Victoria’s Secret Backstage in Shanghai
დასრულდა Victoria's Secret 2017 წლის კოლექციის შოუ-ჩვენება, რომელსაც ამჯერად შანხაის მერსედეს-ბენც არენამ უმასპინძლა. წარმოგიდგენთ კულისებს მიღმა ფოტოებს და კულუარულ ინფორმაციებს, ჩვენების მიმოხილვას კი მოგვიანებით ვიხილავთ. შოუს ოფიციალური ჩანაწერი 28 ნოემბერს გავა CBS-ის ეთერში. ჩინეთი მრავალი ხარვეზით და დაბრკოლებით დახვდა Victoria’s Secret-ის ჩვენებას: 6 მოდელს, მომღერალ კეიტი პერის, მოწვეული სტუმრებისა და პრესის ნაწილს ქვეყანამ ვიზა არ მისცა, after party წვეულება კი პოლიციამ ნაადრევად დაშალა.

Victoria's Secret ჩვენება ქენდის სვეინპოლმა გახსნა, 29 წლის მოდელი ბავშვის გაჩენის შემდეგ დაუბრუნდა VS პოდიუმს, ასევე აღსანიშნია, რომ Fantasy Bra-ს მფლობელი, წლის ჩვენების მთავარი მოდელი 27 წლის ლაის რიბეიროც დედაა. ბრაზილიელმა გოგონამ 18 წლის ასაკში, სწორედ შვილის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტა მოდელობის დაწყება. Victoria's Secret 2017 წლის ჩვენება ალესანდრა ამბროსიომ დახურა და დაასრულა ბრენდთან 17 წლიანი თანამშრომლობა. წლევანდელ ჩვენებაზე გამოირჩეოდნენ ბრენდის მოდელები: ტეილორ ჰილი, ელზა ჰოსკი და ჯოზეფინ სკრივერი.
ქართველი დიზაინერების Editorial
მსოფლიო მოდის ინდუსტრია ქართულ მოდას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და აკვირდება. თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ზე წარმოდგენილმა კოლექციებმა ქართველი დიზაინერების დახვეწილი ხედვა ნამდვილად დაადასტურა. დემნა გვასალიას მიერ მოპოვებული წარმატების შემდეგ, თბილისი ნელ-ნელა მსოფლიოს მოდის ქალაქების სტატუსს უახლოვდება.

საერთაშორისო ონლაინ პორტალი Highsnobiety აქვეყნებს Julien Boudet-ს მიერ საქართველოში გადაღებულ ედითორიალს და წერს, რომ საქართველოს გვასალიას გარდა, სხვა მრავალი დიზაინერიც გამოარჩევს. ფოტოსესიაში, რომელიც პოსტ-საბჭოთა სტილს კარგად ასახავს მოდელები ქეთი ლომაძე და მარიშა ურუშაძე რამდენიმე ქართველი დიზაინერის სამოსს წარმოადგენენ: Mach & Mach, Bessarion, Salome, და Aleksandre Akhalkatsishvili, სწორედ ისინი ადასტურებენ, რომ საქართველოს მხოლოდ დემნა გვასალია არ ასახელებს.
გაზაფხული-ზაფხულის ტრენდები
საშემოდგომო მოდის კვირეულების შემდეგ, მოდის კრიტიკოსები იმ ტრენდების ჩამონათვალს ადგენენ, რომლებიც დიზაინერების შემოთავაზების მიხედვით, მომავალ გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე მოდური და მოთხოვნადი იქნება. სეზონიდან სეზონამდე გარდერობის განახლება ისეა საჭირო, რომ ისინი მიმდინარე ტენდეციებს პასუხობდეს. წარმოგიდგენთ იმ სამოსს, რომელიც აქტუალობას იძენს და იმას, რომელსაც ყველაზე თამამები მოირგებენ.
advertising: [email protected]
HM საქართველოშია!
საერთაშორისო შვედური ბრენდი H&M (Hennes & Mauritz AB) ცნობილია თავისი ბიზნესიდეით – ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის – H&M საქართველოში პირველ მაღაზიას 2017 წლის 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გახსნის. მაღაზიის გახსნის წინა წვეულება კი 16 ნოემბერს შედგა, რომელსაც პრესის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. თბილისის შუაგულში, რუსთაველის გამზირის N2/4-ში მდებარე „გალერია თბილისში“, ყველასთვის საყვარელი ბრენდი სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

