ქართველი სტილისტი იტალიური გამოცემებისთვის

Published: 15/05/2018 Views: 1 279


ქართველი სტილისტი იტალიური გამოცემებისთვის

მარიამ ნასყიდაშვილის სთაილინგით წარმართული ფოტოსესია იტალიური Vogue-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მარიამის ნამუშევრებმა ბოლო დროს არაერთი ჟურნალის ყურადღება მიიქცია, 22 წლის სტილისტი დღესდღეობით იტალიაში მოღვაწეობს და კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ საქართველოში დაბრუნების გეგმებს აწყობს. მარიამი მილანის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის Haute Future Fashion Academy-ის Fashion styling–ის ფაკულტეტის სტუდენტია, პარალელურად კი, ინტენსიურ კურსებს Nouva accademia di belle art-ში გადის. ამბობს, რომ ეს პირველი წარმატებული ნაბიჯი მისთვისაც მოულოდნელი და მეტად სასიხარულო იყო.






მარიამ, გვიამბე შენს შესახებ

დავიბადე თბილისში, სკოლაც აქ დავამთავრე, დედა იტალიაში ცხოვრობდა და ხშირად მიწევდა მასთან ჩამოსვლა, რამაც განაპირობა ჩემი სასწავლებლად ამ ქვეყანაში ჩამოსვლა. ამხელა წარმატებას, რომ „ვოგში” მოხვდებოდა ჩემი ფოტო, ნამდვილად ვერ ველოდებოდი ასეთ მოკლე დროში. დაახლოებით, სამი წელია, აქ ვცხოვრობ. თავიდან ენის კურსზე ვსწავლობდი „დანტე ალიგიერში.” შემდეგ ჩავაბარე მილანის სახელმწიფო უნივერსტეტში სოციოლოგიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე. ერთი წლის შემდეგ, მივხვდი, რომ ეს ჩემი პროფესია და სფერო არ იყო და სწავლა Haute Future Fashion Academy-ში Fashion Styling-ზე დავიწყე, იმიჯმეიკერის განხრით. პარალელურად, NABA Nuova Accademia Di Belle Art-ში გავდივარ კურსებს. ჩემი, როგორც იმიჯმეიკერის მასწავლებელი უნივერსიტეტში, ვერონიკა მაზიოტაა, Vogue Art-ის კრეატიული დირექტორი. ზოგადად, რაც გავიზარდე, მოდის სამყაროს, თვალყურს ვადევნებ. თუმცა, გადაწყვეტილი არ მქონდა ამ განხრით სწავლა, მით უმეტეს, იმაზე არც მიფიქრია, რომ ჩემი ფოტო, ერთ დღეს „ვოგის“ გვერდზე მოხვდებოდა.

რას წარმოადგენს სტილის დანიშნულებას?

Stylist არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა მოდაში, ის საჭიროა ყველა ბრენდისთვის, რათა საინტერესო გახადოს პროდუქტი.
მას უნდა ჰქონდეს განსხვავებული ხედვა და კრეატიულობა, შეძლოს ისტორიის გადმოცემა და ამავდროულად გამოირჩეოდეს ინდივიდუალიზმით.





როგორც ვიცი დღეს დღეობით უკვე შენი ნამუშევარი არაერთმა უცხოურმა ჟურნალმა გამოაქვეყნა მოგვიყევი ამის შესახებ

ნამდვილად ასეა, უკვე არაერთ ჟურნალში მაქვს ნამუშევარი როგორებიცაა: „vogue italia” , “Imirage magazine” , Kaygood Magazine”, “Italian Reve”, Ok Magazine Georgia…
ვუკავშირდები სხვადასხვა ჟურნალებს, ვუგზავნი ჩემს ნამუშევრებს და დაინტერესების შემთხვევაში აქვეყნებენ. ძირითადად პრობლემა ამ კუთხით აქამდე არ შემქმნია ვინაიდან თუ მოწონთ შენი ნამუშევარი პირიქით თვითრეალიზებაში ცდილობენ დაგეხმარნონ.

სწავლის დამთავრების შემდეგ თუ აპირებ საქართველოში დაბრუნებას და როგორ ფიქრობ, აქ რამდენად პერსპექტიულია შენი პროფესია?

საქართველოში მოდის სფერო ბოლო წლებში საკმაოდ განვითარდა და უკვე დიდი პოპულარობითა და მოწონებით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით. ვიმედოვნებ, სანამ სწავლას დავამთავრებ, ჩემი პროფესიაც პოპულარული გახდება ჩვენს ქვეყანაში და დავბრუნდები. მე სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე არასდროს მიფიქრია, ყოველთვის ვამბობ, რომ მინდა ჩემს ქვეყანაში შევქმნა რაღაც და პატარა წვლილი მაინც შევიტანო ამ სფეროში. მაქსიმალურად ბევრს ვაკეთებ იმისთვის, რომ მაქსიმალური ცოდნა მივიღო და ისე დავბრუნდე, ამაზე ბევრს ვმუშაობ.



photoshoot by Sara Motta
Model: Ludovica Rosa
MUA: Tamta Dgvareli
Styling: Masho Naskidasvhili




La doppia integrita
by Daria Miva
Models: Ksenya Talanova, Sophia Maleshkina
MUA: Anya Melnikova
Styling: Masho Naskidasvhili






by Arianna Genghini
Model: Bianca Bibu
MUA: Tamta Dgvareli
Styling: Masho Naskidasvhili




by Anastasia Lisitsyna
Model: Anastasia Ammirati
MUA: Marina Oddsson
Styling: Masho Naskidasvhili