მინიმალისტური დიდებულება: Stella Mccartney SS19
მომავალი გაზაფხული ცხელი და მშვიდი იქნება - მსგავს პროგნოზს სტელა მაკარტნი გვპირდება. არანაირი მყვირალა ფერები და ღია სამოსი - ეს მის სტილში სრულიად არაა. ინგლისელი დიზაინერი სანაპიროზეც კი კოსტიუმებში, შიფონის კაბებსა და ჯინსებში გვიშვებს. ირონიულია, რომ მსგავსი მინიმალისტური კოლექციისთვის ეპოქის ყველაზე ღირსშესანიშნავი სასახლე - გარნიეს საოპერო თეატრი შეირჩა.
შემოდგომის სეზონის 6 ტრენდი, რომელიც შეცვლის თქვენს გარდერობს
შემოდგომის სეზონისთვის მოდის სამყაროში მუდამ განსაკუთრებული მზადებაა, ეს პერიოდი ლამაზად ჩაცმის მოყვარულებს მრავალ სიახლეს და გამოწვევას სთავაზობს. წარმოდგენილი ნივთები გადამწყვეტ ადგილს დაიკავებს თქვენს გარდერობში და თითოეული ლუქის დაკომპლექტებისას თანამედროვე აქცენტს დასვამს.

სტილისტები გვკარნახობენ
, რომ სასწრაფოდ შევიძინოთ ან შევუკეთოთ ონლაინ: მიდი-სიგრძის ქვედაბოლოები, სექსუალური კორსეტი, ტყავის ან ვინილის ქურთუკი, მაღალყელიანი სწორი დგომის ჩექმები, ტომსიკა ჩანთები და წავიკრათ ატლასის თავშლები!
Off-White სპორტულ-გლამურული მარათონი spring 2019
Off-White თანაბრად პოპულარული და ატაცებული-hype ბრენდია როგორ ამერიკაში ასევე ევროპაში. პარიზის მოდის კვირეულზე ვირჯილ აბლომ სპორტული მარათონის ტიპის ჩვენება მოაწყო, რომელიც ბელა ჰადიდმა, კენდალ ჯენერმა და კაია გერბერმა გახსნეს. ამ თაობის სუპერმოდელებთან ერთად პოდიუმზე ვიხილეთ პროფესიონალი ათლეტები, თითოეული მოდელის გამოჩენისას ტაბლოზე მათი სახელები და ნაციონალობა იწერებოდა.

ვირჯილი Off-White-ს აღწერს როგორც ესთეტიურ შედევრს, რომელსაც ღებულობს სავსებით არათავსებადი მატერიების და იდეების კომბინაციით. აღნიშნული კოლექცია გლამურის ინექციებით გაჯერებულ Off-White და Nike-ის კოლაბორაციას წარმოადგენს.
სექტემბრის საუკეთესოდ შემოსილი ქალბატონები
PORTER ონლაინ ჟურნალი აქვეყნებს სექტემბრის თვის საუკეთესოდ შემოსილი ქალბატონების სიას, რომელთა ლუქებმაც რედაქტორების ყურადღება მიიპყრო რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით: მოდურია, დაცულია პიროვნების სტილი, ღონისძიებასთან შესაბამისობაში.
JACQUEMUS ზაფხული ფრანგულ რივიერაზე
თანამედროვეობის "ყველაზე ფრანგი დიზაინერი" ჟაკომუსი არ კარგავს რეალობის შეგრძნებას და უბრალოებას, დიზაინერმა 2019 წლის ზაფხულის ready-to-wear კოლექცია წარმოადგინა, რომელსაც მგრძნობიარედ და თავდაჯერებით იხდენს მისი ქალი.

პოდიუმზე ვიხილეთ მოდელები სტელა მაქსველი, ედი კემპბელი, ბლანკა პადილა, სინდი ბრუნა... სტუმრების შორისაც უმრავლესობა ჟაკომუსის მიმდინარე კოლექციით შემოსილი იწონებდა თავს, საერთო ჯამშიც პარიზის მოდის კვირეულის ყველაზე გამორჩეულ ქალბატონებს Jacquemus-ის სამოსი და აქსესუარები ამშვენებდათ.
მომავალი სეზონის ყველაზე ელეგანტური კაბები - Valentino SS 2019
ვირტუოზი პიერპაოლო პიკოლი ქალურობასა და ელეგანტურობას მუდამ პომპეზურად წარმოადგენს. ვალენტინოს კრეატიულ დირექტორს ლეოპარდის პრინტი, ტყავის პალტოები, ugly-ბოტასები ნაკლებად ხიბლავს, რომლებსაც მოდის დედაქალაქებში ჩვენებიდან ჩვენებამდე ვხვდებით. დიზაინერის თითოეული კოლექცია აბსოლიტურად განსხვავებულია, მაგრამ მოდის სახლის მომხმარებლების აღტაცებას ყველა მათგანი ახერხებს. რატომ უყვართ ეს ბრენდი? - გამოკვეთილი პოლიტიკის გამო, Valentino-ს მუზა ყოველთვის ჩამოყალიბებული და სათანადოდ განსაზღვრულია.
რომელი ტენდენციები დაბრუნდა პარიზში
Street Style at Paris FW
ნაწილი პირველი


