ლიკა რიგვავა: ახალი სახე ქართულ სამოდელო სფეროში

Published: 17/05/2016 Views: 6 488


თბილისში სხვადასხვა სეზონზე გამართული ორივე მოდის კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი და განხილვადი ფიგურა, იმიჯ ცენტრის კიდევ ერთი მოდელია: 18 წლის მოდელი ლიკა რიგვაა. ცოტა ხნის წინ ვოგმა ის ქართველების ტოპ 5-ეულშიც შეიყვანა და მას კლასიკური სილამაზის მქონე შავთმიანი გოგონა უწოდა. სტუმარი გამოცემები და მათი ჟურნალისტები ყოველთვის უსავემენ ხაზს მის არასტანდარტულ სილამაზეს, გამოკვეთილ ნაკვთებსა და დახვეწილ ქეთვოქს.


ლიკა რიგვავა: ახალი სახე ქართულ სამოდელო სფეროში
ANGEL: ლიკა როგორ აღმოჩნდი სამოდელო სფეროში ?

სამოდელო სფეროში Elite model look Georgia-ს კონკურსის საშუალებით აღმოვჩნდი,რამდენჯერმე ვიმყოფებოდი საზღვარგარეთ და მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება,თუმცა კარიერის საწყისად მივიჩნევ Mercedes-benz fashion week Tbilis-ის პირველ სეზონს,როდესაც გავბედე და პირველი ნაბიჯები გადავდგი როგორც runway მოდელმა, ლიკა რიგვავა: ახალი სახე ქართულ სამოდელო სფეროში მიუხედავად ჩემი სიმაღლისა.სწორედ ამ კვირეულზე მოხდა walk of shame-ის ჩვენებაზე ჯიჯი რეჯინის მიერ ჩემი აღმოჩენა.არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო ლადო ბოკუჩავა , Atelier kikala-ს კრეატიული დირექტორი და ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი რომელთან ერთადაც პირველი ნაბიჯები გადავდგი როგორც გადაღებაზე, ასევე პოდიუმზეც.


რა მიგაჩნია მოდელის გარეგნობაში ყველაზე მნიშვნელოვნად? რა შეგიძლია თქვა საკუთარ თავზე?

ზოგადად ვთვლი რომ გარეგნობას ხიბლს შინაგანი სამყარო აძლევს... მხოლოდ სილამაზე ჩემი აზრით დღეს არაფრის მომცემია,წარმავალია... მაქსიმალისტი ვარ,ყოველთვის ბევრს ვითხოვ საკუთარი თავისგან,იმაზე მეტს ვიდრე დღეს ვაკეთებ და არ მიყვარს გეგმებზე საუბარი,გეგმები არის ჩემთვის, შედეგები კი თქვენთვის,რომლებსაც აუცილებლად იხილავთ. ვარ რეალისტი, ამიტომაც ბევრს არ ვოცნებობ.



ცოტა ხნის დასრულდა მერსედეს ბენცის მოდის კვირეული, როგორია შენი შთაბეჭდილებები ამ კვირეულიდან?

თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის მესამე სეზონი დაიხურა. უდაო წინსვლაა ამ სფეროში , რომელიც დაეტყოთ თავად დიზაინერებსაც, ისინი მეტი სერიოზულობით ეკიდებიან ამ საკითხს. თითოეულ სეზონზე ვხედავ როგორ იზრდებიან და იცვლებიან, ეს კი ამ მოდის კვირეულის დამსახურებაა! სოფო ჭყონიამ მისცა საშუალება დიზაინერებს გაეტანათ თავიანთი კოლექციები საქართველოს ფარგლებს გარეთ,80 მდე საერთაშორისო სტუმარი იყო ჩამოსული საქართველოში და თითოეული მათგანი კმაყოფილი დაბრუნდა შინ. როგორც ვიცი რამდენიმე დიზაინერის კოლექცია მთლიანად გაიყიდა,ექსკლუზივიც კი ითხოვეს უცხოელმა ბაიერებმა! გასაკეთებელი კიდევ ბევრია ,მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ მესამე სეზონია,რომელმაც უკვე თქვა ნაწილობრივ თავისი სათქმელი!



ავტორი: თათია მსხვილიძე