ახალმოდური პოლიტიკოსები
21
იან
2025
სილოვან ნარიმანიძე
ისინი აქვეითებენ ჩვენს გემოვნებასა და გრძნობებს,
ქვა-ღორღის ზვინებს აფენენ გზებზე.
ზამბარებივით გვეჭიდებიან და
უკან გვეწევიან…
მათ გააბატონეს
ძალმომრეობის ჰეგემონია
და უნიათობის ჰარმონია.
ქუჩური ჯარგონითა და
უტიფრობის ხარახურით გვკვებავენ,
რათა გაუგებრობის წყვდიადში
შეგვხიზნონ…
ქვებს და ტალახს უშენენ,
ათასწლობით ნაშენებ სიმშვენიერეს,
რადგანაც ნამდვილი გრძნობა
უცხოა მათთვის…
არ შესხდეთ ამ ჯაგლაგზე –
ვემუდარები მოდურ ხმებს აყოლილ მოხალისეებს,
რომელთა უმეცრებამაც
გზა გადაუღობა
ღირსებით მდიდრებს.