პარიზის ქუჩებში შეინიშნება ტენდენციები, რომლებიც აქტუალური ათიოდე წლის წინ იყო. სულ ცოტა ხნის წინ ჩატარებულ პარიზის მოდის კვირეულზე მოდური საზოგადოება კოპლებიანი კაბებით, კლასიკური ნაქსოვი ჟაკეტებით, ფართო მხრებიანი სვიტერებით, ვინტაჟური ჩანთებით და გაცრეცილი პალტოებით, უბრალო მონოტონური "ბალეტკებით" და ბრჭყვიალა ქვედაბოლოებით შემოსილი იწონებდა თავს. ჩვენც ხომ კარგად ვიცით, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ამ ვინტაჟური სტილის ნივთების დაბრუნება მნიშვნელოვან აღორძინებას მოასწავლებს, ახალ სამოსთან მათი შეხამება კი მეტად ორიგინალური და მიმზიდველი იქნება.
Balenciaga SS19: რას ჩავიცმევთ როცა მსოფლიოს კომპიუტერები დაიპყრობენ
დემნა გვასალია მოდის საზოგადოების პროვოცირებას განაგრძობს და ხანდახან ამას აბსურდული სამოსითაც ახერხებს. დემნასგან უკვე აღარაფერია გასაკვირი და პარიზის მოდის კვირეულზე მის მორიგ შოუს მოდის ინდუსტრიის მთელი სამყარო მოუთმენლად ელის. ქართველმა დიზაინერმა გადაწყვიტა, Balenciaga 2019 წლის გააფხული-ზაფხულის კოლექცია შედარებით ლაკონური ყოფილიყო. დემნამ მოწვეული სტუმრები "ვირტუალურ რეალობაში" გააერთიანა და კომპიუტერული პროგრამების კოდებსა და გამოსახულებებს შორის "ბალენსიაგას" კიდევ ერთი აღზევება ვიხილეთ.
ლალოს ზაფხული 2019
ქართველი დიზაინერი დების დუო: ლალო და ნინა დოლიძეები წარმოგვიდგენენ LALO-ს 2019 წლის ზაფხულისთვის განკუთვნილ კოლექციას, რომელიც გაყიდვაში 2018 წლის ნოემბრის თვიდან ჩაეშვება. ბრენდი, რომელიც ცნობილია ნაქსოვი ჯემპერებით, კვლავ ინარჩუნებს მის სავიზიტო ბარათს. მოდელი ლიკა რიგვავა გასაოცარი სინაზით წარმოაჩენს ბოტანიკურ ბაღში გადაღებულ კოლექციას.

მოდელი: ლიკა რიგვავა
ფოტოგაფი: ბექა ჩოლიკაშვილი
სტილი: ლადო ბოკუჩავა, აკა ფროდიაშვილი
კენდალ ჯენერის პირადი სტილი მოდის კვირეულის განმავლობაში
22 წლის ამერიკელი სუპერმოდელი და სელებრითი კენდალ ჯენერი მოდის კვირეულში აქტიურადაა ჩართული, მოდელმა მილანისა და პარიზში რამდენიმე ჩვენება გახსნა. პაპარაცები მას ევროპაშიც ისეთივე აქტიურობით დასდევენ, როგორც ამერიკაში. აღსანიშნია კენდალის სტილი, მოდელი შესანიშნავად გამოიყურება ქუჩის ფოტოებში, სადაც მის პერსონალურ სტილს წარმოაჩენს.

კენდალი უკვე ლოს ანჯელესში დაბრუნდა, გადავხედოთ მის ლუქებს სექტემბრის თვიდან: პარიზი, მილანი, ნიუ იორკი.
ანი დათუკიშვილის 2019 SS ლუქბუქი
ქართველი დიზაინერი ანი დათუკიშვილი აღნიშნულ, 2019 წლის ზაფხულის კოლექციას სულ მალე, ნოემბერში წარმოადგენს მერსედეს-ბენც თბილისის მოდის კვირეულზე. კოლექცია უკვე იხილა მაყურებელმა სტამბულის მოდის კვირეულზე და დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფოტოგრაფი: ლაშა ბაკურაძე
მოდელი: ლიზი გოძიაშვილი
ვიზაჟი: makeup institute Georgia
წყალზე მოელვარე კოლექცია - Saint Laurent SS 2019 კვლავ ეიფელის კოშკის ფონზე
რთულია წარმოიდგინოთ უფრო მეტად "ფრანგული" რამ მოდაში, ვიდრე ღამით, ეიფელის კოშკთან ჩატარებული გრანდიოზული შოუ.

