სუპერმოდელები Victoria’s Secret-ის შოუს რეპეტიციაზე
მომავალ კვირაში ნიუ-იორკში Victoria’s Secret-ის ყოველწლიური შოუ გაიმართება. ჩვენებისთვის უკვე აქტიური მზადებაა: დღეს მოდელები ბრენდის ოფისში საფინალო სინჯებზე მივიდნენ. მონაწილეებს შორის შეინიშნებოდნენ ქენდის სვინპული და ბეატი პრინსლო, რომლებიც პოდიუმს მშობიარობის შემდეგ უბრუნდებიან. პაპარაცებმა ასევე დააფიქსირეს ჟასმინ ტუკსი, ჟოზეფინ სკრივერი, ბარბარა ფიალო, ჟიზელ ოლივიერა.

წელს ბევრი სიურპრიზი გველის: მაგალითად ვინი ჰარლოუს დებიუტი, რომელსაც იშვიათი კანის დაავადება აქვს. შოუსი მონაწილეობას მიიღებენ დები ჰადიდები, ადრიანა ლიმა, ელსა ჰოსკი, ბარბარა პალვინი...
ვიზაჟისტის რჩევები: Smoky Eyes ქერათმიანებისთვის
როგორ გავიკეთოთ იდეალური Smoky Eyes და რა საშუალებები დაგვეხმარება ამისთვის

YSL-ის საერთაშორისო ვიზაჟისტის რჩევები


აირჩიეთ ყავისფერი ჩრდილები: შოკოლადისფერი ან ბრინჯაოსფერი. თუ მწვანე ან ცისფერი თვალები გაქვთ, უპირატესობა თბილ ფერებს მიანიჭეთ წითელი პიგმენტით: ჟანგის ან სპილენძის ტონალობას. ან აირჩიეთ ხაკისფერი ჩრდილი მეტალის ეფექტით - ვარსკვლავები ამ ტრენდს წითელ ხალიჩაზე ხშირად იყენებენ.
INGOROKVA SS 2019
თამუნა ინგოროყვა 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის ძირითადად დენიმის ანსამბლით დაკომპლექტებულ კოლექციას წარმოგვიდგენს, რომელიც სულ მალე იქნება ნაჩვენები მერსედეს-ბენც თბილისის მოდის კვირეულზე.

INGOROKVA

ფოტოგრაფი: ლევან ჭყონია
მოდელი: ნინა ბოჭორიშვილი
ნათია ჯგუბურიას სტილი
ნათია ჯგუბურია პერსონალური სტილისტია, რომელიც თბილისის მოდის კვირეულის გენერალური მენეჯერის პოსტს იკავებდა ბოლო 5 წლის განმავლობაში და კულისებს მიღმა street style ფოტოგრაფების ფავორიტია, trendspotter-ების ობიექტივიდან საკუთარ ინსტაგრამზე გვიზიარებს მისი ჩაცმულობის ამსახველ პოსტებს fifunia-ს სახელით.
EDITORIAL-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ: ფინანსური შესაძლებლობები საჭიროა არა სტილის არამედ ბრენდების შესაძენად, შეზღუდული ფინანსები კი მეტ გასაქანს აძლევს კრეატივს.
BERADZE SS 2019
BERADZE - თბილისში დაარსებული ბრენდია, თამუნა ბერაძე 2019 წლის ზაფხულის კოლექციას მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე აჩვენებს. კოლექციის ლუქბუქს კი მოდელი თეკლა ჩიჯავაძე წარმოგვიდგენს.

კოლექცია 70-იანების განწყობით არის შთაგონებული, რომელიც აერთიანებს ბრიტანულ პანკს, დისკოს და ჰიპის პერიოდს და წარმოადგენს გარდასული დეკადის თანამედროვე ხედვას. კოლექციის სახელია: GIRLS WITH NARCISSISTIC PERSONALITY DISORDERS, ის 70'იანების ხელოვანი ედ რუშეის შემოქმედების კალიფრნიული ვაიბის გავლენის ქვეშაა მოქცეული. 70'იანები გახლდათ პერიოდი, რომელიც ხელს უწყობდა ახალი იდეების და აზრების რეალიზებას, პერიოდი როდესაც ქალთა უფლებებმა და როლმა იწყო გამომხატველობითი ზრდა და ანდროგენული იერი ტრენდული გახდა. ეს კოლექცია არის ქალბატონებისთვის, რომლებსაც სურთ გამოირჩეოდნენ.
როზი ჰანტინგტონი: "ქუჩაში მაკიაჟის გარეშე არ გავდივარ"
როზი ჰანტინგტონ-უაითლი
მოდელი სილამაზის საიდუმლოებებს გვიმხელს


