ეკა ჩხეიძის დღიური

Published: 02/09/2016 Views: 13 725

დღიური გრძელდება!
ამჯერად "დღიურის" ერთგულ მკითხველებს ეკა ჩხეიძის საინტერესო დღიური მოვუმზადეთ. გამორჩეული მსახიობი და მუდმივად საუკეთესო ფორმაში მყოფი ქალბატონი სამაგალითოა ქალბატონებისთვის. მას არაერთი როლიდან იცნობს მაყურებელი. მისთვის ყველა როლი გამორჩეულია, ამიტომ კონკრეტულად სატელევიზიო თუ სასცენო როლზე არ უსაუბრია. ჟურნალისტის მიერ დაწერილი ფრაზები ორიგინალურად დაასრულა და მკითხველებს ბევრი რჩევა მისცა. ქალბატონი ეკა Jungle Fever Beauty Studio-ს მასპინძლობით კმაყოფილი დარჩა, საინტერესო "დღიურიც" დაგვიტოვა, ფოტოსესიაშიც დაუღალავად უნდოდა წარმოეჩინა მისი თმის ფერი, რომელიც "დღიურის" შევსებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიცვალა, სილამაზის სტუდიაც სასურველი თმის ფერით დატოვა. გამორჩეული ქალბატონის "დღიური" ცხოვრებისეულ დეტალებზე მოგითხრობთ და ბევრ რჩევასაც მოგცემთ, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ.
დღიურის ერთგულო მკითხველებო, წინ საინტერესო ხელნაწერი "დღიური" გელით!


ჟურნალისტი - ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი - ელენე გოგელია
სპონსორი - Jungle Fever Beauty Studio

- დღეს Jungle Fever Beauty Studio-ში თავს ვგრძნობ...
- კომფორტულად.
- სილამაზის სტუდიაში ყურადღებას ვაქცევ...
- მომსახურებას.

- რომ არა მსახიობი ვიქნებოდი...
- ექიმი.
- ჩემი სასცენო პერსონაჟების მიზანია...
- გავხადო მაყურებელი ამ პერსონაჟის გულშემატკივარი.

- ჩემი ცხოვრება 5 წლის შემდეგ წარმომიდგენია...
- ნაკლები ენთუზიაზმით.
- წარმატებული ქალის ფორმულაა...
- გიყვარდეს, რასაც აკეთებ.

- ქალბატონებს ვურჩევდი...
- პირველ რიგში პატივი სცენ საკუთარ თავებს.
- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც სულ მახსოვს...
- მიყვარხარ.
- სუპერ ძალა რომ მქონდეს ასარჩევად...
- განუკურნებელ სენს მოვსპობდი მსოფლიოში.

- ყველაზე უცნარი კითხვა, რომელიც დაუსვამთ არის...
- "შენი ქმარი შენ თუ აღარ გინდა, შეგიძლია გამაცნო?"
- ეკა ჩხეიძის ბიოგრაფიული წიგნის ბოლო ფრაზა იქნებოდა...
- ბედნიერი და საინტერესო ცხოვრებით ვიცხოვრე.
- ეკა ჩხეიძის "დღიურის" ბოლო ფრაზა იქნება...
- ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება.

ჟურნალისტი - ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი - ელენე გოგელია
სპონსორი - Jungle Fever Beauty Studio
Facebook
☎ 0322 30 82 82
სამუშაო საათები: 10:00 საათიდან / 20:00 საათამდე.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა 14 ბ