Like in real life
ფილმები, რომლებიც დაფუძნებულია რეალურ სასიყვარულო ისტორიებზე
ამ კინოსურათების გადაღებისთვის, სცენარისტებს არ დასჭირვებიათ რაიმეს გამოგონება, მათ სიუჟეტი რეალური ცხოვრებიდან აიღეს. ცხოვრება მდიდარია წარმოსახვებით, ზოგიერთი ფილმი სიყვარულზე, ამას ამტკიცებს.

sexiest French actors
Men's World
ყველაზე სექსუალური ფრანგი მსახიობი მამაკაცები

ფრანგი მამაკაცები ცნობილნი არიან აღიარებული სექსუალურობით. კინოდან ისინი იპყრობდნენ მაყურებელს ფრანგული აქცენტით, სპეციფიური, თავისუფალი მანერებითა და მომხიბვლელი გამომეტყველებით.
Oscar, Carolina, Vera - Wedding
ოსკარ დე ლა რენტას პირველი საქორწილო კოლექცია ოსკარ დე ლა რენტას გარეშე; კაროლინა ჰერერას ახალი საქორწილო კოლექცია და ვერა ვანგის საქორწილო კაბების ფოტოესესია

ოსკარ დე ლა რენტას სიკვდილის შემდეგ, ბრენდმა პირველად გამართა საქორწილო კაბების ჩვენება. პიტერ კიპინგმა ნიუ-იორკში თავისი ახალი კოლექცია წარადგინა ოსკარ დე ლა რენტასთვის. რითიც აპლოდისმენტები დაიმსახურა სახლის კლიენტებისა და მოდის კრიტიკოსებისგან. ვერა ვანგმა კი სრულიად ახალი ხედვა შემოგვთავაზა საქორწილო კაბების მიმართულებით.
Tbilisi Fashion Week #11 street style
თბილისი მოდის კვირეული, რომელიც უკვე მე-11 სეზონს ითვლის 16-19 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. საშემოდგომო კოლექციების ჩვენებებისთვის მთავარ ლოკაციად Iveria Group-ის ახლადმშენებარე კომპლექსური შენობა შეირჩა ვარდების მოედანზე, სადაც 30 მეტრიანი პოდიუმი გაიჭიმა, ასევე მოეწყო ქართველი დიზაინერების შოურუმი და მოდის კვირეულის ოფიციალური სპონსორის HONDA-ს ავტომანქანების გამოფენა. ჩვენი ყურადღების ქვეშ ამჯერადაც, დამსწრე საზოგადოების ჩაცმის სტილი მოექცა, რომლებიც თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გადაიღეს ენჯელ.ჯი-ს ფოტოგრაფებმა ელენე გოგელია და ანა ბაციკაძემ.
Erotic novels and screen adaptations
საუკეთესო ეროტიკული რომანები და მათი ეკრანიზაციები

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს კინოთეატრებმა "გრეის 50 ელფერის" პრემიერა შემოგვთავაზეს, ფილმის დიდი გამოხმაურებიდან გამომდინარე, გთავაზობთ აქამდე გამოცემულ სხვა თანამედროვე თუ კლასიკურ ეროტიულ ნაწარმოებებს, რომლებიც აგრეთვე აისახნენ კინოეკრანებზე და თავის დროზე მაყურებლის გაწითლებაც გამოიწვიეს.

ისტორია ბევრ წიგნს ითვლის, რომლებიც ახდენენ ბალანსირებას ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის. ამასთან ერთად, დიდი მხატვრული ღირებულებითა და ლამაზი თხრობით გამოირჩევიან. მათი მეშვეობით, მკითხველი უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას, ხოლო მათი ეკრნიზაციებით ვნებიან კინოჩვენებებს იღებს.
ფილმები მოდის მოყვარულთათვის
მოდა და კინემატოგრაფია ყოველთვის დაკავშირებული იყო ერთმანეთთან.
არაერთი დიზაინერის შთაგონების წყარო გამხდარა ფილმების გმირთა გარდერობი.
წარმოგიდგენთ, 50-იანი წლების კინემატოგრაფიის შედევრებს, რომლებიც მოდის ინდუსტრიის საუკეთესო შთაგონების წყაროდ არიან აღიარებულნი.

