გვანცა დარასელიას დღიური
დღიური Breadbar-ში დაბრუნდა!
პროექტის ახალი სეზონის სტუმარი ტელეწამყვანი გვანცა დარასელიაა. ყოფილი მოდელი და საზოგადოებისთვის ცნობილი ჟურნალისტი დღიურის ყველაზე მხიარული სტუმარია! საინტერესო დღიურის წაკითხვის პროცესში, მკითხველს გვანცას მხიარული ფოტოსესიაც კარგ განწყობაზე დააყენებს. საინტერესო ხელწერითა და გულწრფელი პასუხებით გვანცა დარასელიას დღიური ნამდვილად გამორჩეულია. პროექტის მასპინძლის Breadbar-ის "გემრიელ" გარემოში ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო დღიური შედგა. გულწრფელი და მხიარული დღიური ჩვენი ერთგული მკითხველისთვის!

- რომ არა დღევანდელი საქმიანობა, ვიქნებოდი...
- მომღერალი ან სტილისტი.
- მოდელი გვანცა დარასელია იყო...
- პატარა და გაურკვევლობაში მყოფი.
- ტელეწამყვანი გვანცა დარასელია არის...
- თავდაჯერებული და განვითარებაზე ორიენტირებული.
თაკო ჩხეიძის დღიური
დღიურის სტუმარი ყოფილი მოდელი,სამოდელო სააგენტო Geomodels-ის დამფუძვნებელი, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი და Nargis-ის რედაქტორი თაკო ჩხეიძეა!
საინტერესო კითხვარი თაკომ კაფე-სანაყინე Luca Polare-ში შეავსო. უცნობი ფაქტებისა და ცხოვრებისეული დეტალების შესახებ დღიური მკითხველს თაკო ჩხეიძის განსხვავებულ მხარეს წარმოუჩენს. რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება, ამის შესახებ მხოლოდ დღიურის მკითხველი შეიტყობს.

- 10 წლის შემდეგ ჩემი ცხოვრება წარმომიდგენია...
- ბევრი ბავშვებით, საინტერესო ხალხის გარემოცვაში... და ბევრი საინტერესო პროექტით.
- გაეცნოს მოდის სიახლეებს.
- ფრაზა, რომელიც მოდურმა ქალბატონმა არ უნდა თქვას...
- ყველაზე გამორჩეული ფაქტი ჩემი კარიერიდან არის...
- The Best grace of the world- 2000, ვივიენ ვესტვუდის ჩვენებაში მონაწილეობა.
ანუკი არეშიძის დღიური
დღიურის მკითხველს საახალწლოდ საინტერესო, გამორჩეული და განსხვავებული დღიური მოვუმზადეთ! ჩვენი რესპონდენტი ანუკი არეშიძეა. საზოგადოება მუდმივად ინტერესდება დიზაინერის საქმიანობით. როგორც თავად ამბობს, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა ღლის, თუმცა მისი ცხოვრების პრიორიტეტი ოჯახი, საქმე და დროის სწორად გამოყენებაა. სამი ვაჟის დედა, დიზაინერი და პოლიტიკოსის მეუღლე დროს უქმად არ კარგავს. დღიურის მკითხველი დიზაინერის ხელწერას იხილავს და მის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას შეიტყობს. წინ გამორჩეული დღიური გელით!
- 5 წლის შემდეგ ჩემი ცხოვრება წარმომიდგენია...
- პოლიტიკის გარეშე.
- ახალი სამოსის შექმნის პროცესი რომ აღვწერო...
- ყველას სძინავს სახლში, მე კი, ჩემს თავს გამოტენილი იდეებისგან ვცლი.
- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც სულ მახსოვს...
- ეშმაკი დეტალებშია და ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე.


მანიკა ასათიანი for Angel.ge & Sanima
ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა! Angel.ge-ს მკითხველებს საახალწლო არდადაგების საინტერესოდ გატარებაში ჩვენ დაგეხმარებით. წარმოგიდგენთ საახალწლო თემატიკით გაჯერებულ ინტერვიუს მანიკა ასათიანთან. ტელეწამყვანი და მოდელი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ჩინეთიდან, სადაც "მის მსოფლიო 2015-ის" კონკურსს დაესწრო. კონკურსის, მანიკას განვლილი 2015 წლის საქმიანობისა და გეგმების შესახებ ინტერვიუს Angel.ge-ს გუნდი წარმოგიდგენთ.

