„დროის კაფსულა“: სამკაულად ქცეული ბავშვის ნახატები

Published: 18/03/2019 Views: 558



ახალი სტარტაპი: „დროის კაფსულა“ ექსკლუზიურ სამკაულებს ამზადებს, რომლის ინსპირაციას ჩვენი პატარების ნახატები წარმოადგენს!


იდეა, გაეცოცხლებინათ ყველაზე ძვირფასი - შვილების შემოქმედება ორ მეგობარს – ნინო ბუჟგულაშვილსა და ნინო გიგინეიშვილს ეკუთვნით. „დროის კაფსულა“ პატარა მხატვრების პირველ შედევრებს თქვენს საყვარელ სამკაულად აქცევს.

იყენებენ უმაღლესი ხარისხის (925) ვერცხლის სინჯს, რომელიც შემდგომ ნახატის მიხედვით, ამერიკული მშრალი მინანქრის მასალით ფერადდება. შეკვეთიდან 7 დღე სჭირდება კულონის, ბროშის ან საყურის დამზადებას და ეს სამახსოვრო სამკაული უნიკალურია - მხოლოდ 1 ეგზემპლარად, თქვენი პატარის ავტორობით.





Time capsule
შექმენი შენი დროის კაფსულა
capsule.ge