თბილისის მოდის კვირეული / დღე 2
წარმოგიდგენთ თბილისის მოდის კვირეულის TFW-ს მთავარ ლოკაციაზე Designer Center-ში მეორე დღის ჩვენებებზე დამსწრე სტუმართა ჩაცმულობას. ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით დეტალებმა მიიპყრო, როგორც ირკვევა თბილისელთა უმეტესობა CHANEL-ის ჩანთების დიდი მოყვარულია...

ფოტოები სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის იქნა გადაღებული და აქამდე მათი ნახვა შეგეძლოთ ჩვენს ინსტაგრამზე @wwwangelge და ფეისბუქის ფეიჯის ალბომში.
თბილისის მოდის კვირეული / დღე 1
თბილისის მოდის კვირეული ოქტომბრის თვის მიწურულს გაიმართა, სადაც დიზაინერებმა გაზაფხული-ზაფხული 2014 და ზამთრის კოლექციაც წარმოადგინეს. სტუმრების ჩაცმულობის ამსახველი ფოტოების ხილვა, რომელიც სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის გადაიღო ელენე გოგელიამ შეგეძლოთ ჩვენს ინსტაგრამზე @wwwangelge და ფეისბუქისფეიჯის ალბომში. ახლა კი წარმოგიდგენთ თბილისის მოდის კვირეულის პირველი დღის ჩვენებებზე დამსწრე სტუმართა ჩაცმულობას, რომლებიც ბიბლიოთეკაში გამართულ ანუკი არეშიძის ANOUKI ჩვენებას და TFW-ს მთავარ ლოკაციაზე Designer Center-ში იმყოფებოდნენ.
Mercedes Benz Tbilisi Fashion Days
დასრულდა მერსედეს-ბენცის მოდური დღეები, რომელიც პირველად გაიმართა საქართველოში. თბილისი, 2014 მაისი

მრავალმა ცნობილმა ქართველმა, უცხოეთში მოღვაწე ეროვნებით ქართველმა, უკრაინელმა და რუსმა დიზაინერმა სწორედ მერსედეს ბენცის კვირეული არჩია თავიანთი კოლექციების წარმოსადგენად. ასევე გაიმართა დამწყები დიზაინერების BENEXT და ფოტოხელოვანთა ART Georgia კონკურსი. ჩვენებებისთვის მთავარ ლოკაციად ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო სივრცე შეირჩა, სადაც განთავსებული იყო გენერალური სპონსორის Mercedes-Benz -ის უახლესი მანქანის მოდელები. ასევე ქართველ და უცხოელ სტუმრებს ზოგიერთმა დიზაინერმა გამორჩეული ჩვენებით უმასპინძლა ალტერნატიულ სივრცეში, მოეწყო შოურუმი, გამოფენები და ინსტალაციები, ყოველი ჩვენებებით დატვირთული დღის ბოლოს კი After Party ეწყობოდა სტუმრებისთვის და MBFDT პერსონალისთვის. კვირეულის მიწურულს კი N-Duo-Concept და More Is Love-მ მოდური საუზმე და ბრანჩი მოუწყვეს უცხოელ ჟურნალისტებსა და ბაიერებს. გთავაზობთ დამსწრე სტუმრების ჩაცმულობის ამსახველ ფოტოებს.
ანუკი არეშიძე - 5 looks
გთავაზობთ ანუკი არეშიძის 5 ლუქს,
რომელიც ჩვენმა ფოტოგრაფმა ელენე გოგელიამ გადაიღო სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის

"მაქსიმალურად ვაკეთებ იმას, რაც საჭიროა. მომწონს-არ მომწონს ჩემს სურვილებს გვერდზე ვდებ და ორიენტირებული ვარ მხოლოდ ერთ ადამიანზე და ბავშვებზე, ამ ეტაპზეც ასეა, კარგი მეგობრები ვართ სახლში. ბევრს ვსაუბრობთ, ცოტა ფსიქოლოგიც ვარ და კარგად ვეწყობით ერთმანეთს."