„დროის კაფსულა“: სამკაულად ქცეული ბავშვის ნახატები
ახალი სტარტაპი: „დროის კაფსულა“ ექსკლუზიურ სამკაულებს ამზადებს, რომლის ინსპირაციას ჩვენი პატარების ნახატები წარმოადგენს!

იდეა, გაეცოცხლებინათ ყველაზე ძვირფასი - შვილების შემოქმედება ორ მეგობარს – ნინო ბუჟგულაშვილსა და ნინო გიგინეიშვილს ეკუთვნით. „დროის კაფსულა“ პატარა მხატვრების პირველ შედევრებს თქვენს საყვარელ სამკაულად აქცევს. იყენებენ უმაღლესი ხარისხის (925) ვერცხლის სინჯს, რომელიც შემდგომ ნახატის მიხედვით, ამერიკული მშრალი მინანქრის მასალით ფერადდება.
Fabriche გაზაფხული 2019 კოლექცია
ქართული წარმოების ბრენდის: Fabriche კოლექციები უმაღლესი ხარისხის ქსოვილებით იქმნება, რომელიც შეესაბამება წარმატებული და გემოვნებიანი ქალბატონის მოთხოვნებს. სამოსი გამორჩეულ კლასიკურ დიზაინთან ერთად მაქსიმალურად კომფორტული და ამავდროულად ყოველდღიურია.

ფებრიში ხელწერისა და ხარისხის გათვალისწინებით მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში, დღეს ბრენდს 2 ატელიე აქვს ბათუმსა და თბილისში!
JANASHIA SS19
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი, ქართველი დიზაინერის - გვანცა ჯანაშიას ბრენდის JANASHIA ზაფხული 2019 წლის კოლექციის ედითორიალი. ფოტოგრაფი: ika khargelia

მოდელი: sali jikia
სტილისტი: giorgi wazowski
mua: anna todua
TREND: დეკორატიული სარჭები ხუჭუჭა თმებში
რადიკალურად განსხვავებული ტრენდების ჭიდილია თმის ვარცხნილობის დეკორს შორის, თუმცა ყველა თანხმდება, რომ პირველი - ბუნებრივობაა. ორმაგად მოდური კი ხუჭუჭა გოგონები გამოდიან, რომელთა თმაც გაფორმებულია მეტალის სარჭებით და მარგალიტის თვლებით. რაც უხვად ვიხილეთ მოდის კვირეულის სტუმრების მაგალითზე.
Honey Birdette თეთრეულის კამპანია 'London Calling'
ავსტრალიური retailer ბრენდი Honey Birdette სექსუალური და მაცდური კამპანიით წარმოგვიდგენს ახალი ინტიმური თეთრეულის კოლექციას 'London Calling', რომლისთვისაც ორი ულამაზესი: Dioni Tabbers & Charlie Dupont გერმანელი და ფრანგი მოდელი პოზირებს. Honey Birdette უკვე 55 მაღაზიითაა წარმოდგენილი მსოფლიოს გარშემო.
M.Marquise 2019 წლის საქორწილო კოლექცია
M.Marquise-ის 2019 წლის საქორწილო კოლექცია გადმოსცემს ქალის მრავალფეროვან ხასიათს: კლასიკური, ელეგანტური, რომანტიული, ამავდროულად კეკლუცი, თანამედროვე და გაბედული! კოლექცია გადაწყვეტილია თეთრ და მბზინავი კრისტალებით დატვირთულ კრემისფერ ფერში, მოიცავს გრძელ და მოკლე სადღესასწაულო კაბებს, ასევე კოსტუმებს!
როგორ შევივერცხლოთ თმა; ჭაღარა თმის მშვენიერება
ჟურნალ FASHION-ის გამოცემამ მოამზადა სტატია, რომელიც ჭაღარა თმის მშვენიერებას ეძღვნება. გადაღებისთვის მოდელების თმა სპეციალურად შეივერცხლა, სტატია კი წარმოადგენს რეკომენდაციას თუ როგორ მივიღოთ ამგვარი ეფექტი, თუ კი ჯერ ბუნებრივად არ შემოგვპარვია ჭაღარა.
სელებრითები მოდის კვირეულზე
ნიუ იორკი, პარიზი და მილანიდან მოდის კვირეულმა სხვა ქალაქებში გადაინაცვლა და მალე ქართველი დიზაინერების შემოდგომა-ზამთარი 2020 წლის კოლექციებს თბილისშიც ვიხილავთ, მსოფლიოს მოდის კვირეულის განრიგის მიხედვით 2-6 მაისს გაიმართება: Mercedes-Benz Fashion Week TBILISI.