18 ნოემბერს, "ეიჩ ენდ ემი" მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად გახსნის წინა წუთების ათვლას ყველასთვის საყვარელ ქართველ დიჯეისთან ერთად დაიწყებს, რაც შოპინგის პროცესს კიდევ უფრო გაახალისებს და გაამრავალფეროვნებს. ყველა სტუმარს შეეძლება, რომ ისარგებლოს 20%-იანი ფასდაკლებით სრულ კოლექციაზე. ისინი კი, ვინც რიგის პირველ, მეორე და მესამე ადგილს დაიკავებენ, განსაკუთრებულად დაჯილდოვდებიან და, შესაბამისად, 200, 100 და 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათებს მიიღებენ. მომდევნო 1000 სტუმარს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა!
LALO ss18
ლალო დოლიძემ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე მორიგი კოლექცია წარმოადგინა. LALO სწრაფი ტემპით განაგრძობს womenswear კოლექციის განვითარებას. ბრენდის ისტორია გრადაციული ნაქსოვი კარდიგანებით იწყება, დღეს კი მათი წარმოება სამოსსა და აქსესუარების ფართო სპექტრს მოიცავს.

პოდიუმზე კვლავ ვიხილეთ მათი სახელოვანი ნაქსოვი სამოსის მრავალფეროვან ვარიაციებში, ფრიალა რუშებიან კაბებთან, თვლებით მოჭედილ ბერეტებთან და ბეწვიან ქამრებთამ კომბინაციაში. აღსანიშნია, რომ კოლექციას შესანიშნავი სთაილინგი ქონდა გაწეული. დიზაინერმა ასევე წარმოგვიდგინა საკუთარი ფეხსაცმელი და ჩანთები, და ამავდროულად ითანამშრომლა ნინა ზარქუასთან და o711-თან. ერთი სიტყვით, ამ სეზონისთვის ეს უდავოდ თბილისელი გოგონების ფავორიტი კოლექციაა!
ოლეგ ტიმჩენკო "სიყვარულის ტერიტორია"
ოლეგ ტიმჩენკომ ახალი გამოფენით "სიყვარულის ტერიტორია" სადარბაზოს მოხატვის ტრადიცია არატრადიციული და პროვოკაციული სტილში გააცოცხლა. ქართველი ხელოვანი მუდამ გამოირჩეოდა ხმაურიანი და შთამბეჭდავი პერფორმანსებით. მასშტაბური ზომის ეროტიკული სერიის ტილოებისთვის საგამოფენო სივრცედ ჭონქაძის ქუჩაზე არსებული ერთერთი სადარბაზო იქცა, შემდგომ კი ექსპონატებმა გალერეა "გამრეკელი"-ში გადაინაცვლეს.
შემოდგომის მთავარი ტრენდები
სუსხიანი სეზონი მოდის მოყვარულთათვის ნამდვილი გამოწვევაა, ამდენი ახალი ნივთი დიზაინერებისგან და სტაილინგის უსაზღვრო შესაძლებლობა : წინდები და ფეხსაცმელი, შარვალი და მოსახური, პერანგები და თბილი ჯემპერები : რამდენი ფენა შესაძლებლობაა ააწყო და მოირგო უნიკალური outfit. გთავაზობთ VOGUE-ს დაკვირვებით ამ სეზონის პოდიუმებზე ნანახ ყველაზე გამოკვეთილ ტრენდებს შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის
"მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში"
1934 წელს გამოცემული, ინგლისელი მწერლის აგათა კრისტის დეტექტიური რომანის „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ უახლესი ეკრანიზაცია რეჟისორ კენეტ ბრანს ეკუთვნის. ფილმის პრემიერა სულ ახლახანს 2017 წლის ნოემბერში შედგა, მათ შორის საქართველოშიც. ფილმი საუკეთესო სამსახიობო დასს აერთიანებს: ჯონი დეპი, დეიზი რიდლი, მიშელ პფაიფერი, ჯუდი დენჩი, პენელოპა კრუზი, უილემ დეფო და თავად რეჟისორი კენეტ ბრანი მთავარ როლში!

