდან სამოსი კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკვე წარმოაჩინეს და მოირგეს ცნობილმა გოგონებმა და ინფლუენსერებმა. პრიანკა ჩოპრა, კენდალ ჯენერი და კორტნი კარდაშიანი უკვე მერამდენედ შეიმოსნენ ქართული ბრენდებით!

MB fashion week თბილისზე ვიხილავთ 2019-20 შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს: TATUNA, LTFR, GOLADAMIAN, VASKA, LIYA, SITUATIONIST, MATERIEL, INGOROKVA, DALOOD, GEORGE KEBURIA, JANASHIA, LADO BOKUCHAVA, LALO, ELOSHI, DJABA DIASSAMIDZE, ANOUKI, LAKO BUKIA, ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI, AKA NANITA, MACH & MACH, DATUNA... MBFW თბილისის გუნდს შეუერთდა MARIAM GVASALIA! ასევე საპრეზენტაციო კოლექციას წარმოადგენენ: LALO X ZARQUA, 0711 TBILISI, CROSTY...
Makeup by Irma: რჩევები ვიზაჟისტისგან
ვიზაჟისტ ირმა ჭიკაძეს ალბათ უკვე ყველა მანდილოსანი ცნობს თბილისში. ვიზაჟისტი ულამაზესად ანაწილებს ფერად ჩრდილებსა და გლიტერებს თვალის მაკიაჟში, ის უმეტესწილად საკუთარ თავზე შესრულებულ ფოტოებს გვიზიარებს სოციალურ ქსელში

Makeup by Irma-მ ცოტა ხნის წინ სელფ-მაკიაჟის 5 დღიანი კურსის წარმოება დაიწყო, მათთვის ვისაც არ ეხერხება მაკიაჟის გაკეთება საკუთარ თავზე, ან უბრალოდ სურთ იცოდნენ რა უხდებათ და გაიგონ მეტი კოსმეტიკის შესახებ. კურსს თავად ირმა უძღვება და რამდენიმე ტიპის მაკიაჟის სწრაფად და პროფესიონალურად გაკეთებას შეასწავლის.

"მგონია, რომ ძირითად შემთხვევაში, გოგოები ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ საკუთარ გარეგნობას და ბევრად ნაკლები ძალისხმევით, უფრო ბუნებრივად და სასიამოვნოდ გამოვიყურებით."

ედითორიალ.ჯიმ ირმას რამდენიმე აქტუალური შეკითხვით მიმართა და რჩევები მიიღო beauty-ტრენდებთან და მაკიაჟის შესრულების ტექნიკასთან დაკავშირებით.
Glossier, The Ordinary, Сolourpop, NARS, Fenty... უკვე თბილისშია
Inspiration.Tbilisi წარმოადგენს skincare და makeup lover-ების საყვარელ ბრენდებს: Glossier, The Ordinary, Сolourpop, NARS, Fenty beauty, Becca, Laneige, Vanity Planet... ონლაინ მაღაზიამ უკვე მოიგო მომხმარებლების გულები სასაჩუქრე ყუთებით და მრავალფეროვანი პალიტრით!

ჩვენი ყურადღება The Ordinary-ის თავის მოვლის საშუალებებმა და glossier-ის დეკორატიულმა კოსმეტიკამ მიიპყრო. ეს ორი ბრენდი აქამდე საქართველოში არ იყო ხელმისაწვდომი. მაღაზია დღითიდღე იზრდება და გვთავაზობს მრავალ სიახლეს.

@inspiration.tbilisi
ორიგინალი კოსმეტიკის ონლაინ-მაღაზია
პროდუქცია უკვე თბილისშია
VASKA ქალისა და მამაკაცის კოლექცია AW19-20
VASKA სულ მალე, თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ერთობლივ - შემოდგომა-ზამთარი 2019-20 წლის კოლექციას.