ჩვენებებისთვის დიზაინერები მოსაწვევებს უგზავნიან ერთგულ კლიენტებს, ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს: ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ბაიერებს და ცნობილ ადამიანებს, რომლებიც ხშირად ბრენდის სარეკლამო სახეს წარმოადგენენ. გადავავხედოთ ნიუ იორკ, პარიზსა და მილანში გამართულ ჩვენებებზე მიწვეული სტუმრების ამსახველ ფოტოებს, რომელთაც ხშირ შემთხვევაში იმ ბრენდის სამოსი მოსავთ, რომლის ჩვენებასაც ესწრებიან - თანაც უახლესი კოლექციიდან! ამგვარად front row-ც გარკვეულწილად პოდიუმის ნაწილია...
TREND: კოლგოტები დიზაინერებისგან
მცირე და მნიშვნელოვანი ტრენდული დეტალი: კოლგოტები კვლავ აქტუალური იქნება ამ გაზაფხულის სეზონზეც

Fendi და Gucci ლოგოს სარკისებრი პრინტით და MARINE SERRE ნახევარ-მთვარეებით მოხატული კოლგოტების ფასი $200 - $300 ფარგლებში მერყეობს, ასევე მოდაშია მბზინავი თვლებით მოჭედილი წვრილ უჯრედიანი და გამჭვირვალე თეთრი კოლგოტები. შეგვიძლია უბრალო შავი კოლგოტებიც მოვირგოთ, მხოლოდ თუ მას ღია ცხვირიან ფეხსაცმელთან შეხამებით ჩავიცვამთ. ამ შემთხვევაში მთავარია დავიმახსოვროთ: ბრენდული კოლგოტები არ უნდა ჩაიმალოს სამოსს მიღმა, ის წინა ფონზეა და გამაღიზიანებლად და პროვოკაციულად გამოკვეთს ლუქს.
მოდა კინოში: დიზაინერებისა და რეჟისორების საუკეთესო კოლაბორაციები
მოდა და კინო ერთმანეთთან ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული. დიზაინერები ხშირად არიან შთაგონებულნი ვინტაჟური კინო-იმიჯებით, რეჟისორები კი ეძებენ ავტორებს, რომლებსაც შეუძლიათ ზუსტად შექმნან გმირების ხასიათი ტანისამოსის მეშვეობით. კოსტიუმების მხატვრობა ისევე როგორც სცენაზე, ასევე ეკრანზეც უმნიშვნელოვანესი შთაბეჭდილების მომხდენია. გავიხსენოთ ყველაზე ნათელი მაგალითები:
Off-White შემოდგომა-ზამთარი 2019
FALL 2019 READY-TO-WEAR
Off-White


დიზაინერ ვირჯილ აბლოს კოლექციის ჩვენება მარია კარლა ბოსკონომ გახსნა და დახურეს კარლი კლოსმა, ბელა და ჯიჯი ჰადიდებმა - კოლექციის აღწერა მხოლოდ ამ ფრაზით შეგვეძლო დაგვესრულებინა და თავადაც ზუსტად წარმოიდგენდით თუ რა ვიხილეთ Off-White-ის პარიზის მოდის კვირეულის პოდიუმზე. თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე გამორჩეულად cool, hyped და კოსმოპოლიტი ბრენდი მოდურსა და ქუჩის სამოსს მიქსავს, 2019 წლის შემოდგომა-ზამთრისთვის კვლავ სპორტულ, კლასიკურ და მარტივად გამოხატულ "სამოსს", ქუსლიან "ფეხსაცმელებს" და ბოტასებს წარმოგვიდგენს მისთვის დამახასიათებელი ლაკონურობით და მკაფიო წარწერებით.
TREND: მხარზე გადასაკიდი პატარა ჩანთები შეცვლილი იმიჯით დაგვიბრუნდა
მოდა რომ ბრუნავს ცხადია, ვიცით. ყველაფერი მეორდება და გამონაკლისი არც ეს სამხრე-ჩანთებია. უკვე მერამდენე სეზონია მათ თანამედროვე დიზაინერები და მოდის სახლები ახლებული სახით გვთავაზობენ, ნამდვილი ბუმია! და დავფიქრდით, საერთოდ რატომ გადავიდა მოდიდან მხარზე გადასაკიდი პატარა ჩანთები?

