რა აცვიათ ნიუ-იორკის ქუჩებში
მოდის კვირეულის სტილი
რა აცვიათ ნიუ-იორკის ქუჩებში

ნიუ-იორკში მოდის კვირეული მიმდინარეობს, სადაც დიზაინერები 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს წარადგენენ. კვირეულის პირველივე დღეებში უზარმაზარი მეგაპოლისის ქუჩები მთელი მსოფლიოს მოდის მიმდევრებმა გაავსეს - ბევრმა მიმართა ექსპერიმენტებს, ბევრმაც სეზონის ჰიტად ქცეული ტრენდები წარმოადგინა. კუბოკრულ პიჯაკებს გრძელი პალტოები, დიდი ზომის ჯემპერებს ჯინსები შეუხამეს. გოგონებმა ფერადი ბოტფორდები, ტყავის ბერეტები და პლედებიც მოირგეს.
ფერთა 3 მოდური კომბინაცია
ფერთა 3 მოდური კომბინაცია 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის სამოსში: ნაზი პასტელის ფერები, ვარდისფერი წითელთან თუ მთელი ცისარტყელა.

2018 წლის ზაფხულის ფერი ულტრაიისფერი გახდა. ეს ელფერი ყველაფერს ნამდვილად არ უხდება, ზოგიერთს კი ის საერთოდ არ მოსწონს. ამასთან, იასამნისფერს სხვა ფერიც ადეკვატურად უნდა შეურჩიო, რათა მთელი ჩაცმულობა ეფექტური გამოდგეს. თუმცა, მომავალ გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონზე არამხოლოდ ის იქნება აქტუალური, არამედ სხვა ნათელ ფერთა პალიტრაც.
მაკიაჟის ტრენდები 2018 FW
მაკიაჟის 5 ძირითადი ტრენდი
2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებიდან


ნიუ-იორკში კოლექციების ჩვენება წარმატებით გრძელდება. ბრენდები სამოსთან ერთად, მაკიაჟის ტრენდების დამკვიდრებასაც ეფექტურად ახდენენ. საინტერესოა როგორ სილამაზის ხერხებს მიმართავს გოგონა, რომელიც მათ სამოსს ატარებს. თუმცა ვიზაჟისტები რადიკალურად განსხვავებულ ტრენდებს წარმოგვიდგენენ, მაშინ როდესაც Jeremy Scott-ის გოგონა ფერადი პარიკით და გრაფიკული ლაინერით წარსდგა პოდიუმზე, Tom Ford 80-იანების ბინძური სმოქი-აიზ მაკიაჟს ნოსტალგირებს, დანარჩნები ჩვენებებისთვის კი ვიზაჟისტებმა ძირითადად ბუნებრივი მაკიაჟი და გამოკვეთილი ყვრილამების ეფექტი შექმნეს.


Off-White c/o Jimmy Choo
ვირჯილ აბლოს ბრენდი Off-White™ კოლექციის შექმნისას ძირითადად კოლაბორაციულ პროექტებს მიმართავს, Nike და Champion-თან გახმაურებული თანამშრომლობის შემდგომ Off-White™ ამჯერად Jimmy Choo-სთან ერთად აწარმოებს ფეხსაცმელს მიმდინარე კოლექციისთვის. საპრეზენტაციო წვეულებაზე ვირჯილმა უამრავ სტუმარს და ცნობილ ადამიანს მოუყარა თავი: კენდალ ჯენერი, ბელა ჰადიდი, ჰეილი ბოლდუინი, კაია გერბერი, ნაომი კემპბელი, როზი ჰანტინგტონ უაითლი, მარტა ჰანტი, ანია რუბიკი, სიმი & ჰეიზ ხადრა, აირენ კიმი, ქეროლინ ვრილენდი... სტუმართა უმრავლესობა მოდელის როლში მოგვევლინა, მათ ემოსათ Off-White™-ის უახლესი კოლექცია.
Ralph Lauren-ის საზღვაო კოლექცია
რალფ ლორენმა კვლავ გვიჩვენა ისეთი კოლექცია, რომლის ყიდვაც მაშინვე გინდება. სანამ, მისი კოლეგები 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონს წარმოადგენენ, 79 წლის დიზაინერი აწმყოთი ცხოვრობს და გაზაფხული-ზაფხულის სამოსს გვიჩვენებს. ჩვენების ახლებური ფორმატი რომ არ გავითვალისწინოთ, ამერიკული სტილის მეფეს საკმაოდ ტრადიციული კოლექცია გამოუვიდა. ბრენდი, რომელსაც საერთოდ არ სურს რევოლუცია მოახდინოს, სწორედ ამ ხარისხის დეტალის გამოა Ralph Lauren განუმეორებელი.

