ELOSHI SS 2019
ქართველი დიზაინერი ლელა ელოშვილი მისი ბრენდის ELOSHI 2019 წლის ზაფხულის კოლექციის ლუქბუქს გვიზიარებს, თავად კოლექცია წარმოდგენილი იყო მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე.

ფოტოგრაფი: ბექა ჩოქოშვილი
მოდელი: Maria Delruso
MUA: ანა თოდუა
ამადინა - თექის ყვავილები და სუკულენტები
ამადინა თათა ღვედაშვილის პროექტია, რომელიც თექის აქსესუარებს, დეკორს და მინანქრის სამკაულებს აწარმოებს. თათას გატაცებამ ჰერბარიუმებისადმი და თექის ტექნიკის ფლობამ საოცარი მიქსი წარმოადგინა, ჩვენი ყურადღება ამადინას თექის ხელნაკეთმა სუკულენტების საახალწლო ნაძვის ხეებმა, საშემოდგომო გვირგვინებმა და ბროშებმა მიიპყრო.
MB Tbilisi FW სტუმრების ჩაცმულობა SS19
MERCEDES-BENZ TBILISI FASHION WEEK 1-5 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა თბილისში. მრავალმა სტუმარმა, ჟურნალისტმა, უცხოელმა მოწვეულმა ბლოგერებმა და ბაიერებმა მოიყარეს თავი ქართველი დიზაინერების 2019 წლის გაზაფხული-ზაფხული კოლექციების გასაცნობად. ჩვენებებისთვის და შოურუმისთვის მთავარ ლოკაციად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სივრცე შეირჩა რუსთაველის გამზირზე, ასევე ჩვენებებს საქართვველოს ბანკის HQ, მე-6 ექსპერიმენტული სკოლა, SILK FACTORY, კლუბი ბასიანი, მწერალთა სახლი, სასტუმრო რუმსი და "სტამბა"-ს კაფემ უმასპინძლა.

STREET STYLE
ჩვენებებს 5 დღის განმავლობაში უამრავი სტუმარი ესწრებოდა, გამორჩეული ლუქები გიორგი ახალკაციშვილმა აღბეჭდა მის ობიექტივში, სპეციალურად EDITORIAL.GE-სთვის.
KOBAKHIDZE ss 2019
სერგო კობახიძის 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის შექმნილი კოლექციის ინსპირაცია ყვავილები და მცენარეებია. მათგან აღებულია სილუეტები, რაც ლუქებში ფოთლისებური ფორმებით და ასიმეტრიული ელემენტებით გამოიხატება. კოლექციაში წარმოდგენილი თითქმის ყველა კოსტუმი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფერებით, ურთულესი და უმარტივესი კონსტრუქციული ფორმებით. მთლიანობაში შეიქმნა საინტერესო, ავანგარდული კოლექცია.
INGOROKVA SS 2019
თამუნა ინგოროყვა 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის ძირითადად დენიმის ანსამბლით დაკომპლექტებულ კოლექციას წარმოგვიდგენს, რომელიც სულ მალე იქნება ნაჩვენები მერსედეს-ბენც თბილისის მოდის კვირეულზე.

INGOROKVA

ფოტოგრაფი: ლევან ჭყონია
მოდელი: ნინა ბოჭორიშვილი
ნათია ჯგუბურიას სტილი
ნათია ჯგუბურია პერსონალური სტილისტია, რომელიც თბილისის მოდის კვირეულის გენერალური მენეჯერის პოსტს იკავებდა ბოლო 5 წლის განმავლობაში და კულისებს მიღმა street style ფოტოგრაფების ფავორიტია, trendspotter-ების ობიექტივიდან საკუთარ ინსტაგრამზე გვიზიარებს მისი ჩაცმულობის ამსახველ პოსტებს fifunia-ს სახელით.
EDITORIAL-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ: ფინანსური შესაძლებლობები საჭიროა არა სტილის არამედ ბრენდების შესაძენად, შეზღუდული ფინანსები კი მეტ გასაქანს აძლევს კრეატივს.
BERADZE SS 2019
BERADZE - თბილისში დაარსებული ბრენდია, თამუნა ბერაძე 2019 წლის ზაფხულის კოლექციას მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე აჩვენებს. კოლექციის ლუქბუქს კი მოდელი თეკლა ჩიჯავაძე წარმოგვიდგენს.

