Isabel Marant SPRING 2019 RTW
იზაბელ მარანის 2019 წლის საზაფხულო კოლექციის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე ვერცხლისფერ ფარდას მიღმა შედგა, ბოჰემურ-შიკთან ერთად დიზაინერმა კოლექციას და ჩვენებას დისკო ელვარება შესძინა. პოდიუმზე ვიხილეთ მარანის-ეული თვლებით მოჭედილი ქურთუკები, ფოჩებიანი სამოსი, ჯინსები პაჩებით, ჩაჩაჩული ფეხსაცმელი, ვერცხლიფერი შორტები და მბზინავი ძაფით ნაქსოვი ჯემპერები, ასევე კომბინიზონები და ფართო შარვლები აღმოსავლურ სტილში.
TREND: ცხოველური პრინტი აქსესუარებზე
მოდური ტენდენციები ელვის სისწრაფით იცვლება, დღეს დღეისობით მრავალი ფაქტორი მოქმედებს ტრენდის გამოკვეთაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია თუ რა მოეწონათ მოდურ გოგონებს და ინფლუენსერებს, როგორ მოირგებენ და წარმოაჩინენენ ინსტაგრამზე და street style-ფოტოგრაფების ობიექტივში. დიზაინერები ჩვენების დასრულებისთანავე აგზავნიან საჩუქრების სახით თავიანთ სამოსს, აქსესუარებსა და სამკაულს.. შემდგომ კი ყველანი უცდიან მათ გამოჩენას და აი:

2018 წლის შემოდგომის ერთერთი გამოკვეთილი ტრენდი: ცხოველური პრინტი აქსესუარებზე რომელიც განსაკუთრებით მცირე ზომის ჩანთების ფორმითაა წარმოდგენილი, ასევე აქტუალურია მაღალყელიანი ჩექმები და ქამრები ლეოპარდისა და გველის ტყავის იმიტაციით.
9 მთავარი ტრენდი Gucci SS 2019-ის ჩვენებიდან
წარმოგიდგენთ მომავალი სეზონის ყველაზე სასურველ ნივთებს "გუჩისგან"
სირაქლემას ბუმბულებიდან უზარმაზარ ჟილეტებამდე

უკანასკნელი სეზონების ყველაზე განხილვადი ბრენდი, რომელსაც ალესანდრო მიკელე უდგას სათავეში, პოპულარობის ზენიტს ყოველ ჩვენებაზე აფართოებს.

ალესანდრო მიკელეს მოსვლისთანავე ბრენდის "რენესანსის ეპოქა" იწყება. კლიენტები, რომლებმაც ახალგაზრდობა 70-80-იან წლებში განვლეს, დიზაინერის ალუზიებზე გიჟდებიან. მილენიალები კი ნოვატორული ხედვისა და კრეატივის გამო "გუჩის" კულტურის ნაწილნი გახდნენ. ბრენდის თითოეული ნივთი აქტუალურია. ამჯერად მიკელემ ნათელი, თეატრალური და წარსულიდან გადმოსული კადრები წარმოგვიდგინა.
მოდის პირდაპირი ილუსტრაცია - Moschino SS 2019
თანამედროვეობის ყველაზე ირონიული დიზაინერი, ჯერემი სკოტი ახალი კოლექციით ჩვენს გაოცებას კვლავ ახერხებს.

პოდიუმზე სარკაზმის გამოხატვის მოყვარულმა მილანის მოდის კვირეულზე ზედმიწევნით ასახა, ის რაც თავის ბლოკნოტში ჰქონდა დახატული. შოუს ყველაზე თვალსაჩინო მოდელებმა, რომელთა შორისაც იყვნენ კენდალ ჯენერი, კაია გერბერი, ბელა და ჯიჯი ჰადიდები, დიზაინერის ჩანაფიქრი ეფექტურად წარმოადგინეს.
მატილდა გვარლიანი PULL and BEAR-ის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს
ქართული სააგენტოს, Look Models Management-ის 15 წლის სახე, მატილდა გვარლიანი ტანისამოსს ბრენდმა PULL&BEAR-მა საერთაშორისო სარეკლამო კამპანიისთვის გადაიღო. მატილდა რამდენიმე მოდელთან ერთად პოზირებს და ბრენდის საშემოდგომო სამოსს წარმოადგენს. ქართველი მოდელის ფოტოები PULL&BEAR ბრიტანულ საიტზე უკვე განთავსებულია. მას "რეტრო სტილის" განყოფილებაში ვხედავთ.
ტრიუმფი მილანის მოდის კვირეულზე - Prada SS 2019
მიუსია პრადამ გვაჩვენა თუ რას ჩაიცვამდა ახალგაზრდა ტვიგი მინელიანთა ეპოქაში რომ ეცხოვრა

შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ნეონის ფერებისგან დაღლილმა დიზაინერმა თავშეკავებას კრეატივის გამოვლინებით მიმართა. Prada-ს ახალი საგაზაფხულო კოლექცია ლაკონიური პერანგებისგან, ტრაპეციის ფორმის ტოპებისგან და ატლასის babydoll კაბებისგან შედგება, რომელთა სიგრძეც მუხლთან ჩერდება. გარეგნული სიმარტივის მიუხედავად, ბრენდის შემოქმედებითი ჯგუფის ფანტაზია პრინტებში მაინც გამოიკვეთა: აბსტრაქტული ფერები და გამოსახულებები აღორძინების ეპოქას მოგვაგონებს. 60-იანების ექსპრესიულობა და ნათელი ელფერი მრავალფეროვან ფერთა პალიტრაშია აღბეჭდილი.
რა აცვიათ მოდელებს მოდის კვირეულების ჩვენებებს შორის
მოდის ინდუსტრიაში საშემოდგომო ციებ-ცხელება დაიწო და ყველა ფეშენისტას ყურადღება მსოფლიოს მოდის ქალაქებისკენა მიპყრობილი. ნიუ-იორკიდან ლონდონში, ლონდონიდან კი მილანში გადავინაცვლეთ. ცნობილი დიზაინერები ახალი საგაზაფხულო კოელქციებით ერთმანეთს წარმატებით ენაცვლებიან. პოდიუმის მთავარ გმირებს კი ჩვენებების დაწყებამდე კომფორტულ, ყოველდღიურ ჩაცმულობაში აფიქსირებენ.
Alberta Ferretti SPRING 2019 RTW
Alberta Ferretti კოლექცია, სწორედ ის არის რასაც მოდის მიმდევარი და რეალობასთან ახლოს მყოფი გოგონები მოვიაზრებთ საზაფხულო კოლექციის გაგონებაზე. პალიტრა პასტელურ ვარდისფერს, ცისფერს, ბაც მწვანეს, ჯინსს, კარგო შარვლებს და საფარის ჩალისფერს, რუშებიან და კროშეტ დელიკატურ ბამბის მატერიას მოიცავს. თუმცა კრიტიკოსთა აზრით დიზაინერმა ვერ წარმოაჩინა მოდის სახლის მკაფიო ხელწერა და იგრძნობოდა სხვა ბრენდებისადმი მსგავსება, პოდიუმზე ტოპ მოდელები გამოვიდნენ და კოლექციისადმი ახალგაზრდა გოგონების დამოკიდებულება პოზიტიურად განგვაწყობს.
ლონდონის FW სტუმრების ჩაცმულობა
ლონდონის მოდის კვირეულს მუდამ გამოარჩევს დამსწრე სტუმართა ჩაცმულობა, თუმცა მართალია თავად კოლექციების მიმართ ნაკლები მოლოდინია. ბრიტანელებს ახასიათებთ მკვეთრი გარღვევა არისტოკრატიზმსა და პანკს შორის, ჩასული სტუმრები და პრესის წარმომადგენლები კი სათანადოდ იჭერენ ქალაქის პულსს.