"2015 ნორმალური, კარგი, მოწესრიგებული და სტაბილური იყო, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ საქმიანობაში. 2016 წლისგან კიდევ უფრო მეტს ველი, რადგან ჩემი წელია და მოლოდინიც მეტია. მიუხედევად იმისა, რომ ჰოროსკოპის მიხედვით სასწორისთვის მეტ-ნაკლებად რთული წელია, მგონია, რომ მაიმუნის წელიწადის ძალა აჯობებს და საბოლოო ჯამში უფრო კარგი წელი მექნება."
სოფი ვილის დღიური / Sophie Villy's Diary
დღიურის სტუმარია მუსიკოსი სოფი ვილი!
კაფე-სანაყინე Luca Polare-მ პროექტის სტუმარსა და Angel.ge-ს გუნდს გვიმასპინძლა.
დღიურის კითხვებს სოფიმ ამომწურავი და საინტერესო პასუხები გასცა. მკითხველისთვის სოფის დღიურში მისი განსხვავებული მხარე წარმოჩინდება. დღიურის ერთგულ მკითხველებს ჩვენი სტუმრების ხელწერის ხილვის საშუალებაც აქვთ. დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. იხილეთ სოფი ვილის დღიური, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.

Sophie Villy's Diary
- მუსიკის შექმნის პროცესი რომ აღვწერო...
- თავისუფლების საოცარი შეგრძნებაა, საკუთარ სივრცეში ხარ...
არ გრძნობ თავს მარტოდ, მიუხედავად იმისა, რომ მარტო ხარ. დროის აღქმას კარგავ.

- შთაგონების წყარო და მთავარი მიზანი არის...
- ცხოვრება და მისი ყოველი წამი. ყოველ ნაბიჯზე ვცდილობ დავინახო და შევნიშნო რაღაც ახალი, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდი. მთავარი მიზანია, პირველ რიგში, მოველაპარაკო საკუთარ თავს, ვიპოვო ბალანსი. მინდა ვიყო ბედნიერი და გარშემომყოფებს ვაბედნიერებდე.
- სოფი ვილის ბიოგრაფიული წიგნის ბოლო ფრაზა იქნებოდა...
- ... So it goes...
გიორგი ცაგარელის დღიური
- ნაწარმოების შესრულების პროცესი რომ აღვწერო...
- არამატერიალურ სამყაროსთან კონტაქტი, ლოცვა.
- ალტი არის...
- ოცნებების ასრულების რეალური მექანიზმი.
- სიმღერა, რომელიც არ მბეზრდება...
- Led Zeppelin- Since I've been loving you

დღიურის მომდევნო სტუმარი ალტისტი გიორგი ცაგარელია!

- რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება. საინტერესო სტუმრის დღიურში მკითხველი მისი შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ შეიტყობს. მთავარი თემა, რა თქმა უნდა, მუსიკაა, მაშინ როდესაც გია ყანჩელი მას #1 ალტისტად ასახელებს, სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებოდა.
Angel.ge-ს მკითხველს წინ გიორგი ცაგარელის დღიური ელის!
ვაჟა მარის დღიური
- ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო...
- ფული.
- ჩემი საყვარელი წიგნის მთავარი გმირია...
- Holden Caufield
- ნიჭი, რომელიც მინდა რომ მქონდეს...
- ვუკრავდე ბევრ ინსტრუმენტზე...

დღიურის სტუმარი მუსიკოსი ვაჟა მარია!
კაფე-სანაყინე Luca Polare-მ პროექტის სტუმარსა და Angel.ge-ს გუნდს გვიმასპინძლა. შემოქმედებითი ადამიანების დღიურის მთავარი თემა ხელოვნებაა. ნიკო მარის შთამომავალისთვის საინტერესო კითხვები შევარჩიეთ, რომლებითაც მკითხველი მის შესახებ განსხვავებულ დეტალებს შეიტყობს. რა არის მუსიკოსის მოტივაცია, ელექტრონული მუსიკის კეთების პროცესისა და საყვარელი წიგნის მთავარი გმირის შესახებ მკითხველს ვაჟა მარის დღიური ელოდება.
MBTFW #2 სტუმრების ჩაცმულობა

წარმოგიდგენთ Mercedes-Benz თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებებზე დამსწრე სტუმრების ჩაცმულობის ამსახველ ფოტოებს. მოდის კვირეულის უიქენდზე გამართულ ჩვენებებს სამეცნიერო ბიბლეოთეკამ, ძველმა კინოთეატრმა აპოლომ და კვლავ თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა MoMa-ამ უმასპინძლეს. დასრულდა რიგით მე-2 მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეული, რომლის დახმარებითაც ქართველი დიზაინერების კოლექციები მსოფლიო მოდური პრესის ყურადღების ქვეშ მოექცა და დიდი დაინტერესება გამოიწვია. შთაბეჭდილებებით დატვირთული მოწვეული სტუმრები, ჟურნალისტები და ბაიერებიც მალე დატოვებენ საქართველოს, კვირეულის განმავლობაში ისინი არა მხოლოდ მოდას, ჩვენს კულტურას: ფოლკლორს, კულინარიას და ისტორიას გაეცნენ.


