აკა ნანიტაშვილის დღიური
დღიურის მომდევნო სტუმარი დიზაინერი აკა ნანიტაშვილია!
კაფე-სანაყინე Luca Polare-ში რესპონდენტმა დღიურის განსხვავებულ კითხვებს უპასუხა. რა არის დიზაინერის შთაგონების წყარო და მოტივაცია, დიზაინერის შემოქმედებასა და ინტერესებზე დღიურის მკითხველი უფრო მეტს შეიტყობს. დღიურის, როგორც პროექტის მთავარი განმასხვავებელი და საინტერესო დეტალია -რესპონდენტების ხელწერის ხილვის საშუალება. მკითხველს წინ დიზაინერის დღიურია, რომლის მთავარი თემაც შესაბამისად მოდაა.
- რომ არა მოდა, არ იქნებოდა...
- სილამაზე.
- აკა ნანიტაშვილის მიერ შექმნილი სამოსი არის ქალბატონებისთვის, რომლებიც არიან...
- გემოვნებიანები, კრეატიულები, თანამედროვეები.
- მოდური რჩვევა, რომელიც არ მავიწყდება...
- ყოველთვის გახსოვდეს შენი სტილი.
7 ფერის საუკეთესო კომბინაცია
მათთვის, ვისაც არ უყვარს ერთფეროვნება და პრიორიტეტს ფერთა შეხამებას ანიჭებს, გთავაზობთ საუკეთესო ფერთა კომბინაციებს. განსხვავებული და გამორჩეული ლუქის მისაღწევად სწორად უნდა შეარჩიოთ სამოსის ფერები. მკვეთრი ფერების შეხამება უფრო თვალისმომჭრელ ეფექტს მოგანიჭებთ. იხილეთ 7ფერის კომბინაცია, რომლებიც შემოდგომას ყველაზე მეტად უხდება!
ვარსკვლავები, რომლებსაც შვილები არ სურდათ!
გავრცელებული შეხედულებით, ქალის უმთავრესი მოვალეობა და მისია შვილის გაჩენა და გაზრდაა. თუმცა არსებობენ ისეთი ქალებიც, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ და ბავშვის გაჩენაზე, საკუთარი სოლიდური ასაკის მიუხედავად არც კი ფიქრობენ. წარმოგიდგენთ ცნობილი, ლამაზი და სექსუალური სელებრითების მოკლე სიას, რომელთაც მემკვიდრის გაჩენის სურვილი არ ქონდთ და მიაჩნდათ რომ ბავშვის გარეშეც მშვენიერი, საინტერესო და კარგი ცხოვრება ჰქონდათ.თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მათი შეხედულებებიც იცვლება და დღეს ზოგიერთი მათგანი მრავალშვილიანი დედაა.

ვარსკვლავები, რომლებსაც შვილები არ სურდათ!

მონიკა ბელუჩი: ''არასოდეს მიფიქრია და მიოცნებია დედობაზე. პირიქით, სულ არ მინდოდა შვილების გაჩენა, არ ვიყავი მზად დედობისთვის. ამის გამო იყო, რომ პირველი ქალიშვილი 40 წლის ასაკში შემეძინა, მეორე - 46 წლის ასაკში. ახლა ვხვდები, რა საყვარელია შვილი. დღეს უკვე აღარ მაინტერესებს პრემიერები, წითელი ხალიჩები. მხოლოდ ჩემს შვილებთან ყოფნა მინდა.''


ნატალია ბერიძის დღიური
დღიურის ერთგულ მკითხველს ნატალია ბერიძის დღიური ელოდება!
Angel.ge-ს გუნდსა და ნატალიას კაფე-სანაყინე Luca Polare-მ გვიმასპინძლა.
განსხვავებულ კითხვარში მკითხველი რესპონდენტის პროფესიისა და ყოველდღიურობისა მიღმა დარჩენილ დეტალებს გაიგებს. კომპოზიტორი და შემსრულებელი ნატალია ერთ-ერთი იმ რესპონდენტთაგანია, რომელთა დღიურიც ბანალური არ იქნება, წინ საინტერესო, მრავლისმეტყველი და შთამაგონებელი დღიური გელით. მუსიკა დღიურის მთავარი თემაა. მკითხველი ნატალია ბერიძის ინტერესების, შთამაგონებელი პერსონაჟებისა და მუსიკის შექმნის პროცესის შესახებ ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებს.

