VOGUE videos: Kendall Jenner and Gigi Hadid
VOGUE-ს ახალი ნომრის სპეციალური გამოცემა კენდალ ჯენერს დაეთმო. კენდალი და ჯიჯი ჰადიდი, ახალგაზრდა მოდელები, რომელმაც წარმატებას არა მხოლოდ საკუთარი ვიზუალით მიაღწიეს, ისინი IT girl-ები არიან, გოგონების ცხოვრების წესი და სტილი აქტიურად განიხილება პოდიუმს მიღმა. ჰადიდი და კარდაშიანების უმცროსი და რეალურ ცხოვრებაშიც მეგობრობენ, გოგონები სუპერ-მდიდარი და ცნობილი ოჯახებიდან VOGUE-მ გამოცემისთვის დაგეგმილ ფოტოსესიებს შორის გადაიღო სასტუმრო პლაზაში. ჯიჯი და კენდალი შანელის სამოსში გამოწყობილები ხალისიანად და თამამად ერთობიან, მათ არ ზღუდავთ, ის, რომ კაბები couture ხაზიდანაა, IT girl-ებისთვის ყველაფერი დასაშვებია.
წიგნის რეკომენდაცია: „კრავთა დუმილი“
წიგნის რეკომენდაცია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის
13 ახალი სერია ჰორორისა და თრილერის მოყვარულთათვის

სერია აერთიანებს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ, ჰორორისა და თრილერის ჟანრის ცამეტ რჩეულ ნაწარმოებს. სერიის სამი წიგნი: თომას ჰარისის „კრავთა დუმილი“, აირა ლევინის „როზმარის შვილი“ და რობერტ ბლოხის „ფსიქოპათი“ უკვე გამოიცა და მათი წაკითხვა ქართველ მკითხველს მშობლიურ ენაზე შეუძლია.

„კრავთა დუმილი“ - რომანი პირველივე გვერდიდან მოგნუსხავთ. კითხვის მიტოვება და თქვენს ყოველდღიურობაში დაბრუნება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, რადგან თავადაც გამომძიებლის როლს მოირგებთ და ეცდებით, დამნაშავე ამოიცნოთ. რომანის თითოეული ფრაზა მკითხველს ამაღელვებელ ფინალთან აახლოებს და თანაც აიძულებს მას, დამოუკიდებლად მიაგნოს დამნაშავეს.
სეულის მოდის კვირეულის ქუჩის სტილი
სამხრეთ კორეაში ნამდვილად გამორჩეული მოდის კვირეულია. მოდის მოყვარულებს სეულის ქუჩის სტილი ნამდვილად გაგაოგნებთ. მოდის კვირეულზე მოდური ბავშვებიც მოხვდნენ ფოტოგრაფის ობიექტივში. იხილეთ განსხვავებული, ორიგინალური და გამორჩეული ქუჩის სტილი, რომელშიც დემნა გვასალიც შემოქმედებაც მოხვდა VETEMENTS.


თათია სამხარაძის დღიური
დღიურის მომდევნო სტუმარი Breadbar-ში თათია სამხარაძეა!
სატელევიზიო პერსონაჟებიდან მას საზოგადოება უფრო ახლოს იცნობს, თუმცა "დღიურის" ერთგული მკითხველი თათიას შესახებ განსხვავებულ და საინტერესო ინფორმაციას შეიტყობს. ჩვენი რესპონდენტი პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, თუმცა ტელევიზიაში არაერთ ეპატაჟურ როლს განასახიერებს. მისი ნამდვილი სახელი და გვარი - ტასო ბარნოვაც კი ჰგონიათ. პერსონაჟების მიღმა "დღიურის" სტუმარი თავის ინტერესებზე, მოტივაციასა და შთაგონების წყაროზე გვესაუბრება. იხილეთ "დღიური" თათია სამხარაძისგან!

