VACANZA DI ANOUKI, SS18
ანუკი არეშეიძემ 2018 წლის გაზაფხულისთვის განკუთვნილი კოლექცია თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში წარმოგვიდგინა. ჩვენებას ექსპო-ჯორჯიაში არსებულმა სუბტროპიკულმა ბაღმა უმასპინძლა. ამ ულამაზეს ლოკაციაზე გამართული ჩვენება გამოირჩეოდა სტუმრების სიუხვით. ANOUKI-ს მბზინავი პაიტეკებით მორთული ნაზი კოლექცია ინსპირაციას დიზაინერის იტალიური არდადაგებიდან იღებდა; VACANZA DI ANOUKI სწორედ ასე ქვია კოლექციას;
Trend: ვარცხნილობები
Trend: თმის ვარცხნილობები 2017 წლის საშემოდგომო სეზონისთვის
მოდის კვირეულებზე წარმოდგენილი ჩვენებებიდან ტოპ-სტილისტების მიერ შემუშავებული რამდენიმე ვარცხნილობის სტილი იკვეთება.

მაგალითად, კიკინა შავი ლენტით ყველაზე მეტად გამოკვეთილი და განმეორებადი ტრენდი აღმოჩნდა. მას თბილისის მოდის კვირეულზეც შენიშნავდით და მოდის მიმდევრებმაც უკვე მოირგეს.
DALOOD, SS18
ქართველი დიზაინერის მაკა კვიციანის ჩვენებამ მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში შოუს ელემენტებით ჩაიარა. DALOOD-ის 2018 წლის ზაფხულის კოლექციის ჩვენება დათუნა ალადაშვილის მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. დიზაინერმა კოლექციის შესაქმნელად გადამუშავებული და ბუნებრივი მატერიები გამოიყენა და შეგვახსენა გარემოს დაცვის თემის აქტუალურობა. კოლექციაში ასევე გამოყენებული იყო ჩვენთვის კარგად ნაცნობი და პოპულარული დრაკონის ნაქარგი დენიმზე. თავბრუდამხვევი შოუ შესაბამისად - პოდიუმის დატრიალებით და ულამაზესი მელოდიით დასრულდა.
Ermanno Scervino RESORT 2018
იტალიურმა მოდის სახლმა Ermanno Scervino მისთვის დამახასიათებელ რომანტიულ ხელწერას სპორტული შიკი შემატა და წარმოგვიდგენს ძალიან დახვეწილ და ამავდროულად ახალგაზრდულ 2018 RESORT კოლექციას. მართალია ბრენდირებულ სარტყელებს ვერ ვუწოდებთ ორიგინალურს და კუბოკრული პიჯაკებიც სეზონის ყველაზე მოთხოვნად-ტრენდს გამოხატავს, თუმცა დასაფასებელია დიზაინერის გემოვნებიანად შექმნილი და შეკრული კოლექცია, რომელიც იტალიური ბრენდის ხარისხიან ქსოვილზე მუშაობს.
Guess Lingerie Fall/Winter 2017
"Introducing our sexiest lingerie collection yet." - იუწყება ამერიკული ბრენდი GUESS შემოდგომა '17 თეთრეულის კოლექციის წარდგენისას. მოდელები Bregje Heinen & Tina Lozovskaya პოზირებენ ფოტოგრაფ Josh Ryan-სთვის, რომელიც ასევე სარეკლამო ვიდეო რგოლს გვთავაზობს.
Tbilisi Fashion Week #11- street style
ოქტომბრის მიწურულს თბილისში, თბილისის მოდის კვირეულზე SS18 სეზონის კოლექციები წარმოადგნეს ქართველმა დიზაინერებმა, ჩვენებებს "რესპუბლიკა"-მ უმასპინძლა. უცხოელი და თბილისელი სტუმრების ჩაცმულობა კი ჩვენმა ფოტოგრაფმა ანა ბაციკაძემ დააფიქსირა.
Victoria’s Secret Holiday 2017
Victoria’s Secret 2017 წლის საახალწლო არდადაგებისთვის წარმოგვიდგენს შამპანურის ფერებში გადაწყვეტილ მაცდურ კოლექციას, რომელიც მოიცავს ტრუსებსა, ლიფებს და სვიტერებს მათი კატალოგიდან. ‘’Dream Angels” მოდელები ელზა ჰოსკი, სარა სამპაიო, ჟოზეფინ სკრივერი, ტეილორ ჰილი, რომი სტრიჯი და ჟასმინ ტუკსი ბუხრის პირას შალეში პოზირებდნენ.
Trend: ჩოლკა
Bang bang, the fringe is back!
აქტუალური beauty-ტრენდი: ვარცხნილობა ფრანგი გოგონას სტილში 'ჩოლკით'

