აი, საღამო კვამლებით ჭრელი..
11
ოქტ
2026
ფრიდონ ხალვაში
აი, საღამო კვამლებით ჭრელი,
სარზე ქანაობს სველი თავშალი,
დაურეცხავი ყრია ჭურჭელი,
ბილიკებს ლეკავს ფოთლების შვავი.
დაღონებული სხედან ჩიტები
და ქარი უხმოდ ძვრება ტოტებში,
მამლები, გუშინ მოსისხლე მტრები,
ერთად გასულან და ჩხრეკენ ნეშოს.