თბილისის მოდის კვირეული / დღე 2
წარმოგიდგენთ თბილისის მოდის კვირეულის TFW-ს მთავარ ლოკაციაზე Designer Center-ში მეორე დღის ჩვენებებზე დამსწრე სტუმართა ჩაცმულობას. ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით დეტალებმა მიიპყრო, როგორც ირკვევა თბილისელთა უმეტესობა CHANEL-ის ჩანთების დიდი მოყვარულია...

ფოტოები სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის იქნა გადაღებული და აქამდე მათი ნახვა შეგეძლოთ ჩვენს ინსტაგრამზე @wwwangelge და ფეისბუქის ფეიჯის ალბომში.
თბილისის მოდის კვირეული / დღე 1
თბილისის მოდის კვირეული ოქტომბრის თვის მიწურულს გაიმართა, სადაც დიზაინერებმა გაზაფხული-ზაფხული 2014 და ზამთრის კოლექციაც წარმოადგინეს. სტუმრების ჩაცმულობის ამსახველი ფოტოების ხილვა, რომელიც სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის გადაიღო ელენე გოგელიამ შეგეძლოთ ჩვენს ინსტაგრამზე @wwwangelge და ფეისბუქისფეიჯის ალბომში. ახლა კი წარმოგიდგენთ თბილისის მოდის კვირეულის პირველი დღის ჩვენებებზე დამსწრე სტუმართა ჩაცმულობას, რომლებიც ბიბლიოთეკაში გამართულ ანუკი არეშიძის ANOUKI ჩვენებას და TFW-ს მთავარ ლოკაციაზე Designer Center-ში იმყოფებოდნენ.
შანელის საუკეთესო სარეკლამო რგოლები
შანელის სუნამოების სარეკლამო რგოლი ყოველთვის წარმოადგენს მეტს, ვიდრე უბრალოდ ახალი არომატის სარეკლამო რგოლს. ცნობილი რეჟისორები, მოდელები, მსახიობები და მუსიკოსები სპეციალურად დამუშავებული საუნდტრეკით წარმოგვიდგენენ ისტორიას და ხასიათს, რომელსაც შანელის ლეგენდარული სუნამოები და ტუჩსაცხი გვთავაზობს.

ცოტა ხნის წინ ვიხილეთ კიდევ ერთი სარეკლამო რგოლი "THE ONE THAT I WANT"
No.5-სუნამოსთვის, რომელიც 10 წლის შემდეგ კვლავ Baz Luhrmann-მა გადაიღო.
გადავხედოთ შანელის საუკეთესო 7 მოკლემეტრაჟიან-ფილმს


CHANEL N°5 "The One That I Want"
შედგა შანელის ლეგენდარული სუნამოს N°5 ახალი მოკლემეტრაჟიანი სარეკლამო
ფილმის პრემიერა, რომლის მთავარი გმირიც სუპერმოდელო ჟიზელ ბიუნდჰენია!

10 წლის წინაც სწორედ რეჟისორმა Baz Luhrmann-მა გადაიღო შანელის სარეკლამო კლიპი, რომელშიც მსახიობი ნიკოლ კიდმანი მონაწილეობდა და დეკადის საუკეთესო სარეკლამო კლიპად მიიჩნეოდა. The Great Gatsby, Australia, Moulin Rouge!, Romeo + Juliet, Strictly Ballroom -ის რეჟისორი 10 წლის შემდგომ კვლავ იღებს კლიპს Chanel No. 5 -სთვის! ამჟამად მისი რჩეული სუპერმოდელი Gisele Bündchen და მსახიობი Michiel Huisman არიან (ცნობილი Daario Naharis -ის როლით HBO-ს სერიალოდან Game of Thrones), კომერციული ფილმის სახელია The One That I Want, რომელსაც შეესაბამება Lo-Fang-ის ამავე სახელწოდების საუნდტრეკი.

CHANEL N°5
The One That I Want
Mercedes Benz Tbilisi Fashion Days
დასრულდა მერსედეს-ბენცის მოდური დღეები, რომელიც პირველად გაიმართა საქართველოში. თბილისი, 2014 მაისი

