ვინ არის ბერას შეყვარებული?

Published: 26/03/2018 Views: 1 937


გავრცელებული ინფორმაციით, ბერა და მისი შეყვარებული ნანუკა გუდავაძე დაინიშნენ. ინფორმაცია წყვილის სამომავლო გეგმების შესახებ ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა გამოწვეულმა ჭორმა ნანუკასადმი ჩვენი ყურადღება მიიპყრო. ქართველი გოგონა ადრეული ასაკიდან ექცეოდა ფოტოგრაფების და დიზაინერების ყურადღების ქვეშ, 14 წლის ასაკში ბიჭოლამ მას მისი მუზა უწოდა, რამდენიმე წლის წინ კი ESHVI-ს კამპანიაში და MORE IS LOVE-ს კატალოგისთვის გადაიღეს. თუმცა ნანუკა სამოდელო კარიერას არ გაუტაცია.



მისი და ბერას რომანი არ ხმაურდებოდა, თუმცა არც იმალებოდა, შეყვარებულმა იუბილარმა 9 იანვარს ბერასგან წითელი ვარდების თაიგული მიიღო საოჯახო წვეულებაზე. ბერა ხშირად უკომენტარებდა გოგონას ინსტაგრამზე, სადაც ნანუკას საკმაოდ ბევრი ფოლოუერი ყავს მისი ვიზუალიდან და ჩაცმის სტილიდან გამომდინარე.




წყვილის საერთო ფოტოები ინტერნეტში არ გავრცელებულა, ისინი რამდენიმე თვეა რაც ერთად არიან. გთავაზობთ ნანუკას ფოტოებს მისი ინტაგრამ პროფაილიდან @nanukagudavadze