Trend: ჩოლკა

Published: 08/11/2017 Views: 17 064


Bang bang, the fringe is back!
აქტუალური beauty-ტრენდი: ვარცხნილობა ფრანგი გოგონას სტილში 'ჩოლკით'

უკვე მერამდენე სეზონია ფრანგი ქალბატონების მსუბუქი და დახვეწილი სტილი სულ უფრო და უფრო იხვეჭს გავლენას მოდის მიმდევართა შორის. და მაინც რა გამოარჩევთ ფრანგ ქალბატონებს, რა განაპირობებს მათ ქარიზმას? თავად ამბობენ, რომ ეს დამოკიდებულებაა ცხოვრებისადმი და ამ ფრანგულ შიკს ყველაზე მეტად მათ მაკიაჟისა და ვარცხნილობაში გამოხატული მანერა გადმოსცემს: თანდაყოლილი დახვეწილობა და ძალდაუტანებელი, შეუბოჭავი უბრალოება.

ყველაზე აქტუალური 1970' სტილში შესრულებული ვარცხნილობაა : გრძელი ტალღოვანი თმა მბზინავი ლოკონებით და გარდამავალი ჩოლკა. ფრანგი ქალბატონები ასეთი ვარცხნილობის ნამდვილი ექსპერტები არიან. მერიენ ფეითფული, ჯეინ ბირკინი, ბრიჯიტ ბარდომ უდიდესი გავლენა იქონიეს ამ სტილის ჩამოყალიბებაზე. დღეს სტილისტები ძირითადად ინსპირაციას ჯეინ ბირკინის და ბრიჯიტ ბარდოს იმიჯიდან იღებენ.


გერმანელი მოდელი ჯულია სტეგნერი სწორედ "ფრანგული ვარცხნილობით" გამოირჩევა


...

სახის ოვალის ფორმის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს თუ როგორი ჩოლკა მოგიხდებათ:



ცნობილი ქალბატონების მაგალითზე