- ყველაზე უცნაური კითხვა, რომელიც დაუსვამთ არის...
- ბავშვობაში მკითხეს: "დედა უფრო გიყვარს, მამა თუ ყურძენიო?"- დღემდე ვერ ვხვდები ყურძენი როგორ გაჩნდა ამ კითხვაში, მშობლების გვერდით.
- ჩემი ყოველდღიური ცხოვრება რომ დავახასიათო...
- საგიჟეთია!
- ქალბატონების სიძლიერე და სისუსტეა...
- ის, რაც ქალბატონების სისუსტეა, სინამდვილეში შეიძლება ნებისმიერ მომენტში სიძლიერედ იქცეს.
ქუჩის სტილის 10 ტრენდი
მოდის კვირეულებზე დიზაინერები მომდევნო სეზონის კოლექციებს წარადგენენ და უახლეს ტენდენციებზე მიგვითითებენ.
თუმცა რა ხდება პოდიუმს მიღმა?მოდის მოყვარულთა ქუჩის სტილი საინტერესო, მრავალფეროვანი და შთამაგონებელია. ნებსით თუ უნებლიედ ბევრი მოდური ქალბატონის სტილი ჰგავს ერთმანეთს. მათ შორის საერთო ტენდენციები იკვეთება, რისი ხილვაც ჩვენს მოდურ მკითხველს შეუძლია.
იხილეთ მოდის კვირეულების ქუჩის სტილის გამორჩეული 10 ტრენდი
წიგნის რეკომენდაცია: „საოცრება“
წიგნის რეკომენდაცია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან:
„საოცრება“

რ.ჯ პალაციოს ამ წიგნის დაწერა ერთმა შემთხვევამ გადააწყვეტინა. იგი შვილთან ერთად ნაყინის მაღაზიის წინ, რიგში იდგა, როდესაც მოპირდაპირე მხარეს დაინახა პატარა ბავშვი, სახეზე დეფექტით. წიგნის მთავარი გმირი იმ ბავშვის მსგავსად ჩვეულებრივი ბიჭია, მას მხოლოდ სახე აქვს უჩვეულო. მაგრამ თუ კი ოდესმე სკოლიდან სკოლაში გადასულხარ, გეცოდინება, რა სიძნელეები ელის ავგუსტს ახალ სკოლაში. მის წინ სრულიად ახალი სამყარო იშლება – ზოგჯერ სასტიკი, ზოგჯერაც საინტერესო და თავბრუდამხვევი. დაიჯერებენ თანაკლასელები, რომ გარეგნობის მიუხედავად, ავგუსტი მათნაირი ბავშვია?
Chanel FALL 2016 READY-TO-WEAR
პარიზის მოდის კვირეულზე Chanel-ის 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა. მოდის სახლის კლასიკური სტილი უცვლელი რჩება. დომინანტი მასალა- ტვიდი, რომელიც ჯინსთან იყო შეხამებული კოლექციის ახალგაზრდულ და თანამედროვე ელემენტს წარმოგვიდგენს. დაბრუნდა "შანელის" მარგალიტები, რომელთა გარეშეც მოდის სახლის ისტორიას არ ჩაუვლია. კოლექციაში წარმოდგენილი იყო ტყავის ქუდები, ბოტები, ცივი სეზონისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელები და ორიგინალური ჩანთები. მოდის სახლის წლევანდელი კოლექციის დომინანტი ფერებია: შავი, თეთრი, ბეჟი, ვარდისფერი და წითელი. ჩვენებაში მონაწილეობა ჯიჯი ჰადიდმა და კენდალ ჯენერმაც მიიღეს. მოდელების სიმრავლე ჩვენების ჩქარ ტემპზეც აისახა.
Fréolic სადებიუტო თეთრეულის კოლექცია
Fréolic ახლად დაარსებული თეთრეულის მწარმოებელი ბრენდია, რომელიც ყურადღებას ხარისხზე ამახვილებს. ქალის თეთრეული მაქმანებიანი მატერიით და ინტიმური დეტალებით სექსუალურ და რომანტიულ განწყობას ქმნის. ბრენდის სადებიუტო კოლექცია 2016 წლის ზაფხულის სეზონისთვისაა განკუთვნილი.
2016 ზაფხულის მთავარი მოდური ტრენდები
2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის
მთავარი მოდური ტენდენციების მიმოხილვა
გასული მოდის კვირეულებისა და It girl-ების სტილზე დაკვირვებით შეგვიძლია განვსაზღვროთ ის მოდური ტრენდები, რომლებიც აქტუალური იქნება გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე. და თუ მსგავსი ნივთები ჯერ არ გაქვთ გარდერობში, დროა დაფიქრდეთ თქვენს სტილს რომელი ნივთები შეესაბამება დამდეგი სეზონისთვის.
წიგნის რეკომენდაცია: "ველურ გარემოში"
წიგნის რეკომენდაცია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან:
"ველურ გარემოში"