თბილისში დაარსებულ ბრენდს მიღმა ვასკა ტაბატაძე დგას, მისი სადებიუტო კოლექციის ჩვენება სწორედ MBFW-ზე შედგა. 2017 წელს კი პირველად წარმოადგინა მამაკაცის ხაზი. თბილისის სამხატვრო აკადემიის, არქიტექტურის კურსდამთავრებული-დიზაინერი ამბობს, რომ ტექნიკური განათლება ეხმარება განსაზღვროს პრინტი და პატერნი, ის კონსტრუქციულად უდგება შემოქმედებით პროცესს, რომელიც ჩანახატს წინ უსწრებს.
Materiel AW19 Lookbook
საქართველოში დაარსებული RTW ბრენდის Materiel-ის შემოდგომა-ზამთარი 2019 წლის კოლექციის ლუქბუქი, რომელიც წარდგენილი იქნება თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე. Materiel ერთერთ იმ ბრენდთაგანია, რომელიც საქართველოს საზღვრებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ახალი კოლექციის წარდგენას მოდის მიმდევრები და ბაიერები განსაკუთრებით ელიან.

შეგახსენებთ სულ ცოტა ხნის წინ Materiel-ი მოირგეს იორდანიის დედოფალმა რანიამ, კორტნი კარდაშიანმა, დაკოტა ჯონსონმა, ბლოგერებმა: დანა ჰურანი, ლეონი ჰანნე, ჯეიმი ჩანგი... ბრენდი ასევე წარმატებით სარგებლობს აშშ-სა და აზიაში.
Muzaradi - თავსაბურავები მებრძოლის სტილში, ქართველი დიზაინერისგან
MUZARADI - 2017 წელს საქართველოში, ქეთევან ხერხეულიძის მიერ დაარსებული ბრენდია, რომელიც აწარმოებს მუზარადის სტილის თავსაბურავებს. ქეთევანის შემოქმედება შთაგონებას საკუთარი ბავშვობიდან და უფრო შორეული ისტორიიდან: შუა საუკუნის მებძროლების აღკაზმულობიდან იღებს, ბრენდის სახელიც - მუზარადი სწორედ მებრძოლის თავსაბურავს აღნიშნავს. ლოგოს კი დიზაინერის საგვარეულო გერბი წარმოადგენს, რომელზეც გამოსახულია: ნახევარმთვარე, ყვავილი და გემი.

მუზარადის ქუდები, პანამები და საწვიმარი ლაბადები შექმნილია სხვადასხვა მატერიებით: ნაქსოვი, ვილვეტი, ხავერდი, აბრეშუმი, ხელოვნური ტყავი. ბრენდი მაღალი მოდის წრეს განეკუთვნება, ის უკვე წარმატებით იყიდება თბილისში, მოსკოვსა და პარიზში.
NEKI Accessories სამკაულები ბათუმიდან
NEKI Accessories : საქართველოში, ბათუმიდან აწარმოებს ულამაზეს სამკაულებსა და აქსესუარებს. დიზაინერმა 2015 წლიდან დაიწყო ბისერებისგან სამკაულების აწყობა, მაშინ მისი ქალიშვილი 2 წლის იყო, საყვარელი ხელსაქმე კი დეკრეტში მყოფი ეკონომისტისთვის მალე მთავარ საქმიანობად იქცა. ნატალია იყენებს ხარისხიან ბისერებსა და ნახევრად-ძვირფას თვლებს, დიზაინერის მიზანია სამკაულების მშვენებით რაც შეიძლება დიდხანს დატკბენენ ქალბატონები და ბიჟუტერია ესთეტიურად ძვირფას სამკაულად აქციოს.
TM group laboratory - ჯინსის საწარმო საქართველოში
საქართველოში კომპანიამ "TM group laboratory" 2018 წლიდან დაიწყო ჯინსის წარმოება და უნიკალურია, როგორც კონცეფციით ასევე ტექნოლოგიით. კომპანიამ ითანამშრომლა ქართველ დიზაინერებთან (მათ შორის თამუნა ინგოროყვა და დალოოდი) ჯინსის მასიური წარმოების კუთხით.

