ქალები მომავლისთვის
ბიზნეს ლიდერთა ფედერაციამ “ქალები მომავლისთვის” ახალი გეგმები და მმართველი ბორდი ნინო კობახიძის თავმჯდომარეობით 28 დეკემბერს, სასტუმრო HOLIDAY INN-ში წარადგინა.

ფედერაციის მიზანია ქალ-ბიზნესმენთა იდეების მხარდაჭერა. იგეგმება ქალთა ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება, ქალთა შორის ინოვაციური ბიზნეს იდეების პოპულარიზაცია, დაფინანსების მოძიების მხარდაჭერა და სასტიპენდიო ფონდების შექმნა. განახლებულ ფედერაციაში მმართველი ბორდის თავმჯდომარის ადგილს, ასოციაციის დამფუძნებლის, წამყვანი კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” დაფუძნებლის - ქ-ნი თინათინ რუხაძისაგან გადაიბარება საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “ გლობალ ბენეფიტის ჯორჯია” გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი - ქ-ნი ნინო კობახიძემ. ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია 3 წლის წინ შეიქმნა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, ქალთა როლის გასაძლიერების მიზნით და მრავალი საინტერესო პროექტი განახორიცელა თბილისსა თუ რეგიონებში
MACH MACH SS18
ქართველი დიზაინერი დების დუეტ MACH & MACH-სთვის 2017 წელი წარმატებული აღმოჩნდა, გოგონებს მრავალწლიანი შრომა დაუფასდათ, მათმა სამოსმა Victoria's Secret-ის მოდელებიც დაამშვენა და სცენიდანაც მოხიბლა მაყურებელი. 2018 წლის ზაფხულის კოლექცია მბზინავი პაიტეკებით და რაღა თქმა უნდა ბრენდისთვის დამახასიათებელი აქსესუარების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
Bloomy • ორგანული კოსმეტიკა
ზამთარში კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება
🎄 არ შეუშინდე ზამთარს ბლუმთან ერთად


ბლუმი • ორგანული კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, როგორც თავად ამბობენ: "თითოეული პროდუქტი ჩვენივე ხელით და დიდი სიყვარულით იქმნება." ბლუმი საახალწლოდ რამდენიმე სასაჩუქრე ნაკრებს წარმოგვიდგენს. მათ მიერ დაკომპლექტებული სეტები გათვლილია ქალბატონების სილამაზესა და ჯანმრთელობაზე. ბლუმი ქოქოსის ზეთისა და შიის კარაქის 100% ბუნებრივ პროდუქტს გვთავაზობს, რომელიც ცივი დაწურვის მეთოდით ახალ დამზადებულია, ის ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი და ნებისმიერ ქალბატონს გაახარებს.


RKO • ზამთრის კოლექცია ბავშვებისთვის
• თბილი და ლამაზი საჩუქრები ბავშვებისთვის •
ბუნებრივი და კომფორტული ტანსაცმელი RKO-სგან


RKO ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც 2016 წლიდან აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ნაჭრებისა და ძაფებისგან შექმნილ ტანისამოსს და აქსესუარებს ბავშვებისთვის. ზამთრის სეზონისთვის RKO-ს მიერ დაკომპლექტებული, ულამაზესი ფერებით გამორჩეული ფაჩუჩები, ქუდები და ჯემპრების სეტი იდეალური სასაჩუქრე ნაკრებია ბავშვები და ჩვილებისთვის.
ninako accessories
ninako accessories ქართველი დიზაინერის ნინი ფაცაციას სტარტაპ პროექტია, რომელიც ხელნაკეთ აქსესუარებს მოიცავს. ნინაკოს აქსესუარებმა თავდაპირველად ყურადღება დეკორატიული წინდებით მიიპყრო, დღეს ერთერთ წარმატებულ ინსტაგრამ-ბრენდს ტყავის აქსესუარების წარმოების ფართო ასორტიმენტი გამოარჩევს.

სექსუალურ და თამამ ფართო სარტყელიან ქამრებსა და წელის ჩანთებს, ტყავის სამაჯურებს, ხელთათმანებს და ქუდებს ნინაკო ნაქსოვ და თვლებით მორთულ აქსესუარებთან ერთად წარმოგვიდგენს. მის ნაკეთობებს იხდენენ როგორც BDSM სტილის მოყვარული cool გოგონები, ასევე ნაზი-პატარძლები და დახვეწილი ქალბატონები;)
Nymphet - ახალი ქართული ბრენდი
აღმოაჩინე შენში ნიმფეტი
ახალი ქართული ბრენდი, Nymphet-ის პირველი კოლექცია აერთიანებს ხის ფირფიტაზე დამაგრებულ ტიხრული მინანქრის მედალიონებს, კულონებს და სამაჯურებს, ასევე ხის და ნაქსოვი ძაფის მოტივებით შექმნილ ჩანთებს. მარიამ კუჭუხიძეს ბრენდის შექმნის იდეა სულ რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა, ხელოვანი საკუთარ თავს დიზაინერს არ უწოდებს და editorial-თან ინტერვიუში მის ინსპირაციაზე საუბრობს.
LALO ss18
ლალო დოლიძემ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე მორიგი კოლექცია წარმოადგინა. LALO სწრაფი ტემპით განაგრძობს womenswear კოლექციის განვითარებას. ბრენდის ისტორია გრადაციული ნაქსოვი კარდიგანებით იწყება, დღეს კი მათი წარმოება სამოსსა და აქსესუარების ფართო სპექტრს მოიცავს.