წარმოგიდგენთ მეორე რეპორტაჟს, ლონდონის 2019 წლის ზაფხულის მოდის კვირეულის ჩვენებებზე მიმავალი სტუმრების ჩაცმულობას.
Fausto Puglisi SPRING 2019 RTW
ყველანაირი გემოვნების ადამიანი მოიძებნება მოდაში, და შეუძლებელია ყველაზე სექსუალური და კაშკაშად გამოხატვის სურვილი ვერ დააკმაყოფილოს Fausto Puglisi 2019 წლის ზაფხულის კოლექციიდან საღამოს და კოქტეილის კაბებმა. დიზაინერი სიცილიური სიჯიუტით იმეორებს რამდენიმე ტრენდს, რაც მის ხელწერად ჩამოყალიბდა. მზის დიდ გამოსახულებას პრინტისა და აქსესუარების სახით სიმხურვალე შეაქვს ასიმეტრიულ ფერად და შავ ლუქებში.
Shrimps SPRING 2019 RTW
ბრიტანელი დიზაინერის ჰანა ვილანდის ბრენდი Shrimps ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. Shrimps-ის 2019 წლის ზაფხულის კოლექცია ინარჩუნებს ბრენდის უცვლელ ხელწერას: ხელოვნური ბეწვის ქურთუკები, ასევე მეორდება ყვავილებით დაჩითული კაბები და თვლებით "ბისერებით" აწყობილი ჩანთა Antonia-ს ვარიაციები, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული გაყიდვების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა და ბრენდი არ წყვეტს მის წარმოებას. კოლექცია დიზაინერისთვის ძალიან პერსონალურია, ყვავილების და ნახატების თემა მისი ბავშვობის მოგონებებიდან იღებს სათავეს.
Burberry SPRING 2019 RTW
რიკარდო ტიშიმ Burberry ქოლგის ქვეშ მოაქცია ყველა თაობა - წერს VOGUE. “The mother and the daughter, the father and the son, It’s like a patchwork or a mix of the British lifestyle” - აღწერს თავად დიზაინერი 2019 წლის ზაფხულის კოლექციას, სადაც მან ქალისა და მამაკაცის სამოსი წარმოადგინა. კოლექცია ბრიტანულ კულტურასა და პანკ სტილს შორის აკეთებდა მსუბუქ გადასვლებს, ტიშის მიზანიც სწორედ ამ ბალანსის წარმოჩინება იყო, დიზაინერმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მართალია ის ერთერთი პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც street wear - ანუ ყოველდღიური "ქუჩის" სამოსი შემოიტანა მოდაში, თუმცა ის ახლა ფიქრობს რომ ქუჩა ზედმეტი დოზითაა მოდაში და დავიწყებულია ჭრისა და Savile Row-ის ატელიეს თერძის ტექნიკა. ამ კოლექციით ბარბერის მრავალწლიანმა ბრენდმა ხარისხიან უნივერსალიზმს მიაღწია და ბაიერების აზრით შესანიშნავ გაყიდვებს მიაღწევს.
No. 21 : SPRING 2019 RTW
ალესანდრო დელ აქუამ 2019 წლის ზაფხულისთვის დახვეწილი, თავშეკავებული და მაქსიმალურად მინიმალისტური კოლექცია წარმოადგინა. სულ რამდენიმე ტონალობა და სულ რამდენიმე ტიპის მატერიამ დააკომპლექტა კოლექცია, სამოსის სიულეტიც მეორდებოდა ამ რამდენიმე ვარიაციაშია. No 21 კოლექცია ზრდასრულ, ჩამოყალილებულ ქალზეა გათვლილი, რომელიც პოულობს მის კაბას და იმეორებს მას რამდენჯერმე და რამდენიმე ფერში.
Fear of God - საშემოდგომო კოლექცია
ბრენდი სახელწოდებით Fear of God წარმოგვიდგენს მე-6 კოლექციას. კალიფორნიული ბრენდის, დიზაინერ ჯერი ლორენცოს კამპანია ფოტოგრაფმა ტომი ტონმა გადაიღო. ის, ისევე როგორც ლუქბუქი ჯარედ ლეტომ წარმოადგინა, როგორც მოდელმა. მამაკაცის სამოსის კოლექცია და Nike-თან კოლაბორაციით შექმნილი ფეხსაცმელები 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვისაა განკუთვნილი. დაცულია ბრენდის ხელწერა: დიდი ზომის სთაილინგი.
ლონდონის მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობა
მოდის მიმდევართა ყურადღება ამჯერად ლონდონზეა მიპყრობილი. ლონდონის მოდის კვირეულის ჩვენებების პარალელურად ქუჩის-მოდის ფოტოგრაფებისთვის მეტად საინტერესოა სტუმრების ჩაცმულობის აღბეჭდვა. აქ შეხვდებით ყველაზე ძვირადღირებული და hype ბრენდების ნივთებს უახლესი კოლექციიებიდან, რომელიც ბრიტანელებს იმდენად უბრალოებით და კომფორტულად მოურგიათ, ერთის შეხედვით შეიძლება ვერც მიხვდეთ რომ ეს მოდის კვირეულის ჩვენების ავენიუს მიმდებარედაა გადაღებული. ჭარბობს Gucci, Prada, Fendi, Christian Dior და Acne Studios-ს აქსესუარები და სამოსი. სპორტული მასიური ფეხსაცმელი და ჯაჭვის სამკაულები კვლავ ტოპ-ტრენდია, სიახლეს კი ბრიტანული კობუკრული პრინტების სიუხვე წარმოადგენდა.