ეს სეზონი საზღვაო კურორტის სტილს დაეთმო. კოლექცია იამაიკის ნავსადგურითაა შთაგონებული, სადაც ლორენს საკუთარი სახლი აქვს. კოლექციაში წარმოდგენილია ფერები: თეთრი, ლურჯი, ყვითელი, წითელი და მწვანე საზღვაო თემატიკის ალმების, დროშებისა და პრინტების სახით. კოლექცია იამაიკის ნავსადგურითაა შთაგონებული, სადაც ლორენს საკუთარი სახლი აქვს. წარმოგიდგენთ 5 მთავარ ინსპირაციულ დეტალს
Philipp Plein FALL.18 RTW
Philipp Plein-ის მფრინავი თეფშის დაშვება
პლეიბოის ზამთრის კურორტის mansion-ზე
.

მართალია ნიუ იორკში მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებები მუდამ გამოირჩევა ორიგინალური ლოკაციებით და შოუს ეფექტებით, თუმცა Philipp Plein-მა ყველა გააოცა როგორც შოუს მოცულობით ასევე მისი გაურკვეველი კონცეპციით. Philipp Plein-მა ჩვენებაზე კოსმოსური ხომალდიდან დაუშვა ტრანსფორმერი:რობოტი და ირინა შეიკი, რაც საერთო ჯამში 10$ მილიონი დაჯდა.

კოლექცია სპორტულ სამოსს აერთიანებდა, პოდიუმზე ვიხილეთ ski და სნოუბორდისთვის განკუთვნილი სამოსი, ჩვენება მოგვიანებით ერთ დიდ წვეულებაში გადაიზარდა. საერთო ჯამში კოლექცია PLAYBOY-ის მოყვარულ, უცხოპლანეტელების ისტორიებისა და ზამთრის სპორტის მიმდევართა ინტერესების მიქსს წარმოადგენს.
კაროლინა ერერას უკანასკნელი ჩვენება
კაროლინა ერერას უკანასკნელი ჩვენება მოდის სამყარო განსაკუთრებული ყურადღებით ელოდა ნიუ იორკის მოდის კვირეულზე კაროლინა ერერას ჩვენებას, რომელიც 79 წლის დიზაინერისთვის უკანასკნელი ჩვენება გახლდათ.

დიზაინერი ვენესუელადან უზადო გემოვნებით და სტილის შეგრძნებით, კაროლინა 1980 წლიდან უდგას სათავეში მის მოდის სახლს, რომელიც LUXURY ბრენდს წარმოადგენს და გამოირჩევა ელიტარული კლიენტებით. Carolina Herrera ნიუ იორკში დაფუძნდა და ქმნიდა ამერიკულ მოდას!

ფინალურ შოუზე კაროლინა ატელიეს მუშაკებთან ერთად დაგვემშვიდობა პოდიუმიდან, მოდელების რიგი მის ყველაზე სახელოვან თეთრ პერანგსა და ფერად ქვედაბოლოებში გამოწყობილნი გამოვიდნენ. Carolina Herrera მოდის სახლს დიზაინერი Wes Gordon წარუძღვება, რომელიც ბოლო პერიოდია კაროლინას დამხმარედ მუშაობდა და ღირსეულ მემკვიდრედ მოიაზრება.
ქართული სიტყვები Gucci-ს ჩანახატებზე
"გუჩის" 2018 წლის საშემოდგომო კოლექციის პრომო კამპანია საინტერესო მიზნებს ემსახურება: ბრენდმა რამდენიმე საათის წინ შავ-თეთრი ვიდეოების განთავსება დაიწყო, რომელშიც "გუჩის" მოდელები, მათ შორის ქართველი მარიშა ურუშაძე, საკლასო ოთახში სხედან და ერთმანეთს უსმენენ. მოდელები მე-19 საუკუნის ფრანგი პოეტის შემოქმედებას განიხილავენ, კერძოდ კი მის ლექსებს ციტირებენ პოემიდან L’Éternité //"მარადისობა".