1990 წლის აპრილში აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები კრისტოფერ ჯონსონ მაკ-კენდლესი ტოვებს მშობლიურ სახლს, ოჯახს და ავტოსტოპით ჩრდილოეთისკენ იწყებს მოგზაურობას. ჟურნალისტი ჯონ კრაკაუერი მოხიბლა აზრმა, დაწვრილებით შეესწავლა იმ ბიჭის საქმე, რომელსაც ერთი შეხედვით ცხოვრების იდეალური პირობები ჰქონდა, მაგრამ მაინც ყველაფრის მიტოვება და სოციუმისგან განცალკევება გადაწყვიტა. და მაინც, რატომ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი? ვინ იყო კრისტოფერ ჯონსონ მაკ-კენდლესი? - იდეალისტი ახალგაზრდა, რომელმაც კონკურენციითა და ყალბი ურთიერთობებით სავსე საზოგადოებაში საკუთარი ადგილი ვერ იპოვა; გათამამებული ბიჭი, რომელმაც თავის ოჯახს ანგარიში არ გაუწია თუ უბრალოდ, მგრძნობიარე ადამიანი, რომელსაც სამყაროში თავისი ადგილის პოვნა უნდოდა? რამ აიძულა კრისი, უარი ეთქვა ამერიკულ ოცნებაზე და ველური გარემოსკენ გაეკვალა გზა?
ოსკარი: გამარჯვებულები და წითელი ხალიჩა
ოსკარის 88-ე დაჯილდოება:
ლეონარდო დიკაპრიოს სამადლობელო სიტყვა,
გამარჯვებულთა სრული სია და ფოტოები წითელი ხალიჩიდან


88-ე კინოაკადემიის დაჯილდოებამ დიდი გამოხმაურებით ჩაირა. საზოგადოება მოუთმენლად ელოდა რა შედეგით დასრულდებოდა დაჯილდოება, აიღებდა თუ არა სანატრელ ოსკარს ლეონარდო დიკაპრიო. აწ უკვე ოსკაროსანი მსახიობი კვლავ ყურადღების ცენტრშია, მის გამარჯვებასთან დაკავშირებით მრავალი ფოტო, ციტატა თუ ანიმაციური-ფოტო ჩნდება სოციალურ ქსელში. დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის სამადლობელ სიტყვას, რომელშიც მან ლაკონიურად ჩამოაყალიბა აზრი და აუდიტორია თავისი მშვიდი და აზრიანი გამოსვლით მოხიბლა. რა ხდებოდა რიგით 88-ე კინოაკადემიის ცერემონიალზე "ლეონარდოს ოსკარის" მიღმა, ვინ არიან სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები და როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე, ამ და სხვა დეტალებისთვის იხილეთ სტატია.
კიევის მოდის კვირეული
კიევში რამდენიმე დღეა მერსედეს ბენცის მოდის კვირეული მიმდინარეობს. კიევში იმყოფება ასევე ქართული მოდის სფეროს წარმომადგენლები და დიზაინერები,რომლებმაც კვირეულის ფარგლებში საკუთარი კოლექციის ჩვენებები გამართეს. ამერიკულმა ვოგმა საკუთარ საიტზე გამორჩეული ქუჩის სტილის მქონე სტუმრების ფოტოები გამოაქვეყნა, რომელთა შორის სალომე ღვინიაშვილი, ლალო დოლიძე და ნინო ელიავაც მოხვდნენ.