ამ ეტაპისთვის გაყიდვების ლიდერია Dior-ის saddle bag, მას მოსდევს Prada-ს "სიდონია", რომელიც მოდის სახლის 2000-იანი წლების ჩანთის მოდელზე დაყრდნობით შეიქმნა და Fendi-ს "ბაგეტი", რომელიც ასევე ძველი მოდელის რეინკარნაციას წარმოადგენს და ინფლუენსერი გოგონები გამუდმებით იმეორებენ - "ეს არ არის ჩანთა, ეს ბაგეტია!"
RED nail art! წითელი ფრჩხილის ლაკი და მისი ვარიაციები
წითელი ფერის ფრჩხილის ლაკი ყოველთვის მოდაშია და იქნება! ამაზე არავინ დავობს. თუმცა, ამჟამად ძალზედ აქტუალურია წითელი შტრიხების გამოყენება ნეილ-არტში და არა კლასიკური მონოტონური მანიკური.

წითელ ლაკს ახალისებენ - გრაფიკული ან ნახევარმთვარეების მონახაზებით, ცეცხლის თუ ოქროსფერი ფოლგის ნაკუწებით, გრადაციით ან სულაც გლუვი ეფექტით. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტო-იდეას - მანიკური წითელ ტონში.
აქტუალურ ფერთა გამა: მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობაზე დაკვირვებით
WHO WHAT WEAR-ის ონლაინ გამოცემა მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობაზე დაკვირვებით გამოყოფს აქტუალურ ფერებს, რომლებიც გაზაფხულის დადგომასთან ერთად დომინანტი იქნება ქუჩებში - მოდურ გოგონებზე. რადგან როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, პოდიუმზე ნანახ კოლექციების გაცნობამდე, შთაგონების წყაროდ სწორედ დამსწრე სტუმრების ჩაცმულობა გვევლინება.
ვიზაჟისტ ჯო ბეიკერის გაოსაცარი Make-up
ჯო ბეიკერი: სელებრითების ფავორიტი ბრიტანელი ვიზაჟისტი
მისი კლიენტები არიან: პერის ჯექსონი, ნატალი პორტმანი, ოლივია უაილდი, რუბი როუზი, ემი როსამი, დოვ კამერონი, ტერეზა პალმერი... თუმცა ყველაზე დიდი ცნობადობა მსახიობ ლუსი ბოინტონისთვის შექმნილმა იმიჯებმა მოუტანა. ფილმ Bohemian Rhapsody და co-star რემი მალეკთან რეალურ ცხოვრებაშიც გაჩაღებული რომანამდე, პირდაპირ საოცარია რომ არ ვიცნობდით ლუსის. ქერათმიანი მსახიობი ძველი ჰოლივუდის გლამურის მატარებელია, ჯომ ლუსის ოსკარის მაკიაჟზეც იზრუნა და სხვა მრავალი წვეულებისთვისაც გაალამაზა.

საინტერესოა ბეიკერის დამოკიდეულება მაკიაჟთან. ინსტაგრამზე კოლაჟების სახით გვიზიარებს, თუ რამ შთააგონა ამა თუ იმ იმიჯის შექმნა, ჯო ბეიკერისთვის ვარდის კოკრიდან დაწყებული გახურებული ბეტონიც კი შეიძლება გახდეს მაკიაჟის ინსპირაციის წყარო.