Saint Laurent-ის კრეატიულმა დირექტორმა, ენტონი ვაკარელომ შოუ საფრანგეთის დედალაქის სიმბოლოსთან უკვე მეორეჯერ ჩაატარა, ოღონდ ამჯერად, მოდელებს ექსტრემალური პირობები შეუქმნა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით წყლის ზედაპირზე ატარა. ბრენდის ახალი გლამურული კოლექცია, რა თქმა უნდა მოკლებულია ვულგალურობას და დახვეწილობის უმაღლეს დონეს აღწევს.
NY კვირეულის რეალური ქალბატონები
დღეს მცირედად არაორდინალურ პუბლიკაციას წარმოგიდგენთ: ნიუ იორკის მოდის კვირეულზე დამსწრე სტუმრების ჩაცმულობა, თუმცა არა საუკეთესოდ.. და არა არც ყველაზე უგემოვნოდ შემოსილნი. აღნიშნული ფოტოების სელექცია მოდის სფეროში მოღვაწე ჟურნალისტების, რედაქტორების, ბაიერების, მოდელების და უბრალოდ მოდის მიმდევართა სტილს ასახავს, რომლებიც სამუშაო გრაფიკით მიემართებოდნენ ჩვენებებზე, მათი ამ დღის ჩაცმულობა სავარაუდოდ არ მოხვდებოდა ცნობილი ფოტოგრაფების ობიექტივში, თუმცა რეალურად შესანიშნავად გამოიყურებოდნენ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათ უმეტესობას არ მოსავს თავიდან ბოლომდე ბრენდული ძვირადღირებული სამოსი, არც რომელიმე მოდის სახლს წარმოადგენენ. ისინი უბრალოდ წარმოაჩენენ თავიანთ სტილს, მისდევენ მოდას რამდენიმე ტრენდული ნივთით და გათვალეს, რომ ეს ყველაფერი კომფორტულად მოერგოთ დატვირთულ და წვიმიან ნიუ იორკში.
Gucci Cruise 2019 campaign
Gucci Cruise 2019 campaign: Gucci Gothic
GUCCI საკრუიზო კოლექციის სარეკლამო კამპანია, ანუ მიკელეს კიდობანი

ალესანდრო ბიბლიურ ნოაზე ბევრად გულუხვი აღმოჩნდა და კამპანიაში უხვად ცხვრები, ბაჭიები და ძროხები გადაიღო. მისმა კიდობანმა მრავალი ცხოველი და მოდელი დაიტია, რომელთაც მოსავდათ 2019 წლის საკრუიზო ანუ ზამთრისა და ზაფხულის სეზონის გარდამავალი პერიოდისთვის განკუთვნილი სამოსი. ჩვენ კი წარმოდგენაც არ გვინდა მისი ფანტაზიით, შვებულებაზე საით შეიძლება წაიღოს წარღვნამ მიკელეს კიდობანი...
10 ტრენდი 2019 წლის მილანის მოდის კვირეულიდან
იტალიური მოდის კვირეული ყოველთვის ქალურობითა და ელეგანტურობით გამოირჩევა. ახალ სეზონზე ვინტაჟური ხელთათმანები და ვიქტორიანული კაბები საფარის და სპორტულ სტილს წარმატებით დაუმეგობრდნენ.

იტალიელებმა მშვენივრად იციან, რომ მსუბუქი კაბები და ხელოვნების ნიმუშის მსგავსი ფორმები ლამაზია, მაგრამ ქალბატონს ერთნაირად ესაჭიროება როგორც რომანტიკული საღამოს სამოსი, ისე ყოველდღიური სიტუაციებისთვის შესაფერისი კომფორტული ტანსაცმელი. მილანის მოდის კვირეულზე ახალ სეზონს თანამედროვედ მიუდგნენ: სპორტული ფორმები, ექსცენტრიკული პრინტები, ნაზი კაბები და დიზაინერული სიურპრიზები. წარმოგიდგენთ ახლახან დამთავრებული კვირეულის 10 საკულტო და აქტუალურ ტრენდს, რომლებითაც მომავალ წელს ქუჩები გაივსება.