საპოვნელა: ბუნებრივი მოვლის საშუალებები

Published: 20/12/2018 Views: 101
საპოვნელა: ბუნებრივი მოვლის საშუალებები

„საპოვნელა“ ბუნებრივი მოვლის საშუალებებს წარმოგვიდგენს,
ქართული ბრენდი ნატურალური, ჯადოსნური საახალწლო პროდუქტებითაა დახუნძლული.

100%-ით ნატურალური ინგრედიენტები შეკაზმულია სამკურნალო მცენარეებითა და თხის რძით, რომელიც საპოვნელასთვის ზღვის დონიდან 560 მეტრზე მდებარე, ეკოლოგიურად სუფთა სოფელ გვესოდან მიიწოდება; საწარმო კი შუა ქართლში „ღვინის გზას“ მიუყვება.


„საპოვნელას“ TOP-პროდუქტები,
აქტუალური ზამთრის სუსხიანი ამინდებისა და ახალი წლისთვის.

სრულყოფილი კომბინაცია თქვენი ჯანმრთელი და ბზინვარე კანისთვის!






მკვებავი კრემი მბზინვარების ეფექტით ✨
სახისა და დეკოლტეს კანის სრულყოფილებისთვის. შეიცავს შიას, ქოქოსის და კაკაოს კარაქს, ნუშის, ასკილის, ზეითუნის ზეთს და ილანგ-ილანგის ეთერზეთს მინერალურ, მარგალიტისფერ მიკასთან ერთად.

🏷️ კრემი მარგალიტა - 35 ლარი
👁️ თვალის კრემი - 27 ლარი

100%-ით ნატურალური თვალის კრემი
ახდენს ნაოჭების და შეშუპების პრევენციას, ამკვრივებს კანს კოლაგენის სტიმულირებით.




  • www.sapovnela.com
  • facebook: @SapovnelaNatural
  • instagram: @sapovnela_natura


    საახალწლო მბზინვარება საპოვნელასგან!
    ბრჭყვიალა პუდრების საახალწლო პალიტრა სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით. ანტიალერგიული მინერალური პუდრები არ შეიცავს მავნე ქიმიურ დანამატებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თვალებსა და ტუჩებზე, ასევე ტანზე.

    🏷️ ბრჭყვიალა პუდრი - 7 ლარი
    ტანის ბრჭყვიალა ზეთი - 25 ლარი

    ტანის ზეთი კი მიკას მოელვარე კრისტალებთან ერთად ნუშის ზეთით, ყურძნის წიპწის და ილანგ-ილანგის ეთერზეთებით ზაფხულის ნამდვილი ბესტსელერი გახლდათ!

    საპოვნელას 100%-ით ნატურალური ბზინვარება სახისა და სხეულისთვის.✨





    დღის „კრემ ბროლი“ და ღამის კრემი სახისთვის თხის ბიო რძით
    🚫 ხელოვნური ქიმიური დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. ინახება მაცივარში. საუკეთესო რეზულტატისთვის გამოიყენებულ უნდა იქნას ერთი თვის განმავლობაში!

    დღისა და ღამის კრემისთვის კლეოპატრას სილამაზის საიდუმლო ინგრედიენტი - თხის რძე შეაზავეს კაკაოს კარაქ, ზეითუნის და ნუშის ზეთ, თაფლის ცვილ და ილანგ-ილანგის ეთერზეთებთან.