მოდელების უმეტესობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს არ ატარებს, რადგანაც ხშირ გადაღებებზე ეს ისედაც უწევთ. მაგრამ, როზი ჰანტინგტონი მათ რიცხვში არ შედის. ამ წელს, როზიმ საკუთარი სილამაზის საიტიც კი შექმნა Rose Inc.com, მოდელი მის ფავორიტ ვიზაჟისტებთან ერთად აწარმოებს და არჩევს მისი მომხმარებლისთვის ხარისხიან კოსმეტიკასა და თავის მოვლის პროდუქციას, ეს ამჟამად როზის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს.
DE.NIM SS 2019
დიზაინერ ნინო მახარობლიძის ბრენდის DE.NIM სადებიუტო 2019 წლის საზაფხულო კოლექცია მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეულის შოურუმში იქნება წარმოდგენილი.

ჯინსი მოდაში “ დემოკრატიას” წარმოადგენს, არმანი - ეს ფრაზა გახდა ბრენდის დაარსების და კოლექციის შექმნის მთავარი ინსპირაციის წყარო, DE.NIM-ის (ჯინსის ქსოვილი) - კოლექცია დამზადებულია ნატურალური აბრეშუმის და ბამბის ქსოვილებისგან. უკვე დამკვიდრებული და “ კლასიკად” ქცეული მოდელების დეკონსტრუქცია და სრულიად ახალი ხედვით წარმოდგენა არის ბრენდის მთავარი კონცეფცია.
თბილისის მოდის კვირეულის სტუმრები #18
თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონის ჩვენებებზე დამსწრე სტუმრების ჩაცმულობა ტრადიციულად EDITORIAL.ge-ს ფოტოგრაფმა: ანა ბაციკაძემ დააფიქსირა. კვირეული წელს მცირე მასშტაბით გაიმართა, ღონისძიებებს ძირითადად ღვინის უბანმა უმასპინძლა, სადაც სულ რამდენიმე ქართველმა და უცხოელმა დიზაინერმა წარმოადგინა 2018-19 ზაფხულის კოლექციები. თუმცა TFW-ს მრავლად ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები.
თბილისის მოდის კვირეულის მე -18 სეზონი
თბილისის მოდის კვირეულის მე -18 სეზონი 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს ღვინის უბანი უმასპინძლებს (პეტრიაშვილის N1).

თბილისის მოდის კვირეული ტრადიციისამებრ ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს გააცოცხლებს და ამჯერად, SOLO წარმოადგენს პროექტს - Style Icon, რომელიც მთაწმინდაზე ჩატარდება და ქართული სტილის კერპს, ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება.

კვირეულის 4 დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების: ლაშა ჯოხაძის, „მირო“-ს, „Ethere“-ს, „მატურელი“-ს, „მაკმარი“-ს, „რუარუა“-ს, ლაშა დევდარიანის, „წითე“-ს და სხვათა ჩვენებები. კვირეული ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დაიხურება. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით დაესწრებიან „ვოგის“, „ელის“, „ჰარპერს ბაზაარის“, „ელ ოფისიელის“, „მარი კლერის“ და სხვა ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები. „აწარმოე საქართველოს" მოწვევით კი, მოდის კვირეულს უცხოელი შემსყიდველები, ე.წ. ბაიერები დაესწრებიან.
2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის 10 ტრენდი, რომელიც სეზონის ჰიტი გახდება
80-იანების ესთეტიკა ჯერ კიდევ არ ტოვებს დიზაინერების გონებას. პოდიუმზე კვლავ ლეოპარდის და ცხოველური პრინტების მრავალფეროვანი ვარიაციების ზეიმია. ახალ სეზონზე ნეონს ციტრუსების საზაფხულო პალიტრა ემატება: ლიმნისფერი, ფორთოხლისფერი თუ ლაიმის ელფერის. წარმოგიდგენთ 10 მთავარ ტრენდს, რომელიც მომავალი სეზონის ჰიტი გახდება. საკუთარი გემოვნების მიხედვით ექსპერიმენტების ჩატარება ნამდვილად ღირს.
ნაქსოვი ტანსაცმელი Woolen Stories-გან
აქტუალური ქართული ბრენდი შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის: ნაქსოვი ტანსაცმელი და აქსესუარები Woolen Stories-გან

ქართულ ბაზარზე ბრენდი Woolen Stories არც თუ ისე დიდიხანია რაც გამოჩნდა, ნაქსოვი პროდუქცია გამოჩენისთანავე ძალიან კარგად მიიღო და მოიწონა ქართველმა მომხმარებელმა. შესაბამისად, ბრენდი პოპულარული გახდა.