კოლექცია 70-იანების განწყობით არის შთაგონებული, რომელიც აერთიანებს ბრიტანულ პანკს, დისკოს და ჰიპის პერიოდს და წარმოადგენს გარდასული დეკადის თანამედროვე ხედვას. კოლექციის სახელია: GIRLS WITH NARCISSISTIC PERSONALITY DISORDERS, ის 70'იანების ხელოვანი ედ რუშეის შემოქმედების კალიფრნიული ვაიბის გავლენის ქვეშაა მოქცეული. 70'იანები გახლდათ პერიოდი, რომელიც ხელს უწყობდა ახალი იდეების და აზრების რეალიზებას, პერიოდი როდესაც ქალთა უფლებებმა და როლმა იწყო გამომხატველობითი ზრდა და ანდროგენული იერი ტრენდული გახდა. ეს კოლექცია არის ქალბატონებისთვის, რომლებსაც სურთ გამოირჩეოდნენ.
DE.NIM SS 2019
დიზაინერ ნინო მახარობლიძის ბრენდის DE.NIM სადებიუტო 2019 წლის საზაფხულო კოლექცია მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეულის შოურუმში იქნება წარმოდგენილი.

ჯინსი მოდაში “ დემოკრატიას” წარმოადგენს, არმანი - ეს ფრაზა გახდა ბრენდის დაარსების და კოლექციის შექმნის მთავარი ინსპირაციის წყარო, DE.NIM-ის (ჯინსის ქსოვილი) - კოლექცია დამზადებულია ნატურალური აბრეშუმის და ბამბის ქსოვილებისგან. უკვე დამკვიდრებული და “ კლასიკად” ქცეული მოდელების დეკონსტრუქცია და სრულიად ახალი ხედვით წარმოდგენა არის ბრენდის მთავარი კონცეფცია.
თბილისის მოდის კვირეულის სტუმრები #18
თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონის ჩვენებებზე დამსწრე სტუმრების ჩაცმულობა ტრადიციულად EDITORIAL.ge-ს ფოტოგრაფმა: ანა ბაციკაძემ დააფიქსირა. კვირეული წელს მცირე მასშტაბით გაიმართა, ღონისძიებებს ძირითადად ღვინის უბანმა უმასპინძლა, სადაც სულ რამდენიმე ქართველმა და უცხოელმა დიზაინერმა წარმოადგინა 2018-19 ზაფხულის კოლექციები. თუმცა TFW-ს მრავლად ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები.
თბილისის მოდის კვირეულის მე -18 სეზონი
თბილისის მოდის კვირეულის მე -18 სეზონი 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს ღვინის უბანი უმასპინძლებს (პეტრიაშვილის N1).

თბილისის მოდის კვირეული ტრადიციისამებრ ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს გააცოცხლებს და ამჯერად, SOLO წარმოადგენს პროექტს - Style Icon, რომელიც მთაწმინდაზე ჩატარდება და ქართული სტილის კერპს, ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება.

კვირეულის 4 დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების: ლაშა ჯოხაძის, „მირო“-ს, „Ethere“-ს, „მატურელი“-ს, „მაკმარი“-ს, „რუარუა“-ს, ლაშა დევდარიანის, „წითე“-ს და სხვათა ჩვენებები. კვირეული ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დაიხურება. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით დაესწრებიან „ვოგის“, „ელის“, „ჰარპერს ბაზაარის“, „ელ ოფისიელის“, „მარი კლერის“ და სხვა ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები. „აწარმოე საქართველოს" მოწვევით კი, მოდის კვირეულს უცხოელი შემსყიდველები, ე.წ. ბაიერები დაესწრებიან.
ნაქსოვი ტანსაცმელი Woolen Stories-გან
აქტუალური ქართული ბრენდი შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის: ნაქსოვი ტანსაცმელი და აქსესუარები Woolen Stories-გან

ქართულ ბაზარზე ბრენდი Woolen Stories არც თუ ისე დიდიხანია რაც გამოჩნდა, ნაქსოვი პროდუქცია გამოჩენისთანავე ძალიან კარგად მიიღო და მოიწონა ქართველმა მომხმარებელმა. შესაბამისად, ბრენდი პოპულარული გახდა.

