TM group laboratory - ჯინსის საწარმო საქართველოში
საქართველოში კომპანიამ "TM group laboratory" 2018 წლიდან დაიწყო ჯინსის წარმოება და უნიკალურია, როგორც კონცეფციით ასევე ტექნოლოგიით. კომპანიამ ითანამშრომლა ქართველ დიზაინერებთან (მათ შორის თამუნა ინგოროყვა და დალოოდი) ჯინსის მასიური წარმოების კუთხით.

ლაბორატორიაში არსებული ჯინსის მოდელები,ნებისმიერი ტონალობის ფერის დენიმი, დეკორირება და ხელმისაწვდომი ფასი, საშუალებას აძლევს ადამიანს ფანტაზია ხელშესახები გახადოს და ინდივიდუალურად შექმნას სასურველი მოდელი.
MACHABELI მომავლის სილუეტები ვინტაჟის ელემენტებით, SS19 კოლექცია
მაჩაბელი ჯგუფი არის მაგალითი იმისა თუ როგორ იქმნება იდეა და ამ იდეის შესატყვისი რეალობა. დიზაინერ, მარიამ მაჩაბლის ნამუშევარი კარდინალურად ახალი ხედვაა ქართული მოდის განვითარების დღევანდელ ეტაპზე. მომავლის სილუეტები ვინტაჟის ელემენტების შერწყმით ელეგანტურ სამოსში განხორციელებულია დახვეწილი თარგით, იშვიათი და ექსკლუზიური ქსოვილებით. ქალის ტრადიციულ სინატიფეს თანამედროვეობის ხატად აქცევს. წარმოგიდგენთ ქართული ბრენდის 2019 წლის ზაფხულის კოლექციის ედითორიალს.
NINO SEPO jewelry: all women in me
ნინო სეფიაშვილის ფიგურული სახეებით დამშვენებული მოოქროვილი სამკაულების კოლექციის ინსპირაციას წარმოადგენს ამონარიდი ნაირა ვადიჰის ლექსიდან: all women in me are tired. პოეტესა ეხმიანება თავისუფლების, ფემინიზმის და პირადი იდენტობის ძიების თემას, ნინო კი მოდის ენაზე თარგმნის პოეზიასა და სიყვარულს.

თავიდან არც კი წარმოედგინა, რომ მისი კოლექცია სრულად სამკაულებს მოიცავდა. პირველად ქაღალდისგან შექმნა სიმბოლური “promise ring”, რომელმაც დასაბამი დაუდო სხვა ქმნილებებს, მალე ნინოსთვის სამკაულების დიზაინი ყველაზე მეტყველი ენა გახდა, რომლითაც დაიწყო მისი კოლექციების თხრობა.
TATUNA ss19 editorial by Beqa Chokoshvili
ტატუნა ნიკოლაიშვილის SS19 კოლექციის ედითორიალ-გადაღება
ფოტოგრაფი: ბექა ჩოქოშვილი

მოდელი: ანი გავვა
ვიზაჟი: ლუჩია დევიჯევა
Maia Javakhishvili: Fashion Jewelry
მაია ჯავახიშვილის სამკაულებმა კარგა ხანია მიიპყრო თბილისელ მოდის მიმდევართა ყურადღება, ასევე წარმატებით სარგებლობს უცხოეთში. მაიას ინსტაგრამს ულამაზესი ილუსტრირებული ესკიზები და ცხადყოფილი სამკაულები ამშვენებს.

"დიდ სიამოვნებას მანიჭებს მუშაობის პროცესი, დასრულებისას შეფასების მხოლოდ ერთი კრიტერიუმი მაქვს - ვიხმარ თუ არა მე თავად ან ჩემი ქალიშვილი შექმნილ ნივთს? მომწონს მისი გემოვნება და ხშირად ვეკითხები აზრს, რადგანაც ვთვლი რომ ახალგაზრდებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის."
Dots გაზაფხული 2019 წლის კოლექცია
წარმატებული ქართული ბრენდი Dots წარმოგვიდგენს 2019 წლის გაზაფხულის კოლექციის ლუქბუქს, რომელიც უხვად არის დაკომპლექტებული დენიმის კაბებით, კოსტუმებით, კოტონის ბლუზებით და აქსესუარებით, მათ შორის მზის სათვალეებით. თითოეული ნივთი წარმოებულია საქართველოში და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა.
„დროის კაფსულა“: სამკაულად ქცეული ბავშვის ნახატები
ახალი სტარტაპი: „დროის კაფსულა“ ექსკლუზიურ სამკაულებს ამზადებს, რომლის ინსპირაციას ჩვენი პატარების ნახატები წარმოადგენს!