"თავისუფლება, თანასწორობა... სექსუალობა" ეს არის კამპანიის მთავარი სლოგანი, რომლის მხატვრულ დირექტორადაც კრისტოფერ სიმონდსი გვევლინება. კრეატიული დირექტორი კი ყველასთვის ნაცნობი ალესანდრო მიკელეა.
ვიქტორია ბექჰემის ახალი კოლექცია
თუ გსურს იდეალური გარდერობი, ტანისამოსი თავად შეკერე! - ეს წესი ვიქტორია ბექჰემმა საუკეთესოდ იცის. დიზაინერი და მრავალშვილიანი დედა საკუთარ ბრენდს საუკეთესო რეკლამას უწევს, რასაც მისი ქუჩის თუ წითელი ხალიჩის ფოტოები მოწმობს. ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი კოლექციის შემდეგ ვიქტორია და მისი ბრენდი ამერიკას დაემშვიდობა, სექტემბრიდან მისი შოუები მშობლიურ ლონდონში ჩატარდება. მისის ბექჰემი თავის შემოქმედებაში სეზონის მთავარ ტრენდებს ამკვიდრებს, ამიტომაც კოლექცია მარტივი, მაგრამ აქტუალურია. ვიქტორიამ 80-იანები შარვლებით და სპორტული მაისურებით გაიხსენა. წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ვიქტორია ბექჰემის ახალი კოლექცია სეზონის ტრენდების სახელმძღვანელოა.
იტალიელები ნიუ-იორკში: Bottega Veneta
იტალიური ბრენდის Bottega Veneta ახალი FW18-19 კოლექცია ამერიკის მეგაპოლისს სიყვარულში უტყდება

მილანში დაფუძნებულმა ბრენდმა გადაწყვიტა საკუთარი ახალი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ნიუ-იორკში ეჩვენებინა. შოუს შემდეგ ყველაფერი გასაგები გახდა: კრეატიულმა დირექტორმა ტომას მეიერმა კოლექცია ნიუ იორკის მაცხოვრებლებს მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში მედისონ ავენიუზე Bottega Veneta-მ მაღაზიაც გახსნა. ჩვენების ლოკაციად კი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა აირჩიეს. ინდექსის დრამატული ვარდნის ფონზე ყველაფერი განსაკუთრებით სიმბოლურად გამოიყურებოდა. მოდელების საფინალო გამოსვლის შემდეგ ლოფტი წვეულების ადგილად იქცა, სადაც ყველა გაერთო. ჩვენებაში მონაწილეობა მიიღეს ირინა შეიკმა, კაია გერბერმა, ჯიჯი ჰადიდმა და ადვოა ებოამ.
Alexander Wang FW18-19
Ugly accessories: ალექსანდრ ვანგის ამბოხი
თუ ფიქრობთ, რომ დიზაინერები ჭკუიდან შეიშალნენ, მოდის ინდუსტრია აშკარად გიპასუხებთ, რომ მართალი ხართ. Alexander Wang-ის ახალი კოლექცია მოკლებულია ელეგანტურობის იმიჯს და მთლიანად ექსცენტრიკულ მოდაზეა აგებული. თითოეული დეტალი, რაც კი ჩვენებაზე დაფიქსირდა, სოციალურ ქსელებში დიდი გარჩევის საგნად იქცა. დიზაინერმა მოდაში დააბრუნა მივიწყებული ნივთებიც და გზა გაუხსნა ახალ ტრენდებს.
NY კვირეულზე დამსწრე ვარსკვლავები
როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები ნიუ-იორკის FW18-19 მოდის კვირეულის ჩვენების პირველ რიგში.
ჩვენების პირველი რიგი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წითელი ხალიჩა. მას ძირითადად მოდის ინდუსტრიის წარმატებული პირები და ცნობილი ადამიანები ავსებენ მოწვეული სტუმრების სტატუსით, სტუმრების ჩაცმულობას ისეთივე ყურადღებით აკვირდებიან და აფიქსირებენ, როგორც პოდიუმზე გამომსვლელ ნებისმიერ მოდელს, ძირითადად პირველი რიგის სტუმრებს პატივისცემით ნიშნად იმ დიზაინერის სამოსი მოსავთ, რომლის ჩვენებასაც ესწრებიან.