გვანცა დარასელიას დღიური
დღიური Breadbar-ში დაბრუნდა!
პროექტის ახალი სეზონის სტუმარი ტელეწამყვანი გვანცა დარასელიაა. ყოფილი მოდელი და საზოგადოებისთვის ცნობილი ჟურნალისტი დღიურის ყველაზე მხიარული სტუმარია! საინტერესო დღიურის წაკითხვის პროცესში, მკითხველს გვანცას მხიარული ფოტოსესიაც კარგ განწყობაზე დააყენებს. საინტერესო ხელწერითა და გულწრფელი პასუხებით გვანცა დარასელიას დღიური ნამდვილად გამორჩეულია. პროექტის მასპინძლის Breadbar-ის "გემრიელ" გარემოში ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო დღიური შედგა. გულწრფელი და მხიარული დღიური ჩვენი ერთგული მკითხველისთვის!

- რომ არა დღევანდელი საქმიანობა, ვიქნებოდი...
- მომღერალი ან სტილისტი.
- მოდელი გვანცა დარასელია იყო...
- პატარა და გაურკვევლობაში მყოფი.
- ტელეწამყვანი გვანცა დარასელია არის...
- თავდაჯერებული და განვითარებაზე ორიენტირებული.
"გოგონა დანიიდან" ანუ პირველი ქალი მამაკაცში
"გოგონა დანიიდან" - ეინერ ვეგენერი (2016 წლის ოსკარის 4 ნომინაციაზე წარდგენილი ტომ ჰუპერის ფილმში "გოგონა დანიიდან" ეინერის პერსონაჟი ედი რედმეინის შესრულებით) დანიელი ცნობილი ილუსტრატორი მხატვრის გერდა ვეგენერს მეუღლე გახლდათ, გერდა ძირითადად ხატავდა ქალების სახასიათო პორტრეტებს, ბალერინებს როგორც კლასიკურ ასევე ეროტიულ (ლესბოსული ელმენეტებით) ჟანრში. ეინერი კი ისტორიაში შევიდა როგორც პირველი მამაკაცი (ტრანსგენდერი), რომელმაც 1930 წლებში ოპერაციის გზით სქესის შეცვლა გადაწყვიტა. 47 წლის ეინერი საკუთარ მეს გაცნობის შემდეგ ქალბატონი ლილი ელბი გახდა. ის არამხოლოდ ქალად გარდაიქმნა, არამედ ცნობილი ნახატების მთავარი მუზაც გახდა.

ეს ისტორია, ისევე როგორც ფილმი არაა ამბავი პრინცზე, არც ბედნიერებაზე მეოცნებე გოგონებზე, ესაა ამბავი ადამიანზე, რომელიც ეძებს საკუთარ თავს შინაგანი ბრძოლისა და განცდების ხარჯზე და აქვს უნარი სიყვარულისა.
მსახიობები,რომლებიც ყოველთვის ერთად თამაშობენ ფილმებში
კინოინდუსტრიაში არიან რეჟისორები და მსახიობები, რომლებიც ერთად ძალიან ხშირად თანამშრომლობენ და ბევრ საერთო პროექტში იღებენ მონაწილეობას. ალბათ არ იქნება გასაკვირი თუ სიას ჯონი დეპისა და ჰელენა ბონემ-კარტერით დავიწყებთ ,რომლებმაც ერთად 6 ფილმში მიიღეს მონაწილეობა.

წარმოგიდგენთ მსახიობებს,რომლებსაც ყველაზე ხშირად აქვთ ერთმანეთისთვის პარტნიორობა გაწეული ფილმებში.