აი, რა დროს იგრძნო სიცოცხლის ფასი!
27
აპრ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
აი: ეხლა რომ არ მოჰკვდებოდეს, სიცოცხლის ფასი მან ეხლა იცის,
იცის, რას ნიშნავს ამ ქვეყანაზე ყოველი წუთი საარსებო გზის.
როგორ გრძნობს ამას! როგორ სურს ეხლა, სხვას გააგონოს ის სიტყვა წრფელი,
დასაბამიდან მის ბაგეთაგან დაუხატავი, გამოუთქმელი.