ფილმები, რომლებიც მოდის მოყვარულმა აუცილებლად უნდა ნახოს
ფილმები, რომლებიც აქტუალობას დღემდე არ კარგავენ.
ოდრი, გრეისი, მერლინი და სხვა ულამაზესი ქალბატონები Fashion Icon-ებად სწორედ ამ ფილმებმა აქციეს.
იპოვეთ თქვენი სტილის შთაგონების წყარო შემოთავაზებული ფილმებიდან და ისიამოვნეთ 50-იანი წლების კინემატოგრაფიის შედევრებით.
ბრიჯიტ ბარდო და მოდა
ბრიჯიტ ბარდო და მოდა
ყველა დროის მთავარი სექს სიმბოლო

დავახასიათოთ ის როგორც ცნობილი მსახიობი და ლეგენდარული ლამაზმანი, სიტყვები არ გვეყოფა. იმისათვის რომ გავიგოთ მისი პიროვნების მასშტაბურობა, უნდა ავღნიშნოთ, რომ მეოცე საუკუნეში არ არსებობდა ქალბატონი, რომელსაც ასე სცემდნენ თაყვანს. თუ კი მეოცე საუკუნის მთავარი სექს-სიმბოლოს დაფნის გვირგვინზე კონკურენციას მერლინ მონრო გაუწევდა, ის მას გამჭრიახი მსახიობის ტიტულს ნამდვილად ვერ წაართმევდა. ისევე როგორც დაფნას სტილით ეპოქის მთავარ აიქონობაზე.

მდიდარ ბურჟუაზიულ ოჯახში აღზრდილი ბრიჯიტი კლასიკური ბალეტით იყო დაკავებული. მას დიდ მომავალს უსახავდნენ, მაგრამ მან მოდელის კარიერა არჩია. იმ საბედისწერო გარეკნის შემდეგ ჟურნალი Elle-სთვის, რეჟისორი როჟე ვადირი მისმა სილამაზემ იმდენად მონუსხა, რომ ის გადაიღო თავის ფილმში "და ღმერთმა შექმნა ქალი". დაიწყო მასობრივი მისტერია ბრიჯიტის სახელის გარშემო-რეჟისორები ოცნებობდნენ მასთან მუშაობაზე, ქალები ბაძავდნენ მის სტილს, მოდის სამყარო მის ფეხქვეშ განერთხო.
რეჟისორული სარეკლამო რგოლები
ჰოლივუდის რეჟისორების მიერ გადაღებული 10 სარეკლამო რგოლი
თუ აქამდე კლიპმეიქერებისთვის იყო საჭირო დაემსახურებინათ ფილმის შექმნაზე მუშაობა, ახლა პირიქით, რეჟისორებს იწვევენ წინადადებაზე შექმნან რეკლამა. ეს არის 10 მაგალითი იმისა, რომ ცნობილი რეჟისორების მოღვაწეობა სარეკლამო ბიზნესში ბრწყინვალედ ამართლებს.
ულამაზესი ქალბატონების 10 ჩვევა
გამოიყურებოდე კარგად, ეს არც ისე ადვილია. სილამაზის საიდუმლო ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს. ძველი თუ ახალი მეთოდებით მიღწეული შედეგი ყველასთვის განსხვავებულია. მანამ სანამ სილამაზისთვის უამრავი ფულის დახარჯვა არ შეგიძლიათ, ენჯელ.ჯი 10 ულამაზესი ქალბატონის ჩვევას გაგაცნობთ, რომლებიც დაგეხმარებიან იპოვნოთ თქვენი სილამაზის საიდუმლო. უპირველესყოვლისა, იგრძენით საკუთარი სილამაზე, ჩვენი რჩევები კი ახალი აღმოჩენების პოვნაში დაგეხმარებათ.
გრეის კელი
სრულყოფილი სტილის 6 საიდუმლო
12 ნოემბერს 85 წელი შეუსრულდებოდა მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთ ულამაზესს მსახიობს. გავიხსენოთ, რამ შექმნა ის ასეთი დაუვიწყარი და ბრწყინვალე.

რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი არ მალავდა იმის მიზეზს, თუ რატომ გამოარჩევდა გრეისს სხვებისგან: "ის ვულკანს ჰგავს თოვლის ქვეშ, მისი სიცივის უკან იმალება წარმოუდგენლად ცხელი ვნება. ეს გაცილებით საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ სექსუალური ქალი." მისმა ვნებამ იცოდა თავის ადგილი. გრეისს წარმოუდგენლად უყვარდებოდა და ძალიან ვნებიანი პირადი ცხოვრება ჰქონდა. ხანდახან გადაღებების დროს, რამდენიმე პარტნიორთან აბამდა რომანს ერთდროულად. მას სხვა მსახიობებისგან განსხვავებით ჰყოფნიდა ჭკუა, ტაქტი და ღირსების გრძნობა, რომ პირადი საყოველთაო არ გაეხადა. არა იმიტომ, რომ ის რაიმე წვრილმანებს მალავდა თავისი თავგადასავლებიდან, უბრალოდ ამის აფიშირებას არ ახდენდა და რჩებოდა უამრავი თაყვანისცემლისათვის სრულყოფილი ლედის იდეალი.
ჯონი დეპის ქალები
ქალები ჯონი დეპის ცხოვრებაში