იდეა, გაეცოცხლებინათ ყველაზე ძვირფასი - შვილების შემოქმედება ორ მეგობარს – ნინო ბუჟგულაშვილსა და ნინო გიგინეიშვილს ეკუთვნით. „დროის კაფსულა“ პატარა მხატვრების პირველ შედევრებს თქვენს საყვარელ სამკაულად აქცევს. იყენებენ უმაღლესი ხარისხის (925) ვერცხლის სინჯს, რომელიც შემდგომ ნახატის მიხედვით, ამერიკული მშრალი მინანქრის მასალით ფერადდება.
Fabriche გაზაფხული 2019 კოლექცია
ქართული წარმოების ბრენდის: Fabriche კოლექციები უმაღლესი ხარისხის ქსოვილებით იქმნება, რომელიც შეესაბამება წარმატებული და გემოვნებიანი ქალბატონის მოთხოვნებს. სამოსი გამორჩეულ კლასიკურ დიზაინთან ერთად მაქსიმალურად კომფორტული და ამავდროულად ყოველდღიურია.

ფებრიში ხელწერისა და ხარისხის გათვალისწინებით მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში, დღეს ბრენდს 2 ატელიე აქვს ბათუმსა და თბილისში!
JANASHIA SS19
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი, ქართველი დიზაინერის - გვანცა ჯანაშიას ბრენდის JANASHIA ზაფხული 2019 წლის კოლექციის ედითორიალი. ფოტოგრაფი: ika khargelia

მოდელი: sali jikia
სტილისტი: giorgi wazowski
mua: anna todua
DESERT MANNEQUIN x N-DUO fall18
საქართველოში დაარსებული კონცეპტუალური ონლაინ მაღაზიის N Duo-ის და DESERT MANNEQUIN-ის კიდევ ერთი კოლაბორაციის შედეგად შექმნილი, მიმდინარე სეზონის 2018-19 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ლუქბუქი, რომელიც ახლაც გაყიდვაშია.
ქართველი დიზაინერების სამოსში გამოწყობილი უცხოელი სელებრითები!
სულ უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ ქართველი დიზაინერების სამოსსა და აქსესუარებს ცნობილ ქალბატონებზე. წარმოგიდგენთ ბოლოდროინდელ ფოტოებს, როდესაც უცხოელ სელებრითებს ქართული ბრენდები ემოსათ


კენდალ ჯენერს ელენ დეჯენერესის შოუში სტუმრობის დროს ქართველის მიერ: დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილი VETEMENTS-ის ყვავილებიანი კაბა ეცვა, თუმცა იმდენად დიდია დემნას ბრენდის წარმატება, რომ ეს ფაქტი არ გვაკვირვებს. ხოლო საქართველოში დაფუძნებული მოდის სახლების წარმატება ნამდვილად აღსანიშნია! სულ რამდენიმე დღის წინ კენდალმა კვლავ მიიპყრო მოდის მიმდევართა ყურადღება, Tiffany & Co.-ს გამოფენაზე მას Dalood-ის, მაკა კვიციანის დიზაინით შექმნილი ლუქი ამშვენებდა! შავი კოსტუმი ტყავის ხელთათმებით თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულიდან გვეცნობოდა.
ალექსანდრა პაიჭაძის lifestyle
ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი, ერთი სიტყვით "ცნობილი პერსონა" ალექსანდრა პაიჭაძე უკვე რამდენიმე თვეა სამუშაო ვიზიტით დუბაიში იმყოფება, მაინც ახერხებს და ინსტაგრამზე 69,300 follower-ს მისი სტილის ამსახველ ფოტოებსა და ჩანაწერებს აქტიურად გვიზიარებს.

