
cover art from modaoperandi.com
llustrations by @editorial.ge
llustrations by @editorial.ge
დასრულდა მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეული, რომელსაც ორგანიზებას სოფო ჭყონია უწევდა. ქართველმა დიზაინერებმა მრავალფეროვანი კოლექციები შემოგვთავაზეს და დადებითად გაშუქდა მსოფლიო პრესაში, მოდის კვირეულის ორგანიზების საკითხი მაღალ საფეხურზე იდგა. თბილისის პოდიუმს დაუბრუნდნენ ავთანდილი და ბიჭოლა!
წარმოდგენილი კოლექციების წარმატებაზე პოდიუმს მიღმა ნანახი ლუქები მეტყველებს. მოდურმა ქალბატონებმა და უცხოერმა ბლოგერებმა უმალ მოირგეს სამოსი და აქსესუარები ქართველი დიზაინერების უახლესი კოლექციებიდან. მაგალითად ნინა ზარქუას გიორგი ქებურიას ჩვენების მეორე დღესვე ემოსა ვარდისფერი კოსტუმი, რომელსაც გვანცა ჯანაშიას ყელსაბამი-ჯაჭვი შეუახამა.

კვირეულის შეჯამება კი მოდის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს მივანდეთ, EDITORIAL.ge-მ მათ სთხოვა გაენდოთ შთაბეჭდილებები და დაესახელებინათ ფავორიტი კოლექციები:
მოდის PR და გაყიდვების სააგენტო NOIZY
"სამწუხაროდ ბევრ ჩვენებას ვერ დავესწარი, რადგან მე თვითონაც ვმუშაობდი კულისებში და შესაბამისად იქ ვნახულობდი კოლექციებს. ჩემი აზრი საკმაოდ სუბიექტური იქნება ამ შემთხვევაში, რადგან ვმუშაობ რამოდენიმე ბრენდთან და ამიტომ ცოტა უსამართლოც შეიძლება ვიყო:)) თვითონ მოდის კვირეულს რაც შეეხება წელს ბევრად ორგანიზებული იყო ყველაფერი ვიდრე აქამდე ყოფილა, ზოგადად სეზონიდან სეზონამდე უკეთესობისკენ იცვლება ყველაფერი,

"ვადევნებდი თვალს მოდის კვირეულს, და გარდა ამისა ჩართული ვიყავი როგორც მატერიელის დიზაინერი. თუმცა მატერიელის რანვეი ჩემი არ ყოფილა, მთლიანობაში საკმაოდ ძლიერი სეზონი გამოვიდა. მომეწონა დიზაინერების მიდგომა მდგრად მოდასთან დაკავშირებით. საერთოდ მომწონს, რომ ქართველი დიზაინერები მსოფლიო გამოწვევებს მარტივად უღებენ ალღოს და ცდილობენ კონტექსტის გათვალისწინებას ინდუსტრიასთან მიმართებაში. კონკრეტულად ვინმეს გამოყოფისგან თავს შევიკავებ."
ბრენდ კონსულტანტი
"აკა ფროდიაშვილის შოუ პირველ დღეს იყო ძალიან ლამაზი: ლოკაცია ძალიან მოუხდა, პერსონაჟები... აკას ჩვენებები მოდის კვირეულს ძალიან საინტერესოს ხდის. ალექსანდრე ახალკაციშვილის კოლექცია იყო შეკრული და ძალიან ქალური, მომწონს რომ თავისი ჩამოყალიბებული სტილი აქვს, რომელსაც არ სცდება. ინგოროყვას კოლექციიდან ჩავიცმევდი ძალიან ბევრ რამეს და ამ სეზონზე ნამდვილად ჰაილაითი იყო და როგორც ყოველთვის ხარისხიანი. და რა თქმა უნდა დალოოდი, თავისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კოლექციით!"


"10-მდე ჩვენებას დავესწარი საიდანაც რამდენიმეს გამოვყოფდი: ალექსანდრე ახალკაციშილს, გვანცა სალაყაიას და გიორგი ქებურიას. გამოვარჩევდი ტანსაცმლის შესრულების ხარისხს, დეტალების მიმართ სკურპულოზურ დამოკიდებულებას და მათ ძალიან სუფთა შესრულებას. ასევე აღსანიშნავია ანუკის ჩვენება, სადაც ლოკაცია, პოდიუმი, ფერები და ყანჩელის მუსიკა, ყველაფერი იყო იდეალურად შერწყმული და კარგი სანახავი. ცოტაა ეგეთი ჩვენებები. იმედია მომავალში მეტი დიზაინერი შეძლებს გამართული და საინტერესო შოუს გაკეთებას."
"ბიჭოლას შეკრული, ლამაზი კოლექცია ქონდა. ძირითადად ჩემს ლუქებს დავაკვირდი და ფავორიტი იყო" - ამბობს მოდელი, რომელმაც თავად რამდენიმე ლუქი წარადგინა პოდიუმზე -

თემატური ნიუსი: MBFW ავთანდილი, ბიჭოლა, დათუნა და ბესარიონი!
მოდის ბლოგერი, სტილისტი
"ვისაუბრებ დიზაინერებზე და აღვნიშნავ, რომ მართლაც საინტერესო კოლექციები წარმოადგინეს. უბრალოდ ნაკლებად ვიხილეთ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები და მეტად იყო წარმოდგენილი თბილი სამოსი. დიზაინერებმა უკვე კარგად გაითავისეს საერთაშორისო სტანდარტები და ამის მიხედვით დაიწყეს შოუების კეთება. ჩემთვის ყველაზე საინტერესო და გამართული კოლექცია წარმოადგინეს ნინო ბაბუხადიამ, ლაკო ბუკიამ და ირაკლი რუსაძემ. საინტერესო და გამართული კონსტრუქციები, ფერთა გამა და სილუეტები მართლაც იყო ახალი, ინოვაციური და დასამახსოვრებელი. ბაბუხადიას კოლექციაში იკითხებოდა კარგად ნაფიქრი და შესრულებული ნაქარგები, რომელიც ღია პასტელურ ლუქებს ახალისებდა. ასევე ლაკო ბუკიამ მართლაც წარმოადგინა გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია თავისი ფერებით, ქსოვილების პრინტებით და სილუეტებით. ირაკლის კოლექციას უფრო მეტ შთამბეჭდაობას ჩვენების ლოკაცია მატებდა, რომელიც საინტერესოდ წყვეტდა კოლექციის იდეას.
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ქართველმა დიზაინერებმა უფრო მეტად დაიწყეს მამაკაცის სამოსის წარმოება და რამდენიმე ბრენდმა პოდიუმზეც წარმოადგინა მამაკაცის ლუქები, მაგალითად თამუნა ინგოროყვამ. ასევე კვირეული იღებს უფრო მეტად საერთაშორისო სახეს, რასაც მისი შოურუმი მოწმობს. შოურუმში წარმოდგენილი იყო როგორც ქართველი, ასევე უამრავი უცხოელი დიზაინერი."

ბლოგერი
"გამორჩეული წელი იყო. ძლიერი კოლექციები ვნახე, ბევრად გაზრდილები არიან დიზაინერები. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, მაისის კვირეულს ველოდები დიდი იმედებით. დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გაძლერებულ და დახვეწილ კოლექციებს შემოგვთავაზებენ."
მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეულის კოლექციების გასაცნობად თვალი ადევნეთ პუბლიკაციებს EDITORIAL.ge-ზე და მიყევით Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ის ფეისბუქ ფეიჯს;