უკვე მერამდენე სეზონია ფრანგი ქალბატონების მსუბუქი და დახვეწილი სტილი სულ უფრო და უფრო იხვეჭს გავლენას მოდის მიმდევართა შორის. და მაინც რა გამოარჩევთ ფრანგ ქალბატონებს, რა განაპირობებს მათ ქარიზმას? თავად ამბობენ, რომ ეს დამოკიდებულებაა ცხოვრებისადმი და ამ ფრანგულ შიკს ყველაზე მეტად მათ მაკიაჟისა და ვარცხნილობაში გამოხატული მანერა გადმოსცემს: თანდაყოლილი დახვეწილობა და ძალდაუტანებელი, შეუბოჭავი უბრალოება.
TREND: fur coat
ბეწვის ქურთუკი მოდური გოგონას 2017 წლის ზამთრის გარდერობში ჯერ კიდევ გასული სეზონიდან ინახება. თუმცა კი, თუ ის წელს აირჩევდა ახალ მოდელს - ქურთუკი უფრო ფუმფულა, ფერადი, ნახატებით და რაც მთავარია - ხელოვნური ბეწვის იქნებოდა.
Rasario RESORT 2018
რუსი ქალბატონების საყვარელი ბრენდი Rasario იმართება მოსკოვის ატელიედან და მოსავს რუს ქალბატონებსა და სელებრითებს, რომელთაც ხიბლავთ ლუქს-კლასის კოქტეილის და საღამოს კაბები, Rasario-ს კაბები საუკეთესოდ წარმოაჩენს ქალის სხეულს. წარმოგიდგენთ Rasario 2018 წლის RESORT კოლექციას.
Dior Cruise 2018 Campaign
Dior-ის სარეკლამო კამპანიის სახე და მუზა კვლავ მსახიობი ჯენიფერ ლოურენსია. დიზაინერი მარია გრაცია კიური 2018 წლის საკრუიზო კოლექციის ინსპირაციას ამერიკელი მხატვრის Georgia O’Keeffe-ის შემოქმედებიდან იღებს, რომელმაც ასახა მექსიკური უდაბნოს ლანდშაფტი.
Avtandil SS 2017, MBFW
Avtandil Spring/Summer 2017 RTW
The theme of the collection of the 2017 designer is "I love you"
The show was specially designed for foreigners and journalists in the Museum of Contemporary Art. Avtandil Tskvitinidze: "I have given this season love, all in its conversion, that is, as it happens, clean, clear, white, then comes sad times, then the boboker ... is absolutely all the color of the game. From the white to the fate of the bob. It was such an aggression in the last period of time, and I think it's time to tell each other that we love one another."
LALO ss 2017, MBTFW
Lalo Spring/Summer 2017
Ready-To-Wear Collection. MBTFW

Georgian fashion designer Lalo Dolidze presented an independent collection on the Mercedes Benz Fashion Week. Designer Sisters, who have been named by Graduated Knitted Jeppers, are producing one of the most selling products from Georgia on behalf of Lalo. Lalo continues to wear the knot, it is clear that the complete collection will benefit greatly.