- ბავშვობაში ჩემი მომავალი წარმომედგინა, როგორც...
- კოსმონავტი ვიქნებოდი და NY-ში ვიცხოვრებდი. არასდროს არ ჩავიცვამდი ქუსლიან ფეხსაცმელებს.
- მუსიკის შექმნის პროცესი რომ აღვწერო...
- სიმარტივისა და თავისუფლების მდგომარეობა, რომელიც გაბრუნებს შენს საწყისთან, გამოგზაურებს ბავშვობაში და მომავალში. პროცესი მთავარია.
- სიამოვნების წყარო, რომელიც ჩემთვის უცლელია...
- მუსიკის სმენა/ წერა;
- მოგზაურობა;
- ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნა.
Stars: Suffering from Depression
ცნობილი ქალბატონები, რომლებიც იტანჯებოდნენ მშობიარობის შემდგომი დეპრესიით
5 ცნობილი დედა, რომლებიც გამოტყდნენ, რომ შვილის გაჩენამ მძიმე აპათია, სევდა და შფოთვა მოუტანა


სტატისტიკის მიხედვით, პლანეტის ქალების 13% იტანჯება მშობიარობის შემდგომი დეპრესიით — ხანგრძლივი უგუნებო მდგომარეობა, მარტოსულობის გადაულახავი გრძნობა და იმედგაცრუება, თავის ტკივილი და გულის ფრიალი. ყოველდღიური ზრუნვა "ახლად გამომცხვარი" დედებისგან მოითხოვს ფიზიკურ და სულიერ ძალისხმევას, საბოლოო ჯამში კი იწვევს უსუსურობის განცდას. მშობიარობის შემდგომი დეპრესია ნებისმიერ ქალს შეიძლება დაემართოს - მდიდრები და ცნობილები გამონაკლისნი არ არიან. ამ პრობლემაზე ყველაზე სამაგალითო ვარსკვლავი დედები გამოტყდნენ.
7 მიმზიდველი ელემენტი
მიმზიდველობის საიდუმლო ყველა ქალბატონს აქვს. ინდივიდუალური სტილის პოვნისას, იკვეთება ის გამორჩეული ელემენტები, რომლებიც გეხმარებიან საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში. რას ფიქრობენ მამაკაცები თქვენს სტილზე, რთულად წარმოსადგენია, თუმცა არსებობს მეცნიერული დაკვირვებების შედეგად ჩამოყალიბებული აზრი, თუ რა არის მათთვის მიმზიდველი. ამჯერად, მიმზიდველ სამოსზე ვსაუბრობთ, რომლებიც მათთვის საინტერესოა. Harpers Bazaar-ის 7 ჩამოყალიბებული პუნქტი, წარმოგვიდგენს ელემენტებს, რომლებიც ქალბატონს უფრო მიმზიდველს ხდის.
It Girl ანი ფხაკაძე
ქართველი It Girl ანი ფხაკაძე თავისი გამორჩეული და დახვეწილი სტილის წყალობით ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი გოგოა თბილისში.სითის CoverGirl მალე ახალ სტატუსს მოირგებს და საკუთარი ბლოგით საზოგადოების წინაშე წარსდგება.