ხელით ნაქსოვი პროდუქცია მზადდება ონლაინ შეკვეთით ნებისმიერ ფერის და ზომის, მომხმარებლის სურვილისამებრ. ფასები 45-280 ლარამდე მერყეობს. დეტალურად Woolen Stories ნაწარმს გაეცნობით მათ ფეისბუქ ფეიჯზე: Woolen Stories
თათია ახალაიას გამოსვლები უკანასკნელ მოდის კვირეულებზე
ნიუ-იორკის, ლონდონის, მილანისა და პარიზის მოდის კვირეულებზე 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების ჩვენება წარმატებით დასრულდა. ქართველი მოდელი, თათია ახალია უკვე რამდენიმე სეზონია, რაც რეკორდებს ამყარებს და მსოფლიო ბრენდების პოდიუმებს ნიუ-იორკიდან პარიზამდე იპყრობს. სექტემბრისა და ოქტომბრის მანძილზე მან 19 შოუზე გაიარა.
მბზინავი კანი: ვიზაჟისტ Patrick Ta-სგან
მბზინავი კანის ეფექტი
ვარსკვლავური ვიზაჟისტის Patrick Ta-ს რჩევები, რომლის კლიენტებიც დები ჰადიდები, როზი ჰანტინგტონი და კრისი ტეიგენი არიან

ვიზაჟისტი მიხვდა სილამაზის უნივერსალურ ფორმულას: ბზინვარება! რაც სახეს კანს ჯანსაღ იერს მატებს და ბუნებრივ სილამაზეს უსვამს ხაზს. "როცა ადამიანები კაშკაშა სახეს ხედავენ, ფიქრობენ, რომ კანი ჯანმრთელია. ნათელი სახით გოგონები უფრო ახალგაზრდულად, თანამედროვედ და ჯანსაღად გამოიყურებიან. ყველას სურს რომ ბუნებრივად გამოიყურებოდეს და სახე მაქსიმალურად უელვარებდეს." - გვიხსნის ტრენდის აქტუალობის მიზეზს Patrick Ta, არტისტმა ზუსტად იცის, თუ როგორ მივაღწიოთ მსგავს ეფექტს და რამდენიმე რჩევას გვიზიარებს.
Elie Saab-ის ახალი საქორწილო კოლექცია
Fall/Winter 19/20
Elie Saab Bridal

ცნობილმა ლიბანელმა დიზაინერმა მომავალი წლის საშემოდგომო კოლექცია წარმოადგინა, რომელიც როგორც ბრენდს სჩვევია, ნატიფ და ელეგანტურ საქორწილო კაბებს აერთიანებს. Elie Saab-ის საქორწილო კაბების უკან ყოველთვის თავდაუზოგავი შრომა იმალება და ეს შემდგომ კაბის თითეულ დეტალში იგრძნობა. ხანდახან მათ შექმნაზე 150 საათი იხარჯება, საიდანაც 70-ს ნაქარგებზე მუშაობის პროცესი იკავებს. ვარსკვლავები თუ რიგითი ადამიანები მის კაბებში დაქორწინებაზე ოცნებობენ. ამ ზაფხულს საკურთხეველთან ელი სააბის კაბით მსახიობი ჰილარი სვონკი მივიდა.
მოდური თუმცა უბრალო - დაკოტა ჯონსონის ჩაცმის სტილი
29-ე დაბადების დღეზე გადავხედოთ მსახიობის სტილს, რომელიც უბრალოებით გვხიბლავს

"გრეის 50 ელფერამდე" მელანი გრიფიტისა და დონ ჯონსონის ქალიშვილის ნიჭიერების შესახებ ცოტამ თუ იცოდა. თუმცა, ახლა ვარსკვლავი ბევრი დიზაინერის ფავორიტია და ცნობილი მოდური გამოცემების გარეკნებზე რეგულარულად ჩნდება. თავად დაკოტა საკუთარი ნამუშევრებით ამაყია: "რაც უფრო მეტს ვიმუშავებ, მით უფრო მეტი ადამიანი დაინახავს თუ რამდენად განსხვავებული რამის კეთება შემიძლია. რა თქმა უნდა, ვერ დავმალავ იმ ფაქტს, რომ გრეიმ კარი გამიხნა, ჩემს სახელს უკვე ყველგან ვხვდებოდი".