მოქმედება 30-იან წლებში აღმოსავლეთის ექსპრეს-მატარებელში ვითარდება, მაყურებელი გამომძიებელ ერკიულ პუაროსთან ერთად არკვევს, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული პირველი კლასის ვაგონიდან. ფილმის პრემიერას წიგნის ახალი გამოცემის წარდგენაც მოყვა.
MERCEDES BENZ TBILISI FW STREET STYLE
ნოემბრის თვეში თბილისმა მოდის კვირეულის მორიგ სეზონს უმასპინძლა. MERCEDES BENZ-ის თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებები რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიმართა. დატვირთული კვირა აქტიურად გაშუქდა მსოფლიო პრესაში წარმოდგენილი დიზაინერების ჩვენებების, ასევე დამსწრე სტუმრების გამორჩეული სტილის გამო. ჩვენც წარმოგიდგენთ MERCEDES BENZ თბილისის მოდის კვირეულზე დამსწრე სტუმრების ჩაცმულობას.
5 ტრენდი ქართველი დიზაინერებისგან
თბილისის მოდის კვირეულმა და თბილისის Mercedes Benz Fashion Week-მა წარმატებით ჩაიარა. ქართველმა დიზაინერებმა საზოგადოებას საკუთარი ახალი კოლექციები წარუდგინეს, რომლებიც მომავალი გაზაფხული-ზაფხულის ჰიტი უნდა გახდეს. აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანი საოცარი ინდივიდუალურობითა და კრეატიულობით გამოირჩეოდა, თუმცა მათ რამდენიმე საერთო ტრენდი მაინც აკავშირებდათ. გამოვარჩევთ მომავალი სეზონის 5 მოდურ ტრენდს ქართველი დიზაინერების კოლექციებიდან
Shotie Blackmore
Shotie Blackmore ქართველი ფოტოგრაფი და ფილმ-მეიქერია, რომელიც როგორც თავის თავს ახასიათებს Lifestyle photographer-ია, მის არქივში მრავალი ლამაზმანის ფოტოები ინახება და საუკეთესო კადრებს აქტიურად გვიზიარებს მის ინსტაგრამზე.

ფოტოგრაფი თანამშრომლობს მოდელებთან და ბრენდებთან, ასევე მუშაობს პერსონალურ დაკვეთებზე. შოთი ძირითადად ბუდუარის სტილში იღებს, მის მიერ დაფიქსირებული ინტიმური და სექსუალური კადრები არ ცდება ვულგარულობის ზღვარს, რაც გამოარჩევს ხელოვანს.
VACANZA DI ANOUKI, SS18
ანუკი არეშეიძემ 2018 წლის გაზაფხულისთვის განკუთვნილი კოლექცია თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში წარმოგვიდგინა. ჩვენებას ექსპო-ჯორჯიაში არსებულმა სუბტროპიკულმა ბაღმა უმასპინძლა. ამ ულამაზეს ლოკაციაზე გამართული ჩვენება გამოირჩეოდა სტუმრების სიუხვით. ANOUKI-ს მბზინავი პაიტეკებით მორთული ნაზი კოლექცია ინსპირაციას დიზაინერის იტალიური არდადაგებიდან იღებდა; VACANZA DI ANOUKI სწორედ ასე ქვია კოლექციას;
advertising: [email protected]
Trend: ვარცხნილობები
Trend: თმის ვარცხნილობები 2017 წლის საშემოდგომო სეზონისთვის
მოდის კვირეულებზე წარმოდგენილი ჩვენებებიდან ტოპ-სტილისტების მიერ შემუშავებული რამდენიმე ვარცხნილობის სტილი იკვეთება.

მაგალითად, კიკინა შავი ლენტით ყველაზე მეტად გამოკვეთილი და განმეორებადი ტრენდი აღმოჩნდა. მას თბილისის მოდის კვირეულზეც შენიშნავდით და მოდის მიმდევრებმაც უკვე მოირგეს.
DALOOD, SS18
ქართველი დიზაინერის მაკა კვიციანის ჩვენებამ მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში შოუს ელემენტებით ჩაიარა. DALOOD-ის 2018 წლის ზაფხულის კოლექციის ჩვენება დათუნა ალადაშვილის მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. დიზაინერმა კოლექციის შესაქმნელად გადამუშავებული და ბუნებრივი მატერიები გამოიყენა და შეგვახსენა გარემოს დაცვის თემის აქტუალურობა. კოლექციაში ასევე გამოყენებული იყო ჩვენთვის კარგად ნაცნობი და პოპულარული დრაკონის ნაქარგი დენიმზე. თავბრუდამხვევი შოუ შესაბამისად - პოდიუმის დატრიალებით და ულამაზესი მელოდიით დასრულდა.
Ermanno Scervino RESORT 2018
იტალიურმა მოდის სახლმა Ermanno Scervino მისთვის დამახასიათებელ რომანტიულ ხელწერას სპორტული შიკი შემატა და წარმოგვიდგენს ძალიან დახვეწილ და ამავდროულად ახალგაზრდულ 2018 RESORT კოლექციას. მართალია ბრენდირებულ სარტყელებს ვერ ვუწოდებთ ორიგინალურს და კუბოკრული პიჯაკებიც სეზონის ყველაზე მოთხოვნად-ტრენდს გამოხატავს, თუმცა დასაფასებელია დიზაინერის გემოვნებიანად შექმნილი და შეკრული კოლექცია, რომელიც იტალიური ბრენდის ხარისხიან ქსოვილზე მუშაობს.