9 ივნისს ჯონი დეპს 51 წელის შეუსრულდა. გამაოგნებელი ხასიათების შემქმნელი მსახიობი,
ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჰონორარების მომპოვებელი და ნამდვილად დიდი ნიჭის პატრონი
ყველას სიყვარულით სარგებლობს, დაწყეული ბავშვებიდან, დამთავრებული ქალებამდე.
ჩვენ შევარჩიეთ მისი ცხოვრების მთავარი რომანები.
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი
თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი მთავარი სასიყვარულო ისტორია
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი
რომანი ეპიკური მასშტაბის სიყვარულზე

თქვენ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ თანამედროვე ჰოლივუდის მთავარი სასიყვარულო ისტორია პიტსა და ჯოლის შეემთხვათ? მაშინ თქვენ ცდებით. "ბრანჯელინას" სამსახურეობრივი რომანი, რომელიც ფანტასტიკურ პიარ დადგმაში გადაიზარდა, განსხვავდება ვნებითა და გულახდილობით ამ ძველი ჰოლივუდის გავლენის მქონე ისტორიასთან, რომელსაც "სახელგანთქმულ სიყვარულის ისტორიას"-აც კი უწოდებენ.

სტატიის ორივე მთავარი გმირი ერთსა და იმავე დღეს, 25 სექტემბერს დაიბადნენ, თუმცა 25 წლიანი სხვაობით. დღეს სკეპტიკოსებიც კი აღიარებენ, რომ ეს წყვილი ერთადერთია ჰოლივუდში ტრადიციული ოჯახური ღირებულებების საილუსტრაციოდ.
5 Key Accessory Trends For Men’s W14
აქსესუარების მოდური ტრენდები მამაკაცისთვის
2014-15 ზამთრის სეზონისთვის


უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს მამაკაცის გარდერობში აქსესუარებს,
რომლებსაც მარტივად შეუძლიათ გამოკვეთონ მისი ხასიათი და შემატონ ტენდენციურობა.
მაშინ, როდესაც კაცის გარდერობში სამოსის არც თუ დიდი არჩევანია მას
აუცილებლად უნდა ქონდეს ეს რამდენიმე აქსესუარი ზამთრის სეზონისთვის:
მუსია ქებურია Caucasus Online
მუსია ქებურიამ კიდევ რამდენიმე კედელი მოხატა... ამჯერად მისი street art
მულტფილმების თემაზე შექმნილი ილუსტრაციებია Caucasus Online-ს კომერციული პროექტის ფარგლებში.
მუსიამ თბილისის ქუჩებსა და კედლებზე გააცოცხლა მულტფილმების
Adventure Time, Dexter და The Simspsons-ების პერსონაჟები
.

მუსია: "უნდა გამეკეთებინა რაიმე თემა ახლო TV-სთან და ინტერნეტთან, შესაბამისად თინეიჯერებისთვის და არა მარტო, საზოგადოებისთვის ყველაზე საყვარელი და დადებითი მულტფილმები და გმირები ავარჩიე, რომ საბოლოო სახეს დადებითი ემოცია წამოეღო ყველასთვის"
თბილისის მოდის კვირეული / დღე 3-5
თბილისის მე-10 მოდის კვირეული დასრულდა შატო მუხრანში ავთანდილის ჩვენებით და ჟურნალ OK!-ს წვეულებით, სადაც უამრავმა ცნობილმა ადამიანმა და მოდით დაინტერესებულმა თბილისელმა მოიყარა თავი.

თბილისის მოდის კვირეულმა 5 დღეს გასტანა, წარმოგიდგენთ მე3-5 დღის ჩვენებებზე დამსწრე სტუმართა ჩაცმულობას Designer Center, თბილისი რუმსში გამართული თამუნა ინგოროყვას და შატო მუხრანში ავთანდილის ჩვენებიდან.
სტუმრების ჩაცმულობის ამსახველი ფოტოების ხილვა, რომელიც სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის გადაიღო ელენე გოგელიამ შეგეძლოთ ჩვენს ინსტაგრამზე @wwwangelge და ფეისბუქისფეიჯის ალბომში, სადაც ყველა ფოტოს ხილვა შეგიძლიათ.