აკა ნანიტაშვილის დღიური
დღიურის მომდევნო სტუმარი დიზაინერი აკა ნანიტაშვილია!
კაფე-სანაყინე Luca Polare-ში რესპონდენტმა დღიურის განსხვავებულ კითხვებს უპასუხა. რა არის დიზაინერის შთაგონების წყარო და მოტივაცია, დიზაინერის შემოქმედებასა და ინტერესებზე დღიურის მკითხველი უფრო მეტს შეიტყობს. დღიურის, როგორც პროექტის მთავარი განმასხვავებელი და საინტერესო დეტალია -რესპონდენტების ხელწერის ხილვის საშუალება. მკითხველს წინ დიზაინერის დღიურია, რომლის მთავარი თემაც შესაბამისად მოდაა.
- რომ არა მოდა, არ იქნებოდა...
- სილამაზე.
- აკა ნანიტაშვილის მიერ შექმნილი სამოსი არის ქალბატონებისთვის, რომლებიც არიან...
- გემოვნებიანები, კრეატიულები, თანამედროვეები.
- მოდური რჩვევა, რომელიც არ მავიწყდება...
- ყოველთვის გახსოვდეს შენი სტილი.
ნატალია ბერიძის დღიური
დღიურის ერთგულ მკითხველს ნატალია ბერიძის დღიური ელოდება!
Angel.ge-ს გუნდსა და ნატალიას კაფე-სანაყინე Luca Polare-მ გვიმასპინძლა.
განსხვავებულ კითხვარში მკითხველი რესპონდენტის პროფესიისა და ყოველდღიურობისა მიღმა დარჩენილ დეტალებს გაიგებს. კომპოზიტორი და შემსრულებელი ნატალია ერთ-ერთი იმ რესპონდენტთაგანია, რომელთა დღიურიც ბანალური არ იქნება, წინ საინტერესო, მრავლისმეტყველი და შთამაგონებელი დღიური გელით. მუსიკა დღიურის მთავარი თემაა. მკითხველი ნატალია ბერიძის ინტერესების, შთამაგონებელი პერსონაჟებისა და მუსიკის შექმნის პროცესის შესახებ ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებს.

- ბავშვობაში ჩემი მომავალი წარმომედგინა, როგორც...
- კოსმონავტი ვიქნებოდი და NY-ში ვიცხოვრებდი. არასდროს არ ჩავიცვამდი ქუსლიან ფეხსაცმელებს.
- მუსიკის შექმნის პროცესი რომ აღვწერო...
- სიმარტივისა და თავისუფლების მდგომარეობა, რომელიც გაბრუნებს შენს საწყისთან, გამოგზაურებს ბავშვობაში და მომავალში. პროცესი მთავარია.
- სიამოვნების წყარო, რომელიც ჩემთვის უცლელია...
- მუსიკის სმენა/ წერა;
- მოგზაურობა;
- ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნა.
It Girl ანი ფხაკაძე
ქართველი It Girl ანი ფხაკაძე თავისი გამორჩეული და დახვეწილი სტილის წყალობით ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი გოგოა თბილისში.სითის CoverGirl მალე ახალ სტატუსს მოირგებს და საკუთარი ბლოგით საზოგადოების წინაშე წარსდგება.

,,ამერიკაში ცხოვრებამ ძალიან შემცვალა, ახლა რომ ვუკვირდები სულ სხვა ადამიანი ვიყავი ხუთი წლის წინ და სულ სხვა ვარ ახლა.ბევრად უფრო მოტივირებული და შრომისმოყვარე გავხდი''

,, ჩემი ბლოგი სულ რამდენიმე დღეში იქნება მზად პუბლიკისთვის.ეს უფრო უცხოელებზე გათვლილი ბლოგი იქნება ინგლისურ ენაზე, ვაპირებ ბევრ სხვა პროექტზე მუშაობას როდესაც ნიუ-იორკში დავბრუნდები.''
ჯაბა დიასამიძის დღიური
დღიური გრძელდება! ამჯერად პროექტის მასპინძელია კაფე-სანაყინე Luca Polare. ახალი სეზონის განსხვავებული და საინტერესო პროექტის სტუმარი საფრანგეთში მოღვაწე დიზაინერი- ჯაბა დიასამიძეა. დიზაინერის შემოქმედების მოტივაციაზე, ხედვასა და მუშაობის პროცესზე "დღიურის" მკითხველი ყველაფერს გაიგებს. პროექტის ფორმატი არ შეცვლილა, მკითხველს აქვს საშუალება სტუმრის ხელწერაც იხილოს. ჯაბა დიასამიძის დღიური ჩვენი ერთგული მკითხველისათვის!

- ჩემი ცხოვრების პრიორიტეტია...
- მეგობრობა.
- ჩემი შთაგონების წყაროა...
- ჩემი წარმოსახვის უნარი.
- რომ არა მოდა, არ იქნებოდა...
- ყველაფერი კარგად იქნებოდა.


ალექსანდრა პაიჭაძის დღიური
დღიურის ერთგული მკითხველისთვის პროექტი გრძელდება!
ქართული მოდისა და ტელე სივრცის დაპყრობა ადვილი არ არის, თუმცა ალექსანდრა პაიჭაძესთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. მოდელი და ტელეწამყვანი მალე მსახიობის ამპლუაშიც მოგვევლინება. ტელეკომპანია "GDS-ის" სერიალ "მზარეულების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟისთვის როლის გათავისება რთული არ ყოფილა. ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარული და გამავრცელებელი ალექსანდრა მუდამ ყურადღების ცენტრშია. რას აკეთებს ის სხეულის ფორმისათვის, რას ნიშნავს მისთვის ვარჯიში, არის თუ არა ეს მხოლოდ მოდელის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი თუ თერაპია, დღიურის მკითხველი გაიგებს. მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი ალექსანდრა ყველაზე ცხელი სეზონის დღიურის სტუმარია!
-ალექსანდრა 3 სიტყვით რომ დავახასიათო...
-შთაგონება, ენერგია, პოზიტივი, სტიმული, ღიმილი, ადამინები, სამი არ მყოფნის. :)
- ჯანსაღი ცხოვრების უცვლელი წესია...
- მეტი ძილი, წყალი, სიცილი, ვარჯიში.
- ვისურვებდი ყველამ შეიგრძნოს უფრო მეტი...
- "უშენოდ ალბათ მოვკვდები."
ნინა სუბლატის დღიური
ღიურის მომდევნო სტუმარი ნინა სუბლატია!
ჩვენი ერთგული მკითხველი ნინას ინტერვიუს სულმოუთქმენლად ელოდა. საინტერესო, განსხვავებული, წარმატებული ახალგაზრდა მომღერალი ევროვიზიისა და ყოველდღიურობის მიღმა დარჩენილი დეტალების შესახებ დღიურის კითხვარში გულწრფელი იყო. ხელწერა და სუბიექტური ხედვები რესპონდენტს სხვა კუთხით წარმოაჩენს. დღიურის მიზანიც ეს არის, არაორდინარული ინტერვიუ და გულწრფელი პასუხები იმ ადამიანებისგან, რომლებიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევიან. იხილეთ ნინა სუბლატის საინტერესო დღიური.

- ცხოვრებისეული ფრაზა,რომელიც მუდამ გონებაში მიტრიალებს...
- "Keep Going."
- ქალბატონებს ვურჩევდი...
- დაივიწყონ "სუსტი სქესის" არსებობა. ყველა თანასწორია.
- სიტყვა Warrior-ზე, პირველი ადამიანი, რომელიც მახსენდება არის...
- ყველა, ვინც თავისი პრინციპებისთვის, საკუთარი თავისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვის.
- ადამიანის ცხოვრება უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო...
- მმართველობა.
რეზი ნასიძის დღიური
დღიურის შემდეგი სტუმარი მსახიობი რეზი ნასიძეა.
სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" დღიურის რესპონდენტმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია და როგორც თვითონ ამბობს, კითხვა რომელიც არ უყვარს უკვე სერიალსა და მომდევნო სერიაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.დღიურში ცენზურის გარეშე გამოვაქვეყნეთ რევაზ ნასიძის სუბიექტური პასუხები, რომლებიც თამამი და გულწრფელია. დღიურის მკითხველს თავისუფალი და რეალური ინტერვიუ ელოდება. იხილეთ ახალგაზრდა მსახიობის ხედვა და ხელწერა დღიურში.
დღიურის პროექტის მასპინძელია- Breadbar.

- ერთხელ...
- ვცოცხლობთ.
- ადამიანის ბედნიერების მთავარი ელემენტია...
- სურვილების ასრულება.
- მსახიობის ცხოვრება წარმოუდგენელია ამის გარეშე...
- ალბათ, თავგადასავლების.
- მსახიობის მთავარი გამოწვევაა...
- როლი, ალბათ.
- საქართველოში ჩემი საყვარელი ადგილია...
- მემგონი მესტია (არ ვარ ნამყოფი).