ალექსანდრა პაიჭაძის lifestyle
ინტერვიუ EDITORIAl-სთვის


ალექსანდრაზე ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ და მრავალი ჭორიც იწერებოდა, ჩვენი საუბარიც ყვითელ პრესაში გავრცელებულ მითქმა-მოთქმას მოყვა: სასიყვარულო ცხოვრებასა და ძვირადღირებულ საჩუქრებზე. გადავწყვიტეთ ყველაფერი ექსკლუზიურ ინტერვიუში პირადად გაგვერკვია, თუმცა როდესაც რესპოდენტი ამდენად მრავალფეროვანი პიროვნებაა, წარმოუდგენელია მხოლოდ ამ ორი შეკითხვით შემოიფარგლო.
საპოვნელა: ბუნებრივი მოვლის საშუალებები
100%-ით ბუნებრივი მოვლის საშუალებები „საპოვნელა“-სგან
ეს ქართული ბრენდი ჯადოსნური პროდუქტებითაა დახუნძლული. გამოვარჩევთ ანტიბაქტერიულ დეოდორანტს, რომელიც არ შეიცავს ალუმინსა და პარაბინს! მკვებავ კრემს მბზინვარების ეფექტით და საახალწლო ბრჭყვიალა პუდრს ტანისთვის; ზღვის მარილის სკრაბი ნახშირითა და თიხით საპოვნელას სიახლეს წარმოადგენს, შექმნილია სახისა და ტანის სიღრმისეული წმენდისთვის; ასევე ცნობილია მათი დეტოქს საპნები.

საუკეთესო ხარისხის, ნატურალური ინგრედიენტები შეკაზმულია სამკურნალო მცენარეებით და დადამატებულია კლეოპატრას სილამაზის საიდუმლო - თხის რძე;

„საპოვნელას“ TOP-პროდუქტები
აქტუალური ზამთრის სუსხიანი ამინდებისა და ახალი წლისთვის.

სრულყოფილი კომბინაცია თქვენი ჯანმრთელი და ბზინვარე კანისთვის!
TOP-12 კორეული კოსმეტიკა
კორეული კოსმეტიკა გამოირჩევა მომენტალური რეზულტატით და კანზე ხანგრძლივ ეფექტს ტოვებს! სწორედ ამიტომაც სულ უფრო იზრდება ინტერესი კორეული თავის მოვლის სისტემის მიმართ. მართლაც, რთულია არ აღფრთოვანდე აზიელი ქალების კანის სილამაზით.

კორეული skincare:
თავის მოვლის 12 საუკეთესო საშუალება

რომლის შეძენაც საქართველოშიც შეგიძლიათ


კორეული თავის მოვლის ტრადიციები საუკუნოვან გამოცდილებაზე დგას, მათ არსენალშია ორგანული პროდუქტებით გაჯერებული ქიმიურად სრულყოფილი ინოვაციური საშუალებები. ნაოჭებთან ბრძოლას, ფორების შეკვრას და მზისგან დაცვას მთავარი ადგილი უჭირავს skincare რეჟიმში, კანის გათეთრება კი აზიელების საყვარელი პროცედურაა! მათი ყოველდღიური დეკორატიული კოსმეტიკაც სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.
⭐ALHAMBRA-ს საშობაო კოლექცია
საახალწლო საჩუქრის იდეა
ქართული სამკაული


ALHAMBRA-ს ვარსკვლავის სამკაულის შექმნას საფუძვლად დაედო ბეთლემის ვარსკვლავის ისტორია. მაშინ, როდესაც იესო ქრისტე ქვეყნად უნდა მოვლენილიყო, მოგვებს, ცაზე გამოეცხადათ ვარსკვლავი, რომელიც დღის და ღამის განმავლობაში მუდამ ჩანდა ცაზე და მათ ბეთლემის გზა მიასწავლა. სწორედ ეს შობის ვარსკვლავია გამოყენებული ALBAMBRA-ს საშობაო კოლექციაში.

🎁 შობის სიმბოლო
⭐ბედის ვარსკვლავი!
🎄გააგრძელე საშობაო ტრადიცია - აჩუქე ბეთლემის ვარსკვლავი
🌈 ვერცხლში და მოოქროვილ ვერცხლში ჩასხმული ქართული ტრადიციული მინანქარის ფერთა მაგია