გვანცა დარასელიას დღიური

Published: 03/02/2016 Views: 10 649

დღიური Breadbar-ში დაბრუნდა!


პროექტის ახალი სეზონის სტუმარი ტელეწამყვანი გვანცა დარასელიაა. ყოფილი მოდელი და საზოგადოებისთვის ცნობილი ჟურნალისტი დღიურის ყველაზე მხიარული სტუმარია! საინტერესო დღიურის წაკითხვის პროცესში, მკითხველს გვანცას მხიარული ფოტოსესიაც კარგ განწყობაზე დააყენებს. საინტერესო ხელწერითა და გულწრფელი პასუხებით გვანცა დარასელიას დღიური ნამდვილად გამორჩეულია.



ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია
საკონდიტრო Bread Bar
Our Bakery Makes People Happy 🎂
თბილისი, ყიფშიძის ქ.2 / Tel: 577430000



პროექტის მასპინძლის Breadbar-ის "გემრიელ" გარემოში ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო დღიური შედგა. გულწრფელი, ბუნებრივი და მხიარული დღიური ჩვენი ერთგული მკითხველისთვის!


- რომ არა დღევანდელი საქმიანობა, ვიქნებოდი...
- მომღერალი ან სტილისტი.
- ჩემი ცხოვრება 10 წლის შემდეგ წარმომიდგენია...
- მინიმუმ კიდევ ერთი შვილით და პერსპექტიული ბიზნეს-პროექტით.
- ჩემთვის სილამაზის დეფინიციაა...
- სილაღე, ბუნებრივობა, სისადავე.

- მოდელი გვანცა დარასელია იყო...
- პატარა და გაურკვევლობაში მყოფი.
- ტელეწამყვანი გვანცა დარასელია არის...
- თავდაჯერებული და განვითარებაზე ორიენტირებული.
- მომღერლის ამპლუაში თავს ვგრძნობ...
- ყველაზე მეტად ვნერვიულობ როცა დიდი აუდიტორიის წინაშე ვმღერი.

- ადამიანის ბედნიერების მთავარი ელემენტია...
- ჯანმრთელი შვილი და შესაძლებლობა პირადს და კარიერას წარმატებულად ათავსებდეს.
- ჩემი მთავარი მოტივაცია და შთაგონების წყაროა...
- ჩემი მთავარი მოტივაციაა გავაკეთო ყველაფერი, მეუღლესთან და შვილთან ერთად ვიყო ბედნიერი.
- გრძნობა - თავისუფლება;
- ამინდი - მზე პირს იბანს;
- სიტყვა - ჩახუტება.

- ქალბატონებს ვურჩევდი...
- არ შეეგუონ ჩაგვრას და ძალადობას.
- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც სულ მახსოვს...
- მოიქეცი ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ.
- სუპერ ძალა რომ მქონდეს ასარჩევად...
- განკურნების ძალას ავირჩევდი.

- გვანცა დარასელიას ბიოგრაფიული წიგნის ბოლო ფრაზა იქნებოდა...
- ჯერ ფინალი შორსაა.
- გვანცა დარასელიას დღიურის ბოლო ფრაზა იქნება...
- წერეთ დღიურები! და წლების შემდეგ ახლიდან გაიცანით საკუთარი თავი.

ჟურნალისტი- ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი- ელენე გოგელია

მასპინძელი - საკონდიტრო Bread Bar
Our Bakery Makes People Happy 🎂
თბილისი, ყიფშიძის ქ.2 / Tel: 577430000
instagram: @BreadBaGeorgia
facebook: www.facebook.com/Breadbar2
advertising: [email protected]