,,ამერიკაში ცხოვრებამ ძალიან შემცვალა, ახლა რომ ვუკვირდები სულ სხვა ადამიანი ვიყავი ხუთი წლის წინ და სულ სხვა ვარ ახლა.ბევრად უფრო მოტივირებული და შრომისმოყვარე გავხდი''

,, ჩემი ბლოგი სულ რამდენიმე დღეში იქნება მზად პუბლიკისთვის.ეს უფრო უცხოელებზე გათვლილი ბლოგი იქნება ინგლისურ ენაზე, ვაპირებ ბევრ სხვა პროექტზე მუშაობას როდესაც ნიუ-იორკში დავბრუნდები.''
ჯაბა დიასამიძის დღიური
დღიური გრძელდება! ამჯერად პროექტის მასპინძელია კაფე-სანაყინე Luca Polare. ახალი სეზონის განსხვავებული და საინტერესო პროექტის სტუმარი საფრანგეთში მოღვაწე დიზაინერი- ჯაბა დიასამიძეა. დიზაინერის შემოქმედების მოტივაციაზე, ხედვასა და მუშაობის პროცესზე "დღიურის" მკითხველი ყველაფერს გაიგებს. პროექტის ფორმატი არ შეცვლილა, მკითხველს აქვს საშუალება სტუმრის ხელწერაც იხილოს. ჯაბა დიასამიძის დღიური ჩვენი ერთგული მკითხველისათვის!

- ჩემი ცხოვრების პრიორიტეტია...
- მეგობრობა.
- ჩემი შთაგონების წყაროა...
- ჩემი წარმოსახვის უნარი.
- რომ არა მოდა, არ იქნებოდა...
- ყველაფერი კარგად იქნებოდა.
90's Love-stories
90-იანების საკულტო ვარსკვლავური რომანები
გამოჩენილი სასიყვარულო ისტორიების რეტროსპექტივა


დრო როდესაც, დღეისათვის პირველი ხარისხის მსახიობები თავს იმკვიდრებდნენ და სამსახურეობრივი მოვალეობების დროს ერთმანეთს ეცნობობდნენ. 90-იანები ბევრ საკულტო რომანს იტევს. ცნობილმა ვარსკვლავებმა იმ დროში თავიანთი ცხოვრების განსაკუთრებული სიყვარულები გამოსცადეს და იქვე დატოვეს. წარმოგიდგენთ 5 საკულტო რომანს.
16 რჩევა სიახლისთვის
იყო ყველასგან განსხვავებული, ეს მოდური ქალბატონის მთავარი მოტივაციაა.
შინაგანი სამყაროს წარმოსაჩენად, კომფორტული ლუქის შესაქმნელად და გამორჩეულობის შეგრძნებისათვის ინდივიდუალური სტილის გადახალისება აუცილებელია. გთავაზობთ რჩევებს, იმისათვის რომ თქვენი უნიკალური სტილი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს.
Legendary women in the movies and in reality
ლეგენდარული ქალბატონები:
ფილმებსა და რეალობაში


ნაწილი პირველი

გვატყვევებს მიშელ უილიამსი მერლინ მონროს როლით და ჰგავს ნაომი უოთსი ლედი დის? წარმოგიდგენთ დეტალურად შესწავლილ ქალთა კინობიოგრაფიებს, იმ მნიშვნელობით, გვანან თუ არა რეალური მსახიობები თავიანთ გმირებს, რომლებმაც გააცოცხლეს ისინი კამერის წინაშე.
Best screen adaptations
თანამედროვე ბესტსელერების ეკრანიზაცია
XXI-ე საუკუნის წარმატებული რომანების საუკეთესო ადაპტაციები


ცოტა ხნის წინ, ტელეეკრანებზე გამოვიდა ფილმი ლაბირინთში მორბენალი: ცეცხლით გამოცდა, თინეიჯერული ბესტსელერის მორიგი ეკრანიზაცია, რომელიც იმედოვნებს, რომ გაიმეორებს მისი ლიტერატურული პირველწყაროს მიერ მოპოვებულ პოპულარობას. წარმოგიდგენთ ბოლო ათწლეულის მსოფლიო ბესტსელერების საუკეთესო ეკრანიზაციებს.