    🌕 დღის კრემი
    🏷️ ფასი - 25 ლარი

    🌑 ღამის კრემი
    🏷️ ფასი - 25 ლარი




    100%-ით ნატურალური ანტიბაქტერიული დეოდორანტი
    არ შეიცავს ალუმინსა და პარაბინს!
    ოფლიანობასთან და უსიამოვნო სუნთან ბრძოლის ჯანსაღი საშუალება.
    დეოდორანტი ქოქოსის კარაქის, კაოლინის კოსმეტიკური თიხის, ჩაის ხის ეთერზეთისა და თაფლის ცვილის ერთობლიობას წარმოადგენს.
    🏷️ ფასი - 10 ლარი




    ხელნაკეთი საპნები საპოვნელასგან
    ახალგაზრდობის და დეტოქს საპნები

    გაალამაზეთ თქვენი აბაზანა ხელით დამზადებული წიფლის ხის სასაპნით და იზრუნეთ თქვენს კანზე ნატურალური საპნების დახმარებით. ქოქოსის კარაქის, თხის რძის, კოსმეტიკური მწვანე თიხის, ლავანდის ეთერზეთი და პიტნა - თქვენი კანის სრული დეტოქსისთვის:

    ✔️ აქრობს ანთებით პროცესს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს
    ✔️ ასუფთავებს კანს ზედმეტი ცხიმისგან და შავი ლაქებისგან
    ✔️ ატენიანებს და აღადგენს კანის სტრუქტურას

    🐐 "გვესოს ფერმის" ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ბედნიერად გაზრდილი თხის რძე არის ის ძირითადი და ყველაზე ჯადოსნური კომპონენტი, რომლითაც საპოვნელას ნატურალური და მრავალფუნქციური საპნები მზადდება. თხის რძე სავსეა სასარგებლო მინერალებით, ხდის ხავერდოვანს კანს და ათავისუფლებს ნაოჭებისგან.

    ☀️ წიფლის ხის სასაპნე - 12 ლარი
    🏷️ საპნების ფასი - 15 ლარი






    ნატურალური თმის ზეთი
    არგანის, ბირკავას, ზეითუნის ზეთებისა და ლავანდის ეთერზეთის ჰარმონიული სინთეზი ატენიანებს და კვებავს თმას, მატებს ბზინვარებას, იცავს ბოლოებს გაყოფისგან და აღადგენს თმის სტრუქტურას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას.
    🏷️ ფასი - 22 ლარი.


    ჰიგიენური ტუჩსაცხი
    საპოვნელას 100%-ით ნატურალური ჰიგიენური ტუჩსაცხი ზამთრის სუსხიანი დღეებისთვის. ქოქოსის ზეთის, შიის კარაქი, ფუტკრის ცვილისა და მინერალური მიკას შემადგენლობით.
    👄 ფასი - 5 ლარი





    სახისა და ტანის შავი სკრაბი
    ზღვის მარილის სკრაბი ნახშირითა და თიხით საპოვნელას სიახლეს წარმოადგენს, შექმნილია სახისა და ტანის სიღრმისეული წმენდისთვის.

    🍊 ჰიდრო-აქტიური ზღვის მინერალების, გააქტიურებული ნახშირის, ბენტონიტისა და წითელი კოსმეტიკური თიხების, ზეითუნის ზეთისა და ლავანდის ეთერზეთის ნაზავი არა მხოლოდ გაათავისუფლებს თქვენს კანს მკვდარი უჯრედებისგან და ბაქტერიებისგან, არამედ ახალ ენერგიას შემატებს თქვენს მოდუნებულ კუნთებს. ტანის სკრაბი არბილებს და ჭიმავს კანს, ცელულიტი კი კანქვეშ გაიწოვება.
    🏷️ ფასი - 20 ლარი




    „საპოვნელა“ ხშირადაა წარმოდგენილი ქუჩის მარკეტებსა და გამოფენებზე, ასევე მოქმედებს ონლაინ-შესყიდვები და მცირე დახლი აქვთ სილამაზის სახლ “დალალებში”, ჟიული შარტავას #18.



    “გააგრძელე საპოვნელას ისტორია,
    იპოვე ის რასაც ეძებ და იყავი ბუნებასთან ისე ახლოს როგორც არასდროს...”



  • www.sapovnela.com
  • facebook: @SapovnelaNatural
  • instagram: @sapovnela_natura