პოდიუმზე კვლავ ვიხილეთ მათი სახელოვანი ნაქსოვი სამოსის მრავალფეროვან ვარიაციებში, ფრიალა რუშებიან კაბებთან, თვლებით მოჭედილ ბერეტებთან და ბეწვიან ქამრებთამ კომბინაციაში. აღსანიშნია, რომ კოლექციას შესანიშნავი სთაილინგი ქონდა გაწეული. დიზაინერმა ასევე წარმოგვიდგინა საკუთარი ფეხსაცმელი და ჩანთები, და ამავდროულად ითანამშრომლა ნინა ზარქუასთან და o711-თან. ერთი სიტყვით, ამ სეზონისთვის ეს უდავოდ თბილისელი გოგონების ფავორიტი კოლექციაა!
ოლეგ ტიმჩენკო "სიყვარულის ტერიტორია"
ოლეგ ტიმჩენკომ ახალი გამოფენით "სიყვარულის ტერიტორია" სადარბაზოს მოხატვის ტრადიცია არატრადიციული და პროვოკაციული სტილში გააცოცხლა. ქართველი ხელოვანი მუდამ გამოირჩეოდა ხმაურიანი და შთამბეჭდავი პერფორმანსებით. მასშტაბური ზომის ეროტიკული სერიის ტილოებისთვის საგამოფენო სივრცედ ჭონქაძის ქუჩაზე არსებული ერთერთი სადარბაზო იქცა, შემდგომ კი ექსპონატებმა გალერეა "გამრეკელი"-ში გადაინაცვლეს.
MERCEDES BENZ TBILISI FW STREET STYLE
ნოემბრის თვეში თბილისმა მოდის კვირეულის მორიგ სეზონს უმასპინძლა. MERCEDES BENZ-ის თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებები რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიმართა. დატვირთული კვირა აქტიურად გაშუქდა მსოფლიო პრესაში წარმოდგენილი დიზაინერების ჩვენებების, ასევე დამსწრე სტუმრების გამორჩეული სტილის გამო. ჩვენც წარმოგიდგენთ MERCEDES BENZ თბილისის მოდის კვირეულზე დამსწრე სტუმრების ჩაცმულობას.
5 ტრენდი ქართველი დიზაინერებისგან
თბილისის მოდის კვირეულმა და თბილისის Mercedes Benz Fashion Week-მა წარმატებით ჩაიარა. ქართველმა დიზაინერებმა საზოგადოებას საკუთარი ახალი კოლექციები წარუდგინეს, რომლებიც მომავალი გაზაფხული-ზაფხულის ჰიტი უნდა გახდეს. აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანი საოცარი ინდივიდუალურობითა და კრეატიულობით გამოირჩეოდა, თუმცა მათ რამდენიმე საერთო ტრენდი მაინც აკავშირებდათ. გამოვარჩევთ მომავალი სეზონის 5 მოდურ ტრენდს ქართველი დიზაინერების კოლექციებიდან
Shotie Blackmore
Shotie Blackmore ქართველი ფოტოგრაფი და ფილმ-მეიქერია, რომელიც როგორც თავის თავს ახასიათებს Lifestyle photographer-ია, მის არქივში მრავალი ლამაზმანის ფოტოები ინახება და საუკეთესო კადრებს აქტიურად გვიზიარებს მის ინსტაგრამზე.

ფოტოგრაფი თანამშრომლობს მოდელებთან და ბრენდებთან, ასევე მუშაობს პერსონალურ დაკვეთებზე. შოთი ძირითადად ბუდუარის სტილში იღებს, მის მიერ დაფიქსირებული ინტიმური და სექსუალური კადრები არ ცდება ვულგარულობის ზღვარს, რაც გამოარჩევს ხელოვანს.
VACANZA DI ANOUKI, SS18
ანუკი არეშეიძემ 2018 წლის გაზაფხულისთვის განკუთვნილი კოლექცია თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში წარმოგვიდგინა. ჩვენებას ექსპო-ჯორჯიაში არსებულმა სუბტროპიკულმა ბაღმა უმასპინძლა. ამ ულამაზეს ლოკაციაზე გამართული ჩვენება გამოირჩეოდა სტუმრების სიუხვით. ANOUKI-ს მბზინავი პაიტეკებით მორთული ნაზი კოლექცია ინსპირაციას დიზაინერის იტალიური არდადაგებიდან იღებდა; VACANZA DI ANOUKI სწორედ ასე ქვია კოლექციას;


DALOOD, SS18
ქართველი დიზაინერის მაკა კვიციანის ჩვენებამ მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში შოუს ელემენტებით ჩაიარა. DALOOD-ის 2018 წლის ზაფხულის კოლექციის ჩვენება დათუნა ალადაშვილის მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. დიზაინერმა კოლექციის შესაქმნელად გადამუშავებული და ბუნებრივი მატერიები გამოიყენა და შეგვახსენა გარემოს დაცვის თემის აქტუალურობა. კოლექციაში ასევე გამოყენებული იყო ჩვენთვის კარგად ნაცნობი და პოპულარული დრაკონის ნაქარგი დენიმზე. თავბრუდამხვევი შოუ შესაბამისად - პოდიუმის დატრიალებით და ულამაზესი მელოდიით დასრულდა.
Tbilisi Fashion Week #11- street style
ოქტომბრის მიწურულს თბილისში, თბილისის მოდის კვირეულზე SS18 სეზონის კოლექციები წარმოადგნეს ქართველმა დიზაინერებმა, ჩვენებებს "რესპუბლიკა"-მ უმასპინძლა. უცხოელი და თბილისელი სტუმრების ჩაცმულობა კი ჩვენმა ფოტოგრაფმა ანა ბაციკაძემ დააფიქსირა.