Versace SPRING 2016
"მინდოდა ჩემი თავის გამოწვევა, მთავარი მიზანი უფრო ძლიერი კოლექციის შექმნა იყო."
დონატელა ვერსაჩე.


2016 წლის "ვერსაჩეს" კოლექცია მის სიძლერეში მაშინვე დაგარწმუნებთ. წარმოგენილი იყო ლუქები, რომლებიც წარმოაჩენენ ადამიანის ხასიათს, თამამი და სექსუალური სილუეტები, მწვანე ფერის დომინირება და ფერთა კომბინაციები. კოლექცია არის თავდაჯერებული და მიზანდასახული ქალბატონებისთვის, რომლებიც მზად არიან აკეთონ ის, რაც ყველაზე მეტად უნდათ, გადალახონ შინაგანი სირთულეები და დაძლიონ ნეგატიური ძალები. მილანის მოდის კვირეულზე დონატელას კოლექციამ დიდი მოწონება დაიმსახურა.Versace დაუბრუნდა ძველ კალაპოტს. ჩვენება მოდელების სიითაც გამორჩეული იყო: Behati Prinsloo; Anna Ewers; Joan Smalls; Gigi Hadid და სხვები 2016 წლის "ვერსაჩეს" კოლექციის წარმომადგენლები იყვნენ. იხილეთ რა ხდებოდა კულისებში, დეტალები და ჩვენების სტუმრები.
Women who have made great husbands
ქალები, რომლებმაც თავიანთი ქმრები გამოჩენილები გახადეს

ყველა გენიის უკან დგას ქალი, რომელმაც ის ასეთი გახადა. ეს არის წესი, რომელსაც გამონაკლისები თითქმის არ აქვს. წარმოგიდგენთ გმირ ქალებს.

"ის მასწავლებელია, მე - მოსწავლე. მე ცნობილი ადამიანი ვარ, რომელზეც ფიქრობენ, რომ მან ყველაფერი იცის, მაგრამ ის არის ჩემი მასწავლებელი, მან შემასწავლა მე ყველაფერი რაც ვიცი. მან უკვე ყველაფერი იცოდა, როცა მე საერთოდ არაფერი ვიცოდი, როცა მე ვიყავი ადამიანი არსაიდან. იოკოსთან მე გავხდი თავისუფალი. მისმა სიახლოვემ გამხადა მე მთლიანი ადამიანი. მის გარეშე მე მხოლოდ ნახევარი ვიყავი."
ქართული ისტორიული ქსოვილი
ხელოვნების სასახლეში ერთი მეტად საინტერესო პროექტი წამოიწყეს -- ეს არის ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენა! პროექტის ხელმძღვანელები არიან გიორგი კალანდია და ირინა საგანელიძე, მხატვრები -- რონი ცხოიძე და არტემ ანტანოსიანი. ეს გრანდიოზული სამუშაო უკვე ერთი წელია რაც მიმდინარეობს, გადმოხატულია თითქმის ყველა საერო პირის ფრესკა. ფრესკების გადმოხატვასთან ერთად ჩატარდა კოლოსალური სამუშაო, კერძოდ, ფრესკაზე დახატული ყველა ტანსაცმლის ორნამენტი აღსდგა, დამუშავდა, შემდეგ ეს ორნამენტები გააცოცხლა ქსოვილზე მხატვარმა ეკატერინე გეგუჩაძემ. პროექტის განსახორციელებლად დამუშავდა ხელოვნების სასახლეში დაცული არაერთი საარქივო დოკუმენტი, მოეწყო რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიცია და სამუშაო აქტიურად გრძელდება.

საქმეს დიდი ენთუზიაზმით მიუყვებიან პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი და სავარაუდოდ მალე გახდება ხელმისაწვდომი და ხელშესახები თამარ მეფის, ლაშა გიორგის, ჯაყელების, დადიანების, გურიელების და სხვათა ისტორიული ქართული ქსოვილი.