მრავალმა ცნობილმა ქართველმა, უცხოეთში მოღვაწე ეროვნებით ქართველმა, უკრაინელმა და რუსმა დიზაინერმა სწორედ მერსედეს ბენცის კვირეული არჩია თავიანთი კოლექციების წარმოსადგენად. ასევე გაიმართა დამწყები დიზაინერების BENEXT და ფოტოხელოვანთა ART Georgia კონკურსი. ჩვენებებისთვის მთავარ ლოკაციად ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო სივრცე შეირჩა, სადაც განთავსებული იყო გენერალური სპონსორის Mercedes-Benz -ის უახლესი მანქანის მოდელები. ასევე ქართველ და უცხოელ სტუმრებს ზოგიერთმა დიზაინერმა გამორჩეული ჩვენებით უმასპინძლა ალტერნატიულ სივრცეში, მოეწყო შოურუმი, გამოფენები და ინსტალაციები, ყოველი ჩვენებებით დატვირთული დღის ბოლოს კი After Party ეწყობოდა სტუმრებისთვის და MBFDT პერსონალისთვის. კვირეულის მიწურულს კი N-Duo-Concept და More Is Love-მ მოდური საუზმე და ბრანჩი მოუწყვეს უცხოელ ჟურნალისტებსა და ბაიერებს. გთავაზობთ დამსწრე სტუმრების ჩაცმულობის ამსახველ ფოტოებს.
Free People - საქორწილო კოლექცია
Free People- ბრენდი, რომელიც ონლაინ მაღაზიის საშუალებით წარმოგვიდგენს საკუთარ კოლექციას, ამჟამად გვთავაზობს საქორწილო კოლექციას. კაბები ბრენდის სტილშია შესრულებული: ბოჰემური, რომანტიული და ნაზი - ყვავილებით და მაქმანებით, თავისუფალი და სექსუალური - გამჭვირვალე და ჭრილებით, უხეში და როკ-დეტალებით.

Free People-ის ეს 4 მოდელი: სენდი, ლუ, მიდოუ და ჯინჯერი, რომლებიც გადაიღო ფოტოგრაფმა Annie Edmonds ერთხელაც იტყვიან “I Do”
FIRST KISS Tatia PIlieva Tatia PIlieva
FIRST KISS by Tatia PIlieva
ვიდეო, რომელსაც წარმოგვიდგენს WREN რეჟისორი გახლავთ თათია ფილიევა, საქართველოდან, რომელიც თვითერიდან გვეცნობა, როგორც ‏@Tati_P: I'm a filmmaker living in Los Angeles. I grew up in Georgia. Country, not the State.

წარმოგვიდგენს მოკლემეტრაჟიან ფილმს FIRST KISS, რომლის გადასაღებად 20 უცნობს თხოვეს, პირველად ეკოცნათ ერთმანეთისთვის.
სიმღერები ეჭვიანობა, ღალატსა და კრიმინალზე


Norah Jones - ის სიმღერა "Miriam" ალბომიდან Little Broken Hearts განეკუთვნება კრიმინალური ბალადის ჟანრს. ტერმინ Murder ballad ქვეშ მოქცეული ასეთი სიმღერები, როგორც ამბობენ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იყო პოპულარული სკანდინავიაში. ასეთი ტიპის სიმღერები უმეტესწილად გადმოსცემენ კრიმინალური ძალის გამოყენებით სამართლიანობის აღდგენას და რომანტიულ ვერსიებში გატეხილი გულისთვის შურისძიებას. ნორას ეს სიმღერაც ასეთ ისტორიას ყვება. მომღერალი ამბობს, რომ მას ყოველთვის უყვარდა დოლი პარტონის სიმღერა "ჯოლინ", თუმცა ის მისგან განსხვავებით არ ეხვეწება კონკურენტ ქალს დათმოს მისი შეყვარებული, არამედ კარგად უთავაზებს მას... მოკლავს.

წარმოგიდგენთ სიმღერებს, რომელთა მთავარი თემა ეჭვიანობა, ღალატი და კრიმინალია
Burberry მაღაზიის გახსნა
ბრიტანულმა ბრენდმა Burberry-მ საქართველოში, თბილისში პირველი მაღაზიის გახსნას სპეციალური მიღება მიუძღვნა.
საღამოს 150 მოწვეული სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის თაკო ჩხეიძე, ანუკი არეშიძე, სალომე ღვინიაშვილი, ნინი ზარქუა, ეკა ხოფერია, თეა აგლაძე, რუსკა მაყაშვილი, ნინო ელიავა, ქეთი ბოჭორიშვილი, ნატუკა ქარქაშაძე და სხვები.
ანუკი არეშიძე - 5 looks
გთავაზობთ ანუკი არეშიძის 5 ლუქს,
რომელიც ჩვენმა ფოტოგრაფმა ელენე გოგელიამ გადაიღო სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის

"მაქსიმალურად ვაკეთებ იმას, რაც საჭიროა. მომწონს-არ მომწონს ჩემს სურვილებს გვერდზე ვდებ და ორიენტირებული ვარ მხოლოდ ერთ ადამიანზე და ბავშვებზე, ამ ეტაპზეც ასეა, კარგი მეგობრები ვართ სახლში. ბევრს ვსაუბრობთ, ცოტა ფსიქოლოგიც ვარ და კარგად ვეწყობით ერთმანეთს."