ტრენდი: ფუტურისტული სათვალეები
90-იანების მოდასთან ერთად, ტრენდების სიაში ადგილს ვიწრო სათვალეები იკავებენ, ისეთები როგორიც "მატრიცა"-ში. სათვალის დიდი ჩარჩოები, რომლებიც ნახევარ სახეს ფარავს, მხოლოდ პაპარაცების თავდასხმის არიდების საშულებაა. სეზონის მთავარი must-have კი პატარა, ვიწრო მზის სათვალეებია.

დემნა გვასალია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ისინი Balenciaga-ს 2017 წლის საშემოდგომო კოლექციაში წარმოაჩინა. 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ისინი უკვე მილენიალების საყვარელმა ბრენდებმა გამოუშვეს: Miu Miu, Prada, Off-White, Acne Studios, Stella McCartney, Louis Vuitton... სათვალეები არამხოლოდ წარსულის ციტატა, არამედ ახალი მოდური იმიჯი გახდა.
Tom Ford FW18-19: სექსუალური რევოლუცია
კიდევ ერთი სექსუალური რევოლუცია ტომ ფორდისგან
80-იანების ნოსტალგია წარწერით Pussy Power

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ტომ ფორდის "ხმაურიანი" ჩვენება შედგა. 56 წლის დიზაინერი მომავალი შემოდგომისთვის უბრუნდება 80-იანების ესთეტიკას. ფორდი ინდივიდუალური მანერით წარმატებულად ახდენს ვარდისფერისა და ლეოპარდის პრინტის შერწყმას ზებრას ხაზებთან, ნეონის ფერებსა და ფსიქოდელიურ ყვავილებთან. ასეთი მეთოდით ტომი ჰოლანდიელი დიზაინერის კოოსა ვან დენ აკერის შემოქმედებისგან იღებს შთაგონებას, რომელმაც ლეგენდარული "უშნო ჯემპერი" შექმნა და 80-იანების გარდერობის მეინსტრიმი გახდა.
თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი
ე.ლ. ჯეიმზის "ორმოცდაათი ელფერი" საგის მე-3 წიგნის ეკრანიზაცია ეპიკურ დასასრულს გვპირდება. 8 თებერვალს ფილმის საპრემიერო ჩვენებას გალერია თბილისის კავეას კინოდარბაზმა უმასპინძლა. ფილმი კიდევ უფრო მეტი სექსუალური სცენითაა დატვირთული და მართალია ისტორია ზღაპრის მსგავსად ქორწილის სცენით სრულდება, თუმცა ანასთეიშა და კრისტიანის წყვილისთვის ყველაფერი წინაა. სთალკერი წარსულიდან და კრისტიანის ყოფილი საყვარლები შესაძლოა მათ ოჯახურ ცხოვრებაში ყველაზე დიდ პრობლემას სულაც არ წარმოადგენდნენ...

ფილმს ამჯერადაც გამოარჩევს საუნდტრეკები, მუსიკის ნაწილი სპეციალურად ფილმისთვის დაიწერა და ასრულებენ: Hailee Steinfeld, Dua Lipa, Liam Payne and Rita Ora, Julia Michaels ... იხილეთ სეანსების განრიგი : www.kinoafisha.ge