თამთა შედანიას დღიური

Published: 31/03/2016 Views: 6 914

დღიურის მომდევნო სტუმარი მოდელი თამთა შედანიაა. "მის საქართველო 2012" უკვე გასცდა საქართველოს და ამჟამად აზიას იპყრობს. მისი ცხოვრება დატვირთულია, როგორც თვითონ ამბობს, მისი პროფესიის დადებითი მხარე სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობაა. მისი პროფესიული გეგმები განსაზღვრულია, თუმცა მკითხველი დღიურიდან თამთას შესახებ სხვა ინფორმაციას შეიტყობს. რას ნიშნავს მისთვის "მის საქართველოს" ტიტული და მოდელის შინაგანი სამყარო კარიერის მიღმა,
იხილეთ თამთა შედანიას დღიური.

ჟურნალისტი - ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი - ელენე გოგელია

დღიურის სპონსორია - SANIMA
instagram: @Sanima_group
facebook: www.facebook.com/SanimaRobes
[email protected]
CALL/VIBER/WHATSAPP: (+995) 555 10 45 78

- დღეს SANIMA-ში თავს ვგრძნობ...
- როგორც დედოფალი.
- რომ არა თამთა, ვინ ვიქნებოდი დღეს...
- თამთა.

- თამთას ძლიერი მხარეა...
- ჩემი ხასიათი, პიროვნება!
- "მის საქართველოს" ამპლუაში თავს ვგრძნობ...
- ჩემთვის მის საქართველოს ტიტული იმაზე მეტია, ვიდრე ეს მხოლოდ სტატუსი. თავს ვგრძნობ როგორც წარმატებულ, მიზანდასახულ, შემდგარ ქალს შეეფერება.

- კონკურსების დადებითი და უარყოფითი მხარეებია...
- მოდელის წარმატება, პოპულარობა, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა და ბევრ საინტერესო ხალხთან თანამშრომლობა.
უარყოფითი- იმედგაცრუება.

- ადამიანის სტილი მეტყველებს მის...
- ხასიათზე, გემოვნებაზე, შინაგან კულტურაზე.

- ჩვევა, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილია...
- მიყვარს წესრიგი ყველგან და ყველაფერში.
- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც მუდამ გონებაში მიტრიალებს...
- ის, რაც არ გკლავს, გაძლიერებს!!!
- სუპერ ძალა რომ მქონდეს ასარჩევად...
- სხვის აზრს წავიკითხავდი.

- ჩემი მთავარი მოტივაციაა...
- ჩემი შვილი.
- ადამიანის ცხოვრება უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო...
- სტერეოტიპები.
- თვისებები, რომელთა გარეშეც ადამიანი წარმატებას ვერ მიაღწევს...
- მთავარია იყო თავდაჯერებული, მიზანდასახული, მონდომებული, თავმდაბალი, შრომისმოყვარე.
მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი: აკეთო ის, რაც გიყვარს.


ჟურნალისტი - ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი - ელენე გოგელია

დღიურის სპონსორია - SANIMA

instagram: @Sanima_group
facebook: www.facebook.com/SanimaRobes
[email protected]
CALL/VIBER/WHATSAPP: (+995) 555 10 45 78