ხელით ნაქსოვი პროდუქცია მზადდება ონლაინ შეკვეთით ნებისმიერ ფერის და ზომის, მომხმარებლის სურვილისამებრ. ფასები 45-280 ლარამდე მერყეობს. დეტალურად Woolen Stories ნაწარმს გაეცნობით მათ ფეისბუქ ფეიჯზე: Woolen Stories
Elenny SS2019
ქართველი დიზაინერის, ელენე გიორგაძის ბრენდის Elenny SS2019 კამპანიას ფოტოგრაფი ლაშა ბაკურაძე წარმოგვიდგენს. კოლექცია სულ მალე, თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე იქნება ნაჩვენები.
Beach Robes - საზღვაო სამოსი
საუკეთესო ამინდი, საცურაო კოსტუმი და რა თქმა უნდა, განსხვავებული და ხარისხიანი საზღვაო ხალათი, რომელიც თქვენს უნიკალურ სტილს წარმოაჩენს, არის ის, რაც ცხელ საზაფხულო სეზონზე ქალბატონებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. Beach Robes არის ბრენდი, რომელიც თქვენთვის სასურველ და საჭირო სამოსს გთავაზობთ.

BEACH ROBES
საზღვაო სამოსი უნიკალური ქალბატონებისთვის


Beach Robes-ის ხალათები ბრენდის დაარსებიდან მოკლე დროში ცნობილმა ადამიანებმაც მოირგეს და მათ ერთგულ მომხმარებლებად დარჩნენ. ბრენდს საზღვაო ხალათების გარდა, სახლის ხალათებს, არამარტო ქალბატონებისთვის, არამედ ბავშვებისთვის და მამაკაცებისთვისაც ქმნის. ასევე, იქმნება ლიმიტირებული მოდელებიც. ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი სამოსი აბრეშუმის ფრიალა ხალათია, რომელიც ამ სეზონზე ორი ფერით განახლდა. ხალათები იკერება საქართველოში, თბილისში, მათი შეკვეთა კი ონლაინ რეჟიმში არის შესაძლებელი.
Liza Kiladzé Jewelry
ქართველი იუველირი გოგონა პარიზიდან
SITUATIONIST და პირადი ბრენდისთვის შექმნილი კოლექციით MBFW-ზე


სამკაულების დიზაინერმა ლიზა კილაძემ მისი ნამუშევრები თბილისის Mercedes-Benz Fashion Week-ის შოურუმში წარმოადგინა. გასულ ნოემბერს კი ბრენდ SITUATIONIST-თან კოლაბორაციის შედეგად მიიღო მონაწილეობა MBFW-ზე. პარიზში სწავლასთან პარალელურად მუშაობს სამკაულების დიზაინსა და პირადი ბრენდის კონცეპტზე. ამბობს, რომ იუველირია მისთვის ხელოვნებისა და დიზაინის ერთობაა. ცდილობს შექმნას ძლიერი აურისა და ხასიათის მატარებელი არასტანდარტული სამკაული, შთაგონებული უძველესი ცივილიზაციების მიერ შექმნილი სამკაულებით, მითოლოგიითა თუ Modern Art-ით.
ქართველი სტილისტი იტალიური გამოცემებისთვის
ქართველი სტილისტი მარიამ ნასყიდაშვილი, რომლის სთაილინგით წარმართული ფოტოსესია იტალიური Vogue-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მარიამის ნამუშევრებმა ბოლო დროს არაერთი ჟურნალის ყურადღება მიიქცია, 22 წლის სტილისტი დღესდღეობით იტალიაში მოღვაწეობს და კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ საქართველოში დაბრუნების გეგმებს აწყობს. მარიამი მილანის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის Haute Future Fashion Academy-ის Fashion styling–ის ფაკულტეტის სტუდენტია, პარალელურად კი, ინტენსიურ კურსებს Nouva accademia di belle art-ში გადის. ამბობს, რომ ეს პირველი წარმატებული ნაბიჯი მისთვისაც მოულოდნელი და მეტად სასიხარულო იყო.