ლაბორატორიაში არსებული ჯინსის მოდელები,ნებისმიერი ტონალობის ფერის დენიმი, დეკორირება და ხელმისაწვდომი ფასი, საშუალებას აძლევს ადამიანს ფანტაზია ხელშესახები გახადოს და ინდივიდუალურად შექმნას სასურველი მოდელი.
MACHABELI მომავლის სილუეტები ვინტაჟის ელემენტებით, SS19 კოლექცია
მაჩაბელი ჯგუფი არის მაგალითი იმისა თუ როგორ იქმნება იდეა და ამ იდეის შესატყვისი რეალობა. დიზაინერ, მარიამ მაჩაბლის ნამუშევარი კარდინალურად ახალი ხედვაა ქართული მოდის განვითარების დღევანდელ ეტაპზე. მომავლის სილუეტები ვინტაჟის ელემენტების შერწყმით ელეგანტურ სამოსში განხორციელებულია დახვეწილი თარგით, იშვიათი და ექსკლუზიური ქსოვილებით. ქალის ტრადიციულ სინატიფეს თანამედროვეობის ხატად აქცევს. წარმოგიდგენთ ქართული ბრენდის 2019 წლის ზაფხულის კოლექციის ედითორიალს.
NINO SEPO jewelry: all women in me
ნინო სეფიაშვილის ფიგურული სახეებით დამშვენებული მოოქროვილი სამკაულების კოლექციის ინსპირაციას წარმოადგენს ამონარიდი ნაირა ვადიჰის ლექსიდან: all women in me are tired. პოეტესა ეხმიანება თავისუფლების, ფემინიზმის და პირადი იდენტობის ძიების თემას, ნინო კი მოდის ენაზე თარგმნის პოეზიასა და სიყვარულს.

თავიდან არც კი წარმოედგინა, რომ მისი კოლექცია სრულად სამკაულებს მოიცავდა. პირველად ქაღალდისგან შექმნა სიმბოლური “promise ring”, რომელმაც დასაბამი დაუდო სხვა ქმნილებებს, მალე ნინოსთვის სამკაულების დიზაინი ყველაზე მეტყველი ენა გახდა, რომლითაც დაიწყო მისი კოლექციების თხრობა.
TATUNA ss19 editorial by Beqa Chokoshvili
ტატუნა ნიკოლაიშვილის SS19 კოლექციის ედითორიალ-გადაღება
ფოტოგრაფი: ბექა ჩოქოშვილი

მოდელი: ანი გავვა
ვიზაჟი: ლუჩია დევიჯევა
Maia Javakhishvili: Fashion Jewelry
მაია ჯავახიშვილის სამკაულებმა კარგა ხანია მიიპყრო თბილისელ მოდის მიმდევართა ყურადღება, ასევე წარმატებით სარგებლობს უცხოეთში. მაიას ინსტაგრამს ულამაზესი ილუსტრირებული ესკიზები და ცხადყოფილი სამკაულები ამშვენებს.

"დიდ სიამოვნებას მანიჭებს მუშაობის პროცესი, დასრულებისას შეფასების მხოლოდ ერთი კრიტერიუმი მაქვს - ვიხმარ თუ არა მე თავად ან ჩემი ქალიშვილი შექმნილ ნივთს? მომწონს მისი გემოვნება და ხშირად ვეკითხები აზრს, რადგანაც ვთვლი რომ ახალგაზრდებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის."
Dots გაზაფხული 2019 წლის კოლექცია
წარმატებული ქართული ბრენდი Dots წარმოგვიდგენს 2019 წლის გაზაფხულის კოლექციის ლუქბუქს, რომელიც უხვად არის დაკომპლექტებული დენიმის კაბებით, კოსტუმებით, კოტონის ბლუზებით და აქსესუარებით, მათ შორის მზის სათვალეებით. თითოეული ნივთი წარმოებულია საქართველოში და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა.
„დროის კაფსულა“: სამკაულად ქცეული ბავშვის ნახატები
ახალი სტარტაპი: „დროის კაფსულა“ ექსკლუზიურ სამკაულებს ამზადებს, რომლის ინსპირაციას ჩვენი პატარების ნახატები წარმოადგენს!

იდეა, გაეცოცხლებინათ ყველაზე ძვირფასი - შვილების შემოქმედება ორ მეგობარს – ნინო ბუჟგულაშვილსა და ნინო გიგინეიშვილს ეკუთვნით. „დროის კაფსულა“ პატარა მხატვრების პირველ შედევრებს თქვენს საყვარელ სამკაულად აქცევს. იყენებენ უმაღლესი ხარისხის (925) ვერცხლის სინჯს, რომელიც შემდგომ ნახატის მიხედვით, ამერიკული მშრალი მინანქრის მასალით ფერადდება.