კრისტი ყიფშიძის დღიური

Published: 21/10/2016 Views: 23 430

კრისტი ყიფშიძის დღიური

დღიურის ერთგულ მკითხველებს წინ კრისტი ყიფშიძის დღიური ელით!
განსხვავებული და გამორჩეული პროექტის სტუმარმა წარმატებული მოდელის კარიერის მიღმა სხვა ცხოვრებისეული დეტალებიც გაამხილა და ჟურნალისტის მიერ დაწერილი ფრაზები ორიგინალურად შეავსო. დღიურის სტუმარს ისევ Jungle Fever Beauty Studio-მ უმასპინძლა, სადაც ფოტოსესია კრისტის სასურველი თმის ვარცხნილობით შედგა, რომელზეც Jungle Fever Beauty Studio-ს გუნდმა გულმოდგინედ იზრუნა. რა არის კრისტი ყიფშიძის შთაგონების წყარო და მთავარი მოტივაცია, წარმატებული მოდელის საინტერესო დღიური ჩვენი ერთგული მკითხველისთვის!

ჟურნალისტი - ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი - ელენე გოგელია

სპონსორი - Jungle Fever Beauty Studio

- ბრენდის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანია...
- ხარისხი!
- სილამაზის სტუდიაში ყურადღებას ვაქცევ...
- სისუფთავეს, სერვისს, კარგ სტილისტს.

- გრძნობა, ამინდი, სიტყვა, რომელიც ვიქნებოდი...
- სიყვარული, მზიანი, დედა.
- რომ არა მოდელი, ვიქნებოდი...
- მოდელი.
- პოდიუმზე თავს ვგრძნობ...
- ყველაზე კარგად.

- პირველი წარმატებული ნაბიჯი...
- რომ დავიბადე :)
- რომ არა მოდა, არ იქნებოდა...
- სტილი.
- ჩემი მთავარი მოტივაცია და შთაგონების წყაროა...
- ნატალია.

- წარმატებული ქალის ფორმულაა...
- RESPECT YOURSELF.
- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც სულ მახსოვს...
- ყველაფერი კარგად იქნება.
- სუპერ ძალა რომ მქონდეს ასარჩევად...
- მთელ მსოფლიოს დავაწყნარებდი.

- მუსიკა, რომელიც არ მბეზრდება...
- მუსიკა.
- კრისტი ყიფშიძის ბიოგრაფიული წიგნის ბოლო ფრაზა იქნება...
- რომ დავწერ, მერე წაიკითხეთ.
- კრისტი ყიფშიძის დღიურის ბოლო ფრაზა იქნება...
- ბედნიერ დღეს გისურვებთ.


ჟურნალისტი - ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი - ელენე გოგელია

სპონსორი - Jungle Fever Beauty Studio
Facebook
☎ 0322 30 82 82
სამუშაო საათები: 10:00 საათიდან / 20